Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ქუჩის პატარა მუსიკოსი

ქუჩის პატარა მუსიკოსი
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
February 24
13:27 2015

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

უეცრად, გაწვიმდა…

რამდენიმე წამის წინ მზე რომ ანათებდა, მისი სითბოსგან აღრაფერი დარჩა…

ისე აირია ყველაფერი, ჰაერი დაიხუთა, ქარმა მოუბერა და თითქოს კოკიდან მთელ ქალაქს გადმოასხეს წყალიო წვიმა საოცარი სისწრაფით წამოვიდა. მზეს მიფიცხებული მოსეირნეები, საქმოსნები თუ  უბრალოდ დროის გაყვანის მიზნით მდგარი მოლაყბეები ერთიანად აირივნენ და აფუსფუდნენ. ზოგმა ახლო მდგომ სვეტებს შეაფარა თავი, ზოგმა ტაქსი იხმო და ზოგიც კიდევ ქოლგამომარჯვებული და თავზე გაზეთ დახურული სადღაც მირბოდა… წვიმდა გიჟურად… წვიმდა ისე, რომ ერთ წამში ნაკადულების ღვარი ადგა ქუჩებში…. ალმურმოდებულ ქალაქს სიგრილის ოხვრა აღმოხდა და გაირინდა… ყველა და ყველაფერი გაირინდა წვიმის ხმაში… მხოლოდ საიდანღაც ტამტამის რიტმიანი ხმა ისმოდა… ცნობისმოყვარეობამ მძლია და რიტმის ეპიცენტრისკენ გავიწიე…

შევხედე პატარა ბიჭი ქვაფენილზე იჯდა მაღაზიის გადახურულის წინ და თავგამეტებით უკრავდა… ადრეც შემინიშნავს აქ ეს ბიჭი, ოღონდ მანამდე აკორდეონს უკრავდა და სულში ჩამწვდომად მღეროდა, ყოველთვის რაღაც ჩუმი, ამოუცნობი სევდა იგრძნობოდა მის ხმაშიდა გაგონებისას მაფიქრებდა ხომლმე…მღეროდა სიყვარულზე,მაგრამ ნაკლებად აინტერესებდა მას ამ დროს სიყვარული, უკრავდა სამშობლოზე, მაგრამ ძნელი წამოსადგენია ცოდნოდა მას ამ დროს პატრიოტიზმის რაობა, როდესაც შიოდა… ნაშიმშილები სახე როგორც ყოველთვის ახლაც სევდიანად გამოიყურებოდა და გამვლელებს მოწყალე თვალებით გაჰყურებდა იქნებ ვინმემ ხურდა გაიმეტოსო… უკვე თითქმის ნახევარი საათია გიჟურად მოსთქვამს ზეცა წვიმას და საგრძნობლად აცივდა კიდეც… სიმშრალეს შეფარებული გამვლელები მოიბუზნენ, წვიმა კი არა და არ იღებდა… ცნობისმოყვარეთა თვალები ამ ბიჭს მალულად უცქერდნენ და ვითომ არაფერიო, არ იმჩნევდნენ რიტმიან მუსიკას…

ამ სიცივეში ერთადერთი იყო ეს რიტმი, რომელიც სითბოდ იღვრებოდა გულში და ფიქრებში მძირავდა… იქნებ რამდენი დღეა არ ეჭამა, იქნებ დედა ჰყავს ავად, ან საერთოდ არ ჰყავს?! ვინაა, რამ აიძულა აქ დაკვრა?! ეს კითხვები არ მასვენებდა… ხალხი კი უსმენდა და ისევ ჯიუტად ცდილობდა ხურდა კიარა კომპლიმეტიც არ დაცდენოდა… აქ იყვნენ სქელჯიბიანი, კისერ გასქელებული ბიძიები, იდგნენ ისეთეიც ვინც კომპლიმენტი კიარა, თავისი ემოციის გამოხატვის შეკავება ვერ შეძლეს და რეალური დამოკიდებულების დასამალად განაცხადეს: ,,რას უკრავს ერთი ხოარ ჩამოუაროთ, ყურები წაიღოო”… ბოროტია ხალხი… ამ დროს მთელ სამყაროზე ერთიანად დაიბოღმოს შეიძლება ადამიანი… რატომ უნდა იყოს უფლის ხატი ასეთი უგულო, შურიანი რომ თბილი სიტყვაც ვერ გაიმეტოს…

უკრავდა ქუჩაში პატარა მუსიკოსი და ფეხსაცმლიდან თითები მოუჩანდა, ალბად ეს ტამტამი ვიღაცისგან ითხოვა, ან იქირავა , რომ მერე წილი მისცეს… ალბად აკარდეონი დღეს დაკავებული იყო… ცოტა სიმღერა სცადა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა სიცივისგან და მოიბუზა… ქარვასლის წინ მანქანები მოძრაობდნენ და გზაზე ამდგარ ნიაღვარს ტროტუარზე აშხეფებდნენ, ბანკის მიღმა, შადრევნის თავზე ისევ ცრიდა წვიმა… სველი დროშებიც მძიმედ ფრიალებდნენ… გათამამებული გამვლელები სველ ასფალტზე ქოლგით ხელში შავ ლანდებად ირეკლებოდნენ და სახლში მიიჩქაროდნენ… ქუჩის პატარა მუსიკოსი კი კვლავ უკრავდა… უკრავდა, რადგან მას წასასვლელი არსად ჰქონდა და საღამოს კი ინსტუმენტის ქირა ჰქონდა გადასახდელი… დღეს არ გაუმართლა… წვიმა იყო და არავის ცხელოდა მისთვის მოწყალება გაეღო, კარგ ამინდებში კი შედარებით უმართლებს… იქ, მარცხნივ, მწვანე მაღაზიის წინ ,კიბეზე კი კიდევ უფრო პატარა ბიჭი, სულ სველი, ლიმონის ყიდვას ევედრებოდა გამვლელთ და წვიმის არხები სახეზე ნიაღვრად ჩამოსდიოდა… ტამტამი უკრავდა, ბიჭი ლიმონის გაყიდავს ივედრებოდა, შავი ღრუბლები მაღლა ავად მიიწევდნენ, ქალაქში პირველი ლამპიონიც აინთო…ქალაქში ბინდი შემოდიოდა….

122 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728