Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ქუჩის პოლიტიკა – წარწერები კედლებზე

ქუჩის პოლიტიკა – წარწერები კედლებზე
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
February 16
17:43 2015

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPAS-ს სტუდენტი

10406977_769543689806650_2833152400860076922_nშესაძლოა,ბევრ თქვენგანს თბილისის ქუჩებში თვალი მოუკრავს წარწერებისთვის, რომელთა გამოსახვის ადგილი სხვადასხვაა. ეს შესაძლოა იყოს კედლები, ღობეები, მატარებლის ვაგონები, მიწისქვეშა გადასავლელები.  მათი მნიშვნელობა ხშირად პროტესტის ფორმას ატარებს და გამვლელების ყურადღებას განსაკუთრებულად იქცევს. ხშირია, როცა წარწერებს უცენზურო სიტყებითაც „ავსებენ.“

კედლებზე ხატვისა და წერის „ხელოვნებას“ გრაფიტი ჰქვია, რაც ბერძნულად „კედელზე ნახატს“ ნიშნავს , მის შემსრულებლებს, ანუ ავტორებს – “რაიტერები” (ინგლ. writers). გრაფიტი ხშირად უმსგავსო დაზიანებად და ვანდალიზმად აღიქმება საზოგადოების მხრიდან. გრაფიტის დატანა შენობის ან ნაგებობის კედლებზე პატრონის ნებართვის გარეშე მრავალ ქვეყანაში კრიმინალურ ნაბიჯად ითვლება და კანონით ისჯება.

არამგონია გაგიკვირდეთ, თუ გეტყით, რომ გრაფიტის ისტორია საუკუნეების ითვლის. მას ჯერ კიდე ძველი საბერძნეთის და ძველი რომის კედლები საგულდაგულოდ ინახავდნენ.  უძველესი გრაფიტის მაგალითები შემორჩენილია ქალაქ პომპეიში, დასავლეთ იტალიაში, რომელიც ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა. მტვერმა ცოცხლად დამარხა ადამიანები და შემოინახა კედლები, რომლებზეც ამოკაწრული იყო გრაფიტის უძველესი ნიმუშები.

1980-იან წლებში ნიუ-ორკში ახალი კამპანია მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავდა გრაფიტებს გადაღებვასა და გათეთრებას. ეს იყო იდეა, რომლს მიხედვითაც გრაფიტების მხატვრებს უნდა დაკარგვოდათ სურვილი, შეექმნათ რაიმე ახალი,  ვინაიდან მათი ნამუშევრები გარეუბნებში 24 საათის ინტერვალში ქრებოდა. 

გრაფიტისადმი მიდგომა ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა. ბევრ ქვეყანაში იგი ხელონების ერთ-ერთ განხრად მიიჩნევა, ხოლო ზოგან კი აგრესიიას იწვევს და ნეგატიურ შეხედულებების ბუდეა. რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად , ინგლისში, იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გარეუბნების კედლები სპეცალურად გამოუყვეს მხატვრებს. ამ ნაბიჯით სცადეს დიდი ქალაქების დაცვა. აღსანიშნავია, რომ ავსტრალია არის ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად ატარებს ჩემპიონატს გრაფიტების შექმნასა და მათ შორის საუკეთესოს გამოვლენაში.

გრაფიტს საქართველოში ძირითადად ორი მიმართულებით იყენებენ: პოლიტიკური პროტესტის და სიყვარულის ნიშნად. ისინი ჩნდებიან რომელიმე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ან პოლიტიკური საკითხის წამოჭრასთან ერთად და ქრებიან მაშინ, როდესაც ბუნების მოვლენები ანადგურებენ. მხატვრული პროტესტის თემები თბილისში მრავალფეროვანია. ისინი ეხმიანებიან პოლიტიკურ, გენდერულ, სოციალურ საკითხებს. სწორედ ამიტომ მთელ ქალაქში ნახავთ მათ.

1461430_1528394850748899_5325785203699443064_n 10993089_1538787983042919_7780310058350612396_n10885413_701070490007903_298432257919326256_n

1976973_1534742280114156_2969071095285390147_n

მაღიზიანებს შენობის კედლებზე წარწერები, მაგრამ ეს მომწონს

 

 

 

1,547 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728