Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

5 რამ, რაც სტუდენტებმა არ უნდა გააკეთონ სოციალურ ქსელებში

5 რამ, რაც სტუდენტებმა არ უნდა გააკეთონ სოციალურ ქსელებში
February 16
10:55 2015

თქვენ ალბათ, ხშირად გესმით სოციალურ ქსელებში ადამიანების უპასუხისმგებლო ქცევის შედეგად მომხდარი უსიამოვნებების შესახებ. ბოლო დროს, ხშირია სამსახურებრივი კამათები თუ წყვილთა დაშორება სტატუსების, „ლაიქების“, ან კომენტარების გამო.

სოციალურ ქსელებში აქტიურობის დროს მეტი დაკვირვებაა საჭირო. განსაკუთრებით, როცა მოსწავლე ან სტუდენტი ხართ, პოსტის დადებამდე ყურადღება გმართებთ. ეს დაიცავს თქვენს რეპუტაციას და პრობლემებსაც აგარიდებთ თავიდან.

women-love-tech-social-media-02_punfxb_dlbnmq_ltvklf

გირჩევთ, ერიდოთ შემდეგი შეცდომების დაშვებას:

1. ემოციური სტატუსები – ზედმეტმა ძალიხის ნიშნებმა შეიძლება, პრობლემები შეგიქმნათ!!!!!!!!!

ბუნებრივია, გსურდეთ ისეთი რამის დაწერა, რაც თქვენს ემოციებს გამოხატავს, მაგრამ, ეს შეიძლება უკან მოგიბრუნდეთ. ნუ დაწერთ რაიმე ძალიან პირადულს, უზრდელურს ან უხეშს. ჯობს, შორსმჭვრეტელობა გამოიჩინოთ და გაიაზროთ, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს პოსტს. იქნებ, ვინმემ მას სქრინ შოტი გადაუღოს ან ვირუსულად გაავრცელოს იგი. დაიმახსოვრეთ, რომ სოციალური ქსელები საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებია და აქ ვერ გააკეთებთ ყველაფერს, რაც გინდათ. თუ, რა თქმა უნდა, პრობლემები არ გსურთ.

უსიამოვნო ან უხამსი სურათები – თქვენი პერსპექტიული დამსაქმებლები თვალს გადევნებენ

2. თუ სასწავლებელს ამთავრებთ და სამუშაოს ძებნას იწყებთ, ნუ გარისკავთ უხამსი სურათების გამოქვეყნებას.

დამსაქმებლები, როგორც წესი, აპლიკანტების პროფილებს ათვალიერებენ სოციალურ ქსელებშიც და ასე რომ, ასეთმა საქციელმა სამსახური მის დაწყებამდე შეიძლება დაგაკარგვინოთ.

3. მასწავლებლის, ლექტორის ან ბოსის დაცინვა – ეს არასოდესაა კარგი იდეა

ხელმძღვანელის დაცინვა ან მისი შეურაცხმყოფელი სურათის დადება ნამდვილად ცუდი გადაწყვეტილებაა. ეს შეიძლება, სასაცილო იყოს, ბევრი „ლაიქი“ და კომენტარი დაიმსახუროს, მაგრამ ამას ძალიან დიდი უსიამოვნებების მოტანაც შეუძლია. თუ ამის შესახებ თქვენს სასწავლებელში გაიგებენ, თქვენ მიმართ განხორციელებული დისციპლინარული ქმედება ძალიან მკაცრი იქნება.

4. კონფიდენციალურობის პარამეტრების ზედმეტი ნდობა

თქვენ სოციალურ ქსელებში ბევრ რამეს პოსტავთ იმის იმედით, რომ ეს უსაფრთხოა, რადგან კონფიდენციალურობის პარამეტრები გააქტიურებული გაქვთ. თუმცა, ნურც ზედმეტად ენდობით მათ. ზოგჯერ, შეიძლება ეს პარამეტრები აგერიოთ, ან აპლიკაციების განახლებებმა თქვენი ინფორმაცია საჯარო გახადოს. ასე რომ, ნუ დაპოსტავთ ძალიან პირადულ ინფორმაციას ან სურათებს, რადგან, ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გასაჯაროვდეს.

5. არასასიამოვნო შინაარსის პოსტები სასწავლო ქსელებში

ბევრი სკოლა თუ უნივერსიტეტი არ გაძლევთ თავიანთი ქსელის სხვა სოციალურ საიტებზე გამოყენების უფლებას. თუ სასწავლებლის სოციალურ ქსელს სწავლებასთან დაკავშირებულის გარდა სხვა მიზნებისთვის გამოიყენებთ, ან შეუფერებელ უსიამოვნო ინფორმაციას გამოაქვეყნებთ, ეს პრობლემების მომტანი გახდება თქვენთვის. ამიტომ, გამოიყენეთ ისინი მიზანმიმართულად და გახსოვდეთ, რომ აქ თქვენი ქმედება ყოველთვის კონტროლდება.
საბოლოოდ, ყოველივე ამისაგან უნდა ისწავლოთ ის, რომ ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოთ სოციალურ ქსელებშიც კი, რადგან, არასოდეს იცით, ვინ შეიძლება გადევნებდეთ თვალს.

 

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

 

347 ნახვა
Tags
Share

About Author

tj

tj

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728