Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტრატეგიული გეგმის გარეშე განვითარებული ტურიზმი

სტრატეგიული გეგმის გარეშე განვითარებული ტურიზმი
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
February 27
11:04 2015

ავტორი: ნათია დაშნიანი

თსუ-ის სტუდენტი

კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ’’  სათავეში მოსვლისას ტურიზმის განვითარების მიზნით მთიანი რეგიონებისა და სოფლების ხელშეწყობა დაიწყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ტურიზმის საშუალებით საკუთარი საარსებო წყაროს გაუმჯობესებაშიდაეხმარებოდა. ასევე 2014 წელს ამოქმედდა ახალი სავიზო რეჟიმი, თუმცა სტრატეგიული დაგეგმვის ნაკლებობა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას აფერხებს. მიუხედავად ამბიციური გეგმებისა, ტურიზმის განვითარება საქართველოში საკმაოდ  ნელი ტემპით მიმდინარეობს.

ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადად მზარდი ინდუსტრია და როგორც ყველა ინდუსტრია საჭიროებს რესურსს. ტურიზმის შემთხვევაში ეს არის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, ბუნებრივი და ადამიანური რესურსები. ვინაიდან ნებისმიერი რესურსი, რომელსაც მზარდი ინდუსტრია იყენებს ამოწურვადია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი დაცვა და მდგრადად გამოყენება, ამისთვის კი სტრატეგიული გეგმის რასებობაა საჭიროა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. 2014 წელს უცხოელ მგზავრთა რაოდენობა – 5 493 492 იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით 1,9%-ით მეტია. ვიზიტების რაოდენობის მიხედვით პირველი ხუთი ქვეყანა: თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და უკრაინა იყო. წლების განმავლობაში კი ტურისტების რაოდენობის ზრდა ასე გამოიყურება:

დაშნიანი

შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის ზრდას ხელი 2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოში ამოქმედებულმა  ახალმა სავიზო პოლიტიკამაც შეუწყო. რის მიხედვითაც, განისაზღვრა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს (მოქალაქეობის არმქონე პირებს) მოკლევადიანი ვიზიტების შემთხვევაში,  უფლება აქვთ შემოვიდნენ საქართველოში უვიზოდ.  უცხოელს  მოკლევადიანი ვიზის საფუძველზე აქვს შესაძლებლობა  იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 90 დღით  ნებისმიერი 180- დღიან პერიოდში. უცხოელებს, რომლებიც ფლობენ 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაცემულ საქართველოს მოქმედ ვიზას,  უფლება აქვთ  აღნიშნული ვიზის საფუძველზე შემოვიდნენ საქართველოში. ასეთი პოლიტიკა ერთგვარი ანკესი იყო ტურისტებისთვის.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ახლახან ,,ნიუ იორკ თაიმსში’’ გამოაქვეყნებულ 52 ქვეყნის ჩამონათვალში , რომელიც 2015 წელს აუცილებლად უნდა მოინახულოს ტურისტმა, საქართველოც მოხვდა. სასურველ ადგილებს შორის საქართველომ 25-ე ადგილი დაიკავა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ,,ნიუ იორკ თაიმსში’’ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება და ამბობს, რომ ,,ნიუ იორკ თაიმსში’’გამოქვეყნებული სტატია, საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ტურიზმს პოპულარიზაციას გაუწევს. ,,ამ ჩამონათვალში სასიხარულოა ის, რომ საქართველო 25-ე ადგილზე მოხვდა. ასევე სასიხარულოა, რომ თვითონ სტატიაში არის მითითებული კონკრეტული ადგილები და კონკრეტული დასახელებები იმ ტურისტული ადგილების, სადაც აუცილებად უნდა მოხვდეს ტურისტი. ,,ნიუ იორკ თაიმსის’’ პრესტიჟულობა ყველასთვის კარგად ცნობილია და , შესაბამისად, ტურისტების რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ველოდებით 2015 წელს, განსაკუთრებით გაიზრდება’’, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ხელისუფლება 2015 წელს ელოდება ტურისტების რაოდენობის გაზრდას იმ ფონზე, როცა ლარის კურსი უმართვი, ხოლო პროდუქტები გაძვირებულია. ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე საუბრისას საქართველოში ხშირად უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ მისი განვითრაების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ტრანსპორტის სიძვირეა. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემაა ძვირადღირებული პროდუქრტები, განსაკუთრებით კი სეზონურად აქტიურ პერიოდში (ზაფხულს ბათუმში, ზამთარს კი სვანეთსა და გუდაურში). ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობაა.

,,საქართველოს ხშირად ვსტუმრობ. აქ არაჩვეულებრივი გარემო და, ერთი შეხედვით, თავაზიანი და სტუმართმოყვარე ხალიხია, თუმცა წესრიგი და სისუფთავე დიდად არ უყვართ. სანაპირო ზოლი და მთიანი ადგილებიც თითქმის ყოველთვის დაბინძურებულია. ყველაზე დიდი პრობლემა კი გაზრდილი ფასებია. ენობრივ ბარიერს ნაკლებად ვაწყდებოდი, თუმცა როდესაც გაიგებდნენ, რომ უცხოელი ვიყავი ძალიან ძვირს მიფასებდნენ ყველაფერს. ჩემთვის კიდევ ერთი პრობლემა მოუწესრიგებელი ტრანსპორტი და საზოგადობრივი ტუალეტების არარსებობა იყო. ვფიქრობ, ეს ყოველივე მოსაწერიგებელია’’,- აღნიშნა უკრაინელმა ტურისტმა ქრისტინე პახომოვამ.

,,საქართველოში ტურიზმი გამოცხადებულია, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ეკონოლოგიურ მდგომარეობას უნდა მიექცეს. გარემოს დაბინძურება არის ის, რაც უშუალოდ ზემოქმედებს ტურიზმის განვითარებაზე. თუ არ არის ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ბუნებრივია, ტურისტების მოზიდვაც გართულდება. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ზრუნვას გარემოზე აუცილებელს ხდის’’, – აცხადებს ექსპერტი  მიხეილ თოქმაზიშვილი.

ბოლო დროს ლარის კურსის ვარდნამ მოსახლეობაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. მიუხედავად ტურისტთა გაზრდილი რაოდენობისა, ამ ფონზე, ტურიზმი ისევ საფრთხის წინაშე დგას. შესაძლოა, ესეც გახდეს ტურისტთა შემცირების მიზეზი. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლარის კურსთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაესწრნენ, გაანალიზდა საგარეო ფაქტორების გავლენა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე. ,,მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ლარის გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით უნდა განხორციელდეს.მთავრობა ექსპორტის, ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისების მიზნით აქტიურად იმუშავებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, “ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებ’’, – იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების კომენტრაებისა, საინტერესოა, ტუირსტებისთვის რამდენად სახარბიელო მდგომარეობაა საქართველოში და რას გეგმავს მთავრობა 2015 წელს?

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 2015 წლის განმავლობაში ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაცია 2014 წლის დეკემბერში გამართა. შეხვედრას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის ტურიზმის ბიზნესში ჩართული პირები, ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიებისა და სასტუმროების წარმომადგენლები. ეს იყო ერთგვარი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა , სადაც გიორგი ჩოგოვაძემ 2015 წლის განმავლობაში ადმინისტრაციის მარკეტინგული გეგმების, შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის განკუთვნილი აქტივობების, ტურისტული პროდუქტების განვითარების, ინფრასტრუქტრული საკითხების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ქმედებებისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიო ბანკის დახმარებით საქართველოში ტურიზმის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე 2014 წლის დეკემბრიდან მუშაობს, რომელიც უნდა მოიცავდეს ტურიზმის სექტორის განვითარების ძირითად მიმართულებებს 2025 წლამდე. საბოლოო დოკუმენტი, სამოქმედო გეგმის სახით, 2015 წლის გაზაფხულზე მომზადდება. მას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს და ყოველ 5 წელში ერთხელ გადაიხედება.

,,დაგეგმილია ახალ მიმართულებებზე მუშაობა ჩვენი ადმინისტრაციის ფარგლებში, როგორებიც არის საკონფერენეციო ტურიზმის განვითარება, კურორტების განვითრაება, მათ პოზიციონირება როგორც საქართველოს ბაზრებზე, ისე უცხოეთის ბაზრებზე. ასევე დაგეგმილია სიახლეები მცირე ინფრასტრუქტურის განვითრაების კუთხით და სხვა მიმამართულებებით’’,- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისრაციის ხელმძღვანელიმა.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის, ნატა კვაჭანტირაზის თქმით, სახელმწიფო უშაუალოდ გეგმავს ტურიზმის მარკეტინგულ განვითარებას, ასევე ცდილობს იმ გზების განვითრაებას, რომელიც შიდა და შემომყვანი ტურიზმის განვითრაებას უკავშირდება,  კერძო სექტორი კი მოტივირებულია ყოველ გადაგმულ ნაბიჯში მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო ცდილობს მასობრივი ტურიზმი განავითაროს და მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყანაში 5–6 მილიონი უცხოელი ტურისტი მოიზიდოს. გაუგებარი მიზეზების გამო, ისინი არ ითვალისწინებენ დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებას მასობრივი ტურიზმის განვითარების კუთხით როგორც ზოგიერთი მკვლევარი (Mowforth & Munt, 2003) აცხადებს, მასობრივი ტურიზმის ზრდას მთელი რიგი პრობლემები მოჰყვა, რომლებიც სულ უფრო თვალსაჩინო გახდა ბოლო წლების განმავლობაში. ამ პრობლემებს შორისაა ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესსა და კულტურაზე, ფინანსური მოგების არათანაბარი გადანაწილებასა და დაავადებების გავრცელება.

SW Associates-ი  2007 წელს მომზადებული ტურიზმის განვითარების ეროვნულ სტრატეგიასა და გეგმაში მოცემული რეკომენდაციებით საქართველოს ძველ მთავრობას სთავაზობდა 2015 წლისთვის ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას 2.5 მილიონამდე და ხაზს უსვამდა, რომ 16% (400 000) უნდა ყოფილიყო მაღალი მხარჯველობითი პოტენციალის მქონე ვიზიტორი დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ტურისტების რაოდენობა არ არის საკმარისი და საჭიროა ისეთი ტურების შეთავაზება, რომლებიც მიმზიდველი იქნება მაღალი მხარჯველობითი პოტენციალის მქონე ტურისტებისთვის დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან.

მაღალი მხარჯველობითი პოტენციალის მქონე საშუალო რაოდენობის ვიზიტორი შამცირებდა გარემოსთან, ჯანმრთელობასათან და ფინანსებთან დაკავშირებული რისკ ფაქტორებს და უზრუნველყოფდა სახელმწოფო ხაზინის გაზრდას. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ 2007 წელს არსებობდა სტრატეგიული გეგმის შემუშავების იდეა, მთავრობა კი ამ იდეის განხორციელებას 2015 წლის გაზაფხულამდე დაელოდება.

დღემდე, მიუხედავდ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა,  ასობით დიდი თუ პატარა ტურისტული კომპანიისა  და ტურისტთა რაოდენობის 1,9%_ით გაზრდისა, ხელისუფლებას  ჯერჯერობით 2015 წლისთვის  არც გრძელვადიანი სტრატეგია და არც ტურიზმის განვითარების ეროვნული ან რეგიონული გეგმა არ გააჩნია.

436 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728