Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტური კონფერენცია გენდერის კვლევაში

სტუდენტური კონფერენცია გენდერის კვლევაში
February 12
12:16 2015

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტი იწყებსყოველწლიური სტუდენტური კონფერენციის ორგანიზებას გენდერის კვლევაში. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ, როგორც თსუ-ს ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. პირველი კონფერენცია გაიმართება ამაწლის 30-31 მარტს.

კონფერენციის მიზანია სტუდენტური კვლევის წახალისება და მხარდაჭერა და სტუდენტთა შორისგენდერის კვლევაში აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა. წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოადგინოთ თავიანთი ნაშრომები ქალთა უფლებებისა და მასკულინობის კვლევის თემებზე.

კონფერენციაზე მიღებული იქნება ნაშრომები შემდეგ თემებზე:

1. ქალთა უფლებები

· გენდერული თანასწორობა და ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში

· გენდერული თანასწორობა და ქალთა ეკონომიკური უფლებები

· ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

· ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ

2. მასკულინობის კვლევა

· მასკულინობის ჰეგემონური და სხვა ტიპები თანამედროვე ქართულ კონტექსტში

· მასკულინობა და ჰომოფობია

· ცვლილებები და გამოწვევები ფემინობისა და მასკულინობის პრაქტიკაში

აბსტრაქტის მიღების ბოლო ვადაა 11 მარტი, 2015.

კონფერენციის თარიღი: 30-31 მარტი , 2015.

კონფერენციის ადგილი: თსუ I კორპუსი

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: genderinstitute@tsu.ge



483 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728