Facebook – მარტოობა ბრბოში

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

 ჩვენს ეპოქაში, სოციალურ ქსელები დიდი პოპულარობით ყველა ასაკის ადამიანში სარგებლობს. რამდენიმე წლის წინ, ნივთი „კომპიუტერი“ ჯერ კიდევ უცხო ხილი გახლდათ და ფრაზას -„ამ ნივთს ვერაფერი გავუგე,“ მასიურად მოისმენდით როგორც ქალაქში, ისე სოფლად. წინ მიდის ევროპა, წინ მიდის აზია და სავარაუდოდ, წინ მივდივართ ჩვენც. შესაძლოა, ისეთი ტეპმით ვერა, როგორც დასავლეთის ქვეყნები, მაგრამ მაინც.

დაფიქრებულხართ, რამდენ დროს უთმობს თითოეული თქვენგანი Facebook-ს?!  ვის რა აცვია, რას ჭამს, რას სვამ და რას აკეთებს, ალბათ ბევრისთვის საინტერესოა. ამ ქსელში ყველაფრის გაგება შეგიძლიათ ერთმანეთზე, დაუფარავი არაფერი რჩება. მობილური შესაძლებლობები გვაძლევენ შანსს გამოვიყენოთ მათი მიღწევა და მუშაობასთან ერთად პარალელურ რეჟიმში ვეკონტაქტოთ მეგობრებს: მათ, ვისაც სამუშაოს/სწავლის პერიოდში ძველებურად ვეღარ ვაქცევთ ყურადღებას: რას შვრები, როგორ ხარ, სად იყავი, ვინ ნახე, რა გეცვა და რა გეხურა – ასეთი მეგობრული დაკითხვით იწყება ხოლმე საღამოს სოციალურ საიტზე „გამწვანება“ და ჩემი მობილურის კლავიატურაც კითხვებსა თუ პასუხებს ყოველთვის შემართებით უგზავნის ადრესატს.

Facebook-ს უამრავი ფუნქცია აქვს: გამოხატო ემოცია, მონიშნო შენი ადგილსამყოფელი, ატვირთო ფოტო/ვიდეო/პოსტი და ატარო დრო უსასრულოდ. აქ ადვილად იგებ ყველაფერს, რაც გაინტერესებს, ანდა არ გაინტერესებს, მაგრამ იმდენად „მადისაღმძვრელადაა“ პოსტი შელამაზებული და ინტრიგა მოჩანს, თვალს ვერ სწყვეტ და მზად ხარ, დაიძინო გვიან, ოღონდ არ მოსცილდე კომპიუტერს. თავადაც ცდილობ შენს შესახებ ყოველდღიური ინფორმაციები განათავსო და თან არგუმენტად ფოტოებიც დაურთო. ეს ამ სოციალური ქსელის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა. არ არის ფოტო? ე.ი. შენი არავის სჯერა!

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ თინეიჯერებში არ შეინიშნება ზემოთხსენებული ქსელის პოპულარობა. საშუალო და ბევრად დიდი ასაკის ადამიანებიც ხშირი სტუმრები არიან და შესაბამისად, მათ პოსტებსაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში ადვილად იპოვოთ. საინტერესოა, რომ Facebook-ს მიეწერება უამრავი სიყვარულის ისტორია, რომელიც ფოტოების თვალიერებით დაწყებულა და რეალურ ცხოვრებაშიც გადმოსულა. ბოლოს დროს ეს ტენდენცია განსაკუთრებით გახშირდა. ამ თემაზე ბევრს ხუმრობენ და იცინიან, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება და კითხვაზე : „როგორ დაიწყო თვქენი ურთიერთობა?“ პასუხი ამგვარია: „ ხოდააააა :)) მან დამილაიქა პროფილის ფოტო :))))))))))))“.

მსოფლიოს უკვე აქვს სკაიპით და სოციალური ქსელებით ონლაინქორწინების მაგალითები. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ არის ერთი სფერო, რომელშიც ინტერნეტი უძლურია და გაზარმაცებულ ორივე სქესს რეალური ნაბიჯისკენ უბიძგებს – დემოგრაფია. საბედნიეროდ, ვერც ერთი დღეს მოქმედი სოციალური ქსელი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის გაჩენას.

ცუკენბერგის დამსახურაა ხალხის ამგვარად აყოლიება. Facebook-ი რომ ქალაქი ყოფილიყო, მოსახლეობის მიხედვით მესამე იქნებოდა მსოფლიოში ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ. ამ ფაქტს ამყარებს იმ ადამიანთა რეგისტრაციის სია, ვინც  ქსელის მიმდევარია.  

საჭიროა ფსიქოლოგების რჩევებსა და მოსაზრებებსაც გადავავლოთ თვალი. მაინც რითი იზიდავს ასე ვირტუალური სამყარო ადამიანებს? ამ კითხვაზე პასუხის ძიებამ ფსიქოლოგები ახალი ფენომენის აღმოჩენამდე მიიყვანა, სახელად: „მარტოობა ბრბოში“. მათი დასკვნებით, ინტერნეტი, ესაა ერთგვარი მიკროსამყარო, სადაც ადამიანს თავისუფლად და უკომპლექსოდ შეუძლია აჩვენოს თავი; გარემო, სადაც ძლიერდება სოციალური სტიმულაცია და მაღლდება თვითშეფასების დონე. აქ თავისუფლად შეგიძლია იყო სხვათა დამკვირვებელიც: ვინ სად ისწავლა ან სწავლობს, ვინ სად მუშაობს, სად სადილობს, როგორ აცვია, თავისუფალ დროს რითი ერთობა, რა ტიპის ადამიანები ახვევია გარს და ა.შ. ამ შემთხვევაში სტიმულაცია ორმხრივია, თითოეული მომხმარებელი მიმღემთან ერთად ხდება გამცემიც.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები