Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ვალენტინობის საიდუმლო – წარმართული ეროტიკული “დღესასწაული” ?

ვალენტინობის საიდუმლო – წარმართული ეროტიკული “დღესასწაული” ?
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
February 12
14:38 2015

სალომე საგინაშვილი

 მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა ბოლო წლებში, ყოველ 14 თებერვალს აღნიშნავს ე.წ. წმინდა ვალენტინის დღეს, თუმცა 5-6 წლის წინ, რომის პაპის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია საერთოდ არ ცნობს მსგავსი სახის წმინდანს, სახელად ვალენტინი და ეს კონკრეტული თარიღი, ამერიკელების მიერ მოგონილი და შექმნილი, არარეალური, კომერციული ისტორიაა, მითი, რომელიც არანაირ რეალობას არ ექვემდებარება.

 არსებობს ერთადერთი ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს და ეს არის ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ ცნობა – რომელმაც პირველმა დასწერა ჯვარი ჰომოსექსუალ წყვილს და ამით განარისხა მთელი კათოლიკური, ქრისტიანული სამყარო და ეს ზუსტად 14 თებერვალს მოხდა. 

არსებობს სხვა ლეგენდებიც ამ დღესასწაულის წარმოშობის შესახებ. ისტორიკოსთა ცნობით, ეს ტრადიცია ინგლისშიც გაჩნდა. სწორედ ამ ქვეყანაში XV საუკუნიდან დაიწყეს კავალერებმა ქალბატონებისთვის სასიყვარულო ლექსების გაგზავნა. ვალენტინის დღე, როგორც ასეთი,  შექსპირის “ჰამლეტშიც” არის მოხსენებული. ნისლიანი ალბიონის სანაპიროზე ძალიან პოპულარული იყო ყველანაირი  მკითხაობაც. დასაწყისში გასათხოვარი ინგლისელები ვალენტინობის წინ ქინძისთავებით ამაგრებდნენ 5 დაფნის ფოთოლს: ერთს ცენტრში, დანარჩენს გვერდებზე. ითვლებოდა, რომ ეს მაგიური მოქმედება დაეხმარებოდა მათ საქმროს დასიზმრებაში. სხვა წარმოდგენით, 14 თებერვალს მზის ამოსვლამდე ქალიშვილს პირველად ფანჯარაში უნდა გაეხედა, მისი რჩეული დანახული მამაკაცის მსგავსი იქნებოდა. ასევე ფურცლებზე ჩამოწერდნენ პოტენციური საქმროების სახელებს, დააწყობდნენ ფურცლებს წრიულად, შემდეგ დააბზრილებდნენ ვაშლს. ვაშლის ყუნწი მიუთითებდა საქმროს ვინაობას.

ამ ტრადიციის სახსოვრად ვალენტინობის დღეს ლონდონის სუპერმარკეტებში იყიდება სპეციალური “სასიყვარულო ვაშლები” – ტუჩების და გულის ფორმით გაწყობილი. 

 

ფაქტები:

  • შობის შემდეგ, ვალენტინობაა მეორე დღე, როცა  ყველაზე მეტი მისალოცი ბარათი იყიდება – დაახლოებით ერთი მილიარდი ყოველწლიურად;
  • მსოფლიოს მასშტაბით ვალენტინობაზე 50 მილიონამდე ვარდი იგზავნება საჩუქრად;
  • შტატებში არსებული ვარდების 60%-ს პროცენტს მხოლოდ კალიფორნიის შტატი უშვებს, თუმცა ვალენტინობაზე ჩნდება ვარდების იმპორტის საჭიროება და დაახლოებით იმდენივე სამხრეთ ამერიკიდან შემოაქვთ;
  • ამერიკაში დაახლოებით 110 მილოიონი  წითელი ვარდი იყიდება და იგზავნება 3 დღის განმავლობაში ;
  • ყველაზე ძველი, ჩვენთვის ცნობილი სასიყვარულო პოემა თიხის ფირფიტაზეა დაწერილი შუმერების დროს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 3500 წელს;
  • ვალენტინობაზე საჩუქრად გულის ფორმის შოკოლადის ყუთები პირველმა რიჩარდ ქედბერიმ შექმნა, რითიც გაყიდული შოკოლადების რაოდენობა მართლაც გაზარდა. ახლა ყოველწლიურად ვალენტინობაზე გულის ფორმის შოკოლადის 135 მილიონამდე ყუთი იყიდება;
  • შტატებში მცხოვრები ქალების 15%  ყვავილებს საჩუქრად თავის თავს თავად უგზავნის.


“აღიარებული დღესასწაული”, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რეალური ისტორია – განკვეთილი ბერის, ვალენტინის, მიერ ჰომოსექსუალებზე დაწერილი ჯვრისწერა უდევს, ამერიკელებმა კომერციის დღესასწაულად აქციეს. 

2005 წლიდან რომის პაპის და ვატიკანის საელჩოს განცხადებით ჭეშმარიტ კათოლიკებს აეკრძალათ 14 თებერვლის, როგორც შეყვარებულთა დღის აღნიშვნა. 

აკრძალვა გააკეთა მართმადიდებლურმმა ეკლესიამაც, მათ შორის უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა ილია მეორემ.

მართმადიდებლური ეკლესია, ჭეშმარიტ, სულიერი სიყვარულის დღეს საქართველოში აღნიშნავს 16 ივლისსგერგეტობის დღესასწაულზე, რომელიც უწმინდესმა ილია მეორემ დააწესა 1980 წლიდან, ხოლო სამოქალაქო, საერო სიყვარულის დღე საქართველოში – 1994 წლიდან გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვში ყოველ 15 აპრილს აღინიშნება.

 

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) სტუდენტი

2,152 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728