Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„90’s ჰოლივუდის ელიტური წრებრუნვა“…

„90’s ჰოლივუდის ელიტური წრებრუნვა“…
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
February 16
11:22 2015

ავტორი:ვახტანგ თოფურია

 

nycb30-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ სახელით ცნობილმა მასობრივმა ეკონომიკურმა ვარდნამ,  [ეკონომიკურმა კრიზისმა] მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა აშშ-ს.

90-იან წლებში უმუშევართა რიცხმა კატასტრუფულად იმატა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობამ კი 2 მილიონს მიაღწია, მაშინ როდესაც 1979 წელს მათი რიცხვი 1.6 მილიონს არ აღემატებოდა. 30-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ამგვარ ეკონომიკურ უთანასწორობას ადგილი არ ჰქონია. მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრნენ, აღნიშნული კვარტალის მონაცემებით მათი შემოსავალმა 3%-ით გაიზარდა, ღარიბების კი 2%-ით შემცირდა.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეგაპოლისში, ზედა ეშელონების ზღვარზე “Uptown-ში“ „ჰარლემში“ „ბრონქსის ქუჩებში“ [BkNewYork]; იქ სადაც სოციალური უთანასწორობა ყველაზე მეტად თვალშისაცემია, იქ სადაც, ქუჩები ქაოსმა და ანარქიამ მოიცვა და ხელისუფლება ყოველგვარ კონტროლს კარგავს მათზე, ნარკობარონები და მათ ხაზზე გამსვლელი დილერები ჰქმნიან სისტემას, რომელიც ქალაქის აღნიშნულ უბნებზე ბასტარდული შეჯვარების შედეგად მიღებულ არაოფიციალურ ხელისუფლებას ამყარებს.

ზემოაღნიშნული თემა მეტად აქტუალურია 90-იანი წლების კინემატოგრაფიაში. ჰოლივუდურ ფილმოგრაფიაში მრავლად შევხვდებით  ამ თემატიკის ფილმებს, ნარატივი კი მარტივია და ის მოცემული ეპოქის მარგინალური კულტურის ჩარჩოებიდან გამოდის, ეს ძალადობრივ აქტებზე ორიენტირებული რეჟისორების ხედვა კი სხვადასხვა ჰოლივუდურ შედევრებშიც აისახება.

doცნობილმა იტალიელმა სოციოლოგმა, ვილფრედო პარეტომ კი აღნიშნული თემა დაახლოებით ერთი საუკუნის წინ განიხილა, საუბარი მაქვს [ელიტათა წრებრუნვის კონცეფციაზე] მისი თქმით, ელიტა, ესაა მოსახლეობის რჩეული ნაწილი, დანარჩენი ნაწილი კი მხოლოდ „ეგუება მისგან მიღებულ სტიმულებს“. ელიტა და არაელიტა შესაბამისად ჰქმნიან საზოგადოების უმაღლეს და უმდაბლეს ფენებს (მაღალ და დაბალ ფენებს). დაბალ ფენათა ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენლები „მაღლდებიან ზევით“, ავსებენ რა მმართველი ელიტის რიგებს, რომლის წევრები თავის მხრივ, განიცდიან რა დეგრადირებას, „ეშვებიან ქვევით“, მასებში წარმოიწმნება-მიმდინარეობს ელიტათა ცირკულაცია ანუ წრებრუნვა, ჰეტეროგენული საზოგადოების წევრებს შორის უერთიერთქმედების პროცესი, რომელიც პირამიდის (ელიტით სათავეში) პირამიდის სახით შეიძლება წამოვიდგინოთ.

რეჟისორ მარიო ვან პიბლზის ფილმში [New Jack city-ახალი თაობა] დეგრადირებული ნიუ იორკული საზოგადოებრივი ყოფა-ცხოვრებაა ასახული. რეჟისორი ჩაკეტილი ელიტის თემას წამოჭრის წინა პლანზე, ელიტის რომელიც კასტად იქცევა და ნელი ტრანსფორმაციით ვითარდება, ელიტის რომელიც ზედა ეშელონში თვითდამკვიდრებისა და ადგილის მოსაპოვებლად იწყებს წამლით ვაჭრობას. დაბალი ფენები კარგავენ ფსიქიკურ თვისებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ ელიტარულ მდგომარეობას და პასიურობენ ძალადობის გამოყენების აუცილებლობის წინაშე. ამასთან მათ შორის იზრდება ინდივიდთა რიცხვი რომლებიც ფლობენ თვისებებს, რომლებიც აუცილებელია საზოგადოების მართვისათვის. მათ უნარი შესწევთ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება ძალის გამოყენების მეშვეობით, მაგრამ ახალი მმართველი კლასი, თავის მხრივ, დროში ტრანსფორმირდება უძლურ და ხრწნად ორგანიზმად და კარგავს მმართველობის უნარს.

ამ ფილმში ზომებს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მათ მიუხედავად, დაბალ კლასებში გროვდებიან ინდივიდები, რომლებიც აღემატებიან თავისი ღირსებებით უმაღლეს კლასს, დგება რევოლუციის ეპოქა, რომლის საზრისიც, პარეტოს აზრით მმართველი ელიტის შემადგენლობის განახლებაში, მმართველობისათვის აუცილებელი ფსიქიკური ძალების შეკრებაში და ამგვარად საზოგადოებრივი წონასწორობის აღდგენაში მდგომარეობს.  ეს უნებლიე ქაოტური ჰარმონია რომელიც კონტროლს მოწყვეტილ ბრუკლინის შავბნელი ქუჩებში, ბუნებრივად მიმდინარეობს, მხოლოდ მცირედი სოციუმია იმ დიდი მეგაპოლისისა, რომელიც აშშ-ს და დანარჩენ სამყაროს იმპერიის დედაქალაქად მოიხსენიება, სწორედ მსგავსი ადგილებიდან იწყება ყველაზე დიდი და რადიკალური ცვლილები, რომელიც ზეგავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

პარეტო-ეფექტიანობა ფაქტობრივად ეკონომიკის ოპტიმალური ფუნქციონირების მდგომარეობას შეესაბამება და ეკონომიკური ოპტიმუმის ცნების სახითაც მოიხსენიება. პარეტოს ოპტიმუმუ გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როცა შეუძლებელია რაიმე კეთილდღეობის მიღწევა სხვა ინდივიდის დაზარალების გარეშე. სწორედ ამ იდეით აღიჭურილი რეჟისორის, დაქირავებული აქტორები ასახავენ იმ ეპოქის ამერიკული მიკრო სოციუმის მდგომარეობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებდა და მასობრივი დეგრადაციის  ზღურბლსაც კი მიაღწია.

ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის, სპაიკ ლის ფილმში  [Do the right thing „იმოქმედე სწორად“]  მრავალეთნიკური ბრონქსის პრობლემაა წარმოჩენილი.

3ბროქნსში ყველა ჯიშის თუ წარმომავლობის ადამიანი ერთად იყრის თავს და თუ გულწრფელები იქნებიან უნდა ვაღიაროთ, რომ ყველას მაგრად ეზიზღება ერთმანეთი. შავკანიანებს იტალიელები თავიანთი პიციან-სპაგეტიანად, ‘’ერთი თქვენი ლუჩიანო პავაროტი და Solo Mio-ცო“ მიაძახებენ;  იტალიელი-შავკანიანს ეუბნება: ‘’წაიღე შენი პიცის ნაჭერი და დაახვიე უკან აფრიკაში“; ლათინო ამერიკელი წვრილთვალება კორეელებს ეუბნება: „მთელი  ნიუ-იორკის ხილ-ბოსტნეულს რომ ყიდით, მოშორდით თქვენი კიკბოქსინგით და 89წლის ზაფხულის ოლიმპიადითო“; თეთრკანიანი პოლიციელი პუერტო-რიკოელებს დასცინის: „ერთ მანქანაში თხუთმეტნი რომ ეტენებით განახათ ერთი რას გავხართო“; კორეელი რომელ ერთზე გაბრაზდეს არ იცის და ჯავრს ებრაელებზე იყრის. მოკლედ, ჩვენთვისაც ნაცნობი ზიზღის და სიყვარულის ამბავია, სადაც ათასგვარი  განსხვავებული ადამიანი ერთად ცხოვრობს ქსენოფობიის და რასიზმის პრობლემა ყოველთვის იყო არის და კაცმა არ იცის როდის მოვა დრო, რომ აღარ იქნება, ალბათ მაშინ როცა ფილმის მთავარი მოწოდება შესრულდება „ძირს ძალაუფლება!“.

ძალაუფლების პარეტოსეულ კონცეფციაში პირველადია მმართველთა პიროვნული თვისებები, რომლებსაც ისინი ჯერ კიდევ მანამდე უნდა ფლობდნენ, სანამ დაიკავებენ ელიტარულ მდგომარეობას, საზოგადოებაში ბიოლოგიური და სოციალური დიფერენციაციის თანაფარდობის შესახებ საკითხის დასმის მცდელობისას, ის თვლიდა, რომ ბურჟუაზიული ეკონომიკა მისი განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობების არსებობისას, ფართო გასაქანს აძლევს საზოგადოების საუკეთესო ნაწილს წინ წაიწიოს მისი მწვერვალებისკენ.

იტალიელი სოციოლოგი არ ფიქრობდა, რომ მმართველობისათვის აუცილებელი პიროვნული თვისებების ფლობა მხოლოდ ერთ-ერთი პირობათაგანია ბატონობის ინსტიტუტის წარმოქმნისათვის.

ელიტათა აღმასვლისა და დაცემის, ამაღლებისა და კრახის ციკლები, პარეტოს რწმენით, აუცილებელი და გარდაუვალია. ელიტათა ცვლა, რყევა, მონაცვლეობა წარმოადგენსაზოგადოების არსებობის კანონს.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

227 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728