Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ხიდზე დაყრილი ძვირფასი ნივთები

ხიდზე დაყრილი ძვირფასი ნივთები
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
February 17
12:38 2015

ავტორი: ბაჩანა ადამია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და ლამაზი ადგილი – ეს მშრალი ხიდია , ე.წ ,,ბარახლოვკა“, რომელიც საბჭოთა დროიდან არსებობს. აქვე არიან ადამიანებიც, რომლებიც პურის ფულის გამოსამუშავებლად, დილის რვა საათიდან საღამოს ხუთ საათამდე ქუჩაში დგანან, ნივთები კი მათ  საკუთარი სახლიდან გამოაქვთ. მიუხედავად თავიანთი გაჭირვებისა, განწყობა მიანც კარგი აქვთ. ამბობენ, რომ ხალხი აქ ძირითადად სურათების გადასაღებად მოდის.

12მათ ბევრი რაღაც მოსწონთ, მაგრამ იშვიათად ყიდულობენ. (ცოტა შემრცხვა,ამ ყველაფერს ვუსმენდი და ხელში მეც ფოტოაფარატი მეჭირა). ერთმა მათგანმა თითო ფოტოში ლარი მომთხოვა, გაყიდვით ვერაფერს ვყიდი და იქნებ ასე მაინც ვიშოვო ფულიო. ამ ყველაფერს ისე სერიოზუად ამბობდა, თითქმის დავიჯერე. ფოტოს გადაღებაზე ბევრმა უარი თქვა. ამაზე გაბრაზებულმა, ინგლისურად რაღაც ჩავიბუტბუტე. როგორც ჩანს, ეს მეორე გამყიდველა გაიგო და რამდენიმე წამი მისტერ, მისტერის ძახილით გამომეკიდა. ის ცდილობდა დამტვრეული ინგლისურით ძველი ფირი შემოეჩეჩებინა. მეც ვადროვე, ვფიქრობდი,  „ნოუ სენქს“ ხომ არ ვუთხრა–მეთქი, ისე გულმოდგინედ მიხსნიდა ,მ აგრამ უცხოელებზე გული რომ არ აცრუებოდა, არა ბიძაჩემო არ მინდა–მეთქი ვუპასუხე.გაეცინა, ხელი ჩაიქნია და წავიდა. ეს ადგილი ჩემთვის აღმოჩენა იყო. ,,მუზეუმი“,  სადაც ყველაფერი იყიდება. სხავადსხვა ეპოქის  ერთად თავმოყრილი ნივთები კიდევ უფრო საინტერესოს  ხდის მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას. აქ ნამდვილი სამოთხეა კოლქციონერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ვინტაჟური, ნაფტალინის არომატით გაჟღენთილი და კარგად დაძველებული ნივთები მოსწონთ.

913

23

715 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728