Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

,,საბჭოთა საქართველო’’ და საქართველო ,,საბჭოთა’’- ს შემდეგ

,,საბჭოთა საქართველო’’ და  საქართველო ,,საბჭოთა’’- ს  შემდეგ
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 02
12:51 2015

ავტორი: ნათია დაშნიანი

თსუ-ის სტუდენტი

( კავშირი საბჭოთა ავშირსა და ნაციონალ მოძრაობას შორის )

  • პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  საქართველოს სათავეში მოვიდა 2004 წელს, რასაც წინ 2003 წლის ვარდების რევოლუცია უძღოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  მმართველი პარტია  2012 წლამდე იყო. მათ მთავარ პრინციპი დემოკრტაიული სახელმწიფოს შენება წარმოადგენდა. 2012 წელს პარტია დამარცხდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა შეადგინა საპარლამენტო უმცირესობა და ამჟამად ოპოზიციაში განაგრძობს პოლიტიკურ საქმიანობას.
  • საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (შემოკლებით სსრკ, საბჭოთა კავშირი) იყო სოციალისტურ-ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუა აზიაში. ხელისუფლება შედგებოდა ფორმალურად,,,დემოკრატიულად’’ არჩეული საბჭოებისა და პარლამენტისგან, რეალური ძალაუფლება კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობას ჰქონდა, რომელიც განსაკუთრებით სტალინის მმართველობისას  ტოტალიტალურად, ხოლო მის შემდეგ დიქტატორულად მართავდა ქვეყანას. საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა.

 2 1

 

 

 

ნაციონალურ მოძრაობასა და საბჭოთა კავშირის მმართველ გუნდს შორის არსებულ უამრავ სხვაობაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. უფრო საინტერესოა, იმ კავშირების ასახვა, რომელიც ამ ორ პოლიტიკურ ძალას აერთიანებდა. უბრალო შემთხვევაა ამ მოვლენების თანხვედრა თუ რაიმე მიზეზით არის გამოწვეული ისინი?!

სიკვდილის გასაიდუმლეობული ფაქტი 1 (1905 წელი)

ლენინური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კომუნისტები აქტიურად შეუდგნენ თავის მოწინააღმდეგე ძალთა დათრგუნვას და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას. 1920-30_იან წლებში დაიწყო საბჭოთა ადამიანის, საბჭოთა მოქალაქის მორალური სახის ფორმირება. საბჭოთა მორალი თრგუნავდა ყოველგვარ ეროვნულს. ეროვნულობის შებღალვა იყო 1905 წელს  დიდი ქართველი მოღვაწის ილია ჭაცჭავაძის მკვლელობა, რომელიც ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობა იყო მეოცე საუკუნის დასაწისში და აქტუალობას არ კარგავს დღსაც, რადგან ყველა კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს.

ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო.მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოხუცმა გიგლა ბერბიჭაშვილმა განაცხადა: ,,მე მოვკალი ილია ჭავჭავაძე’’. როგორც მკვლევარი თენგიზ სიმაშვილი აღნიშნავს, მის მიერ მიცემული ჩვენებებიდან რთულია სწორი ანალიზის გაკეთება. ბერბიჭაშვილი მის მიერ დასახელებულ ფაქტებს ხშირად სცვლიდა და უარყოფდა.

 ეს იმ იარაღთა სახეობაა,რომლითაც შიარაღებული იყო ბერბიჭაშვილის ბანდა:

3 4

5

მიუხედავად ბერბიჭაშვილის აღიარებისა, რომ მან ილიას წინიდან ესროლა, ეჭვს იწვევს ილიას გარდაცვალების ექსპერტიზა_ ტყვიის ტრაექტორია გვიჩვენებს რომ ილიას ზურგიდან ესროლეს. ამავდროულად, ტყვია, რომლითაც ილია მოკლეს არ არის გასროლილი  არცერთი ზემოთ ნაჩვენები იარაღიდან.

 მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არქივში დაცულლი მასალა უამრავ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ეს მაინც მედალიონის ერთი მხარეა. ჩვენ მოგვეპოვება ინტერვიუ ერთ-ერთი  სტენოგრაფისა, რომელიც უშუალო მომსწრე იყო ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესისა. იგი ამბობს, რომ სასამართლოზე ბერბიჭაშვილს აიძულებდნენ ეთქვა რომ მკვლელობა მეფის ოხრანკის დავალებით  შასრულა. ხელისუფლებაში ახლად მოსულებს, ნამდვილად, არ სურდათ ასეთი დიდი პიროვნების სიკვდილით შეელახათ იმიჯი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, 1942 წელს სასამართლოს დადგენილებით, ბერბიჭაშვილი და მის თანამონაწილეები დახვრიტეს.

გახმაურებული სიკვდილის გასაიდუმლეობული ფაქტი 2 (2011 წელი)

გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში 2011 წელს საეჭვო ვითარებაში დაღუპა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი  სერგო თეთრაძე. გარდაცვალების ცნობის მიხედვით, სერგო თეთრაძე 23 სექტემბერს გარდაიცვალა გულის   შეტევით. დაკავებამდე ერთი დღით ადრე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რადიო ,,თავისუფლებისთვი’’ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სჯერა სერგო თეთრაძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის : – ,, ვიცი, რომ ეს კაცი ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. მე ოფიციალური ვერსიის მჯერა.’’

6 7

ხალხი კი ამბობდა, მოკლეს, ჩამოახრჩვესო, ფაქტები არ დაიმალებაო! ფოტო მასალა მართლაც ,,ჯიუტი’’ ფაქტი აღმოჩდა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას წარუდგინა ბრალდება წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით. ნაციონალირ მოძრაობას ამ საქმის დამალვა ჰქონდა განსაძრვრული, თუმცა რუსეთის ხელისუფლებისგან განსხვავებით ვერ შეძლეს მკვლელობის სრული ორგანიზებით დამალვა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობა კი სრულყოფილად იყო დაგეგმილი. ყოველ შემთხვევაში, ორივე მმართველი პარტიის მიზანი შეკვეთილი მკვლელობის დაფარვა  იყო.

ოკუპაცია  1 (1921 წელი)

 

1921 წელს წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში. საბჭოთა რუსეთის წითელი არმიიის სამხედრო კამპანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის გადაგდებისა და ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების მიზნით. კონფლიქტი იყო საბჭოების ექსპანსიური პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანი ყოფილი იმპერიული რუსეთის ტერიტორიებზე კონტროლი იყო, ასევე რუსეთში მოღვაწე ქართველ ბოლშევიკთა მცდელობა რევოლუციური გარდაქმნები მოეხდინათ საკუთარ ქვეყანაში, სადაც მათ საკმარისი მხარდაჭერა ადგილობრივ ძალებში არ ჰქონდათ უცხოური ინტერვენციის გარეშე. 1921 წელს საქართველოს საგანგებო  კომიისის (,,ჩეკას’’) პრეზიდიუმის ბრძანებით შექმნა სააღრიცხვო-საარქივი განყოფილება, რომელსაცსაგანგებო კომიისის მიერ გამოვლენილი უამრავი ,,მტრისა’’ და ,,საშიში ელემენტის’’ შესახებ მაკომპრომეტირებული მასალების თავმოყრა და შენახვა ევალებოდა. თანდათანობით მე-20 საუკუნე სისხლიან ტერორს  ემსგავსა.

8

სისხლიანი ტერორის მიუხედავად 1921 – 1924 წლებში საქართველოში ადგილი ჰქონდა ანტიკომუნისტურ გამოსვლებს. ,,ჩეკამ’’  მთავარი შტაბის ლიდერები დააკავა. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ბოლო თავმჯდომარე კონსტანტინე ანდრონიკაშვილიც დაკავებულთა შორის იყო.

არქივში დაცულია კ.ანდრონიკაშვილის დაკითხვის ოქმი: ,,ჩვენ დავმარცხდით ფიზიკურად,მაგრამ მორალურად არ დავმარცხებულვართ… რადგან იდეა საქართველოს დამოუკიდებლობისა დარჩა ისევ და  თქვენც გწამთ ეს იდეა.’’ ეს სიტყვები მთლიანად ქართველი ერის სიძლოიერეს ასახავდა.

0

ოკუპაცია  2 (2003 წლიდან)

 

10

 

 

ოკუპაციის  პრობლემა, მოგეხსენებათ, დღესაც ძალიან აქტუალურია, განსხვავება მხოლოდ დროს, პიროვნებებასა და სიტყვა ,,მცოცავშია’’. 2003 წლიდა ოკუპაცია ,,მცოცავის’’ სახელით არის ცნობილი, რადგან მისი საზღვრები თუალსა და ხელს შუა იზრდება მეტრიდან მეტრამდე.

 

ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის 1 (1989 წლის 9 აპრილი)

 

ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოში1988 წლისთვის გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. ,,ლიხნის ასამბლეის’’ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 19211931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზეთბილისში.

ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა  თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.

2

ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის  2 (2008 წლის აგვისტოს 5 დღე)

 

რუსეთის კიედევ ერთი, თვალსაჩინო ოკუპაციისა და დამოუკიდებლობის შებღალვის მცდელობა 2008 წლის ,,აგვისტოს ომი’’ იყო. ეს იყო ომი  ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოსებსა და აფხაზებთან ერთად

42008 წლის 7 და 8 აგვისტოს ღამეს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მზარდი დაძაბულობისა და ინციდენტების შემდეგ, მძიმე ბრძოლები დაიწყო სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალში და მისშემოგარენში. ბრძოლები, რომელიც მალე საქართველოს სხვა კუთხეებსაც მოედო, 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მან მთელიქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას დიდი ნგრევა და მთელი რიგი ქალაქებისა და სოფლების სრული განადგურება . ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად. კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციებისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობის საშუალებით. დაიღუპა საკმაოდ ბევრი ადამიანი. 

მსგავსი ფერი, სლოგანი, სიმღერა, კონსტრუქცია:

1 2 3

 

4 - Copy 4

სხვადასხვა მსგავსება წარსულსა და თანამედროვეობას შორის 1

მ ჰ ო დ

მედია 1 (საბჭოთა)

 

ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა პრესას და სწორედ პრესის საშუალებით განაგრძო პოლიტიკის პოპულარიზაცია და საზოგადოების აზროვნებაზე ზემოქმედება. ჟურნალისტიკის წინაშე იდგა ცხადზე ცხადი ამოცანა- კომუნისტური საქმიანობის, მისი იდეოლოგიის პროპაგანდა და არასოციალისტური სამყაროს წინააღმდეგ მიმართული აგიტაცია.

მედია

არ არსებობდა მედიის თვითრეგულირების მექანიზმები და ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი ცილისწამების გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იყო. ასეთი სამართლებრივი რეგულირების პირობებში არაერთი ჟურნალისტი აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, მათთან დაახლოებულ პირებთან დაკავშირებული საქმეების გამო.

 

მედია 2 (2003_2012)

 

სააკაშვილი ,,КГБ“-დან იწყება ?!

ნჯ ნჯჯ

მიხეილ სააკაშვილს დამთავრებული აქვს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი (კომუნისტური მმართველობისას ეს უნივერსიტეტი ცნობილი იყო როგორც ,, КГБ“-ს ე.წ. საბაზისო მიმართულების სასწავლებელი). ცხადია, მისი სტუდენტობის დროინდელი პირადი საქმე ამავე უნივერსიტეტში ინახება.

ვინაიდან ქვეყნის ყოფილი  პრეზიდენტი საჯარო პირი იყო, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს ქვეყნის პირველი პირის ბიოგრაფიას.

ჰგაზეთ ,,შანსის“ რედაქტორმა ცნობილმა ჟურნალისტმა ბონდო ქურდაძემ 2010 წლის აპრილში თხოვნით მიმართა ხსენებული უნივერსიტეტის რექტორს, მიეცათ მისთვის საშუალება გასცნობოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი საქმის ქსეროასლებს…

ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის რექტორის პასუხი ასეთი იყო: საქმე შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციებს და სააკაშვილის ნებართვის გარეშე არ გაიცემაო! ბონდო ქურდაძე იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო , მას მინიჭებული ჰქონდა პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსი …

 მართალია, თანამედროვე მედია საბჭოური  მედიასააგნ მკვეთრად განსხვავდება, მაგრამ ის მაინც საბჭოთა კავშირის რეჟიმს ბოლომდე  ვერ გაცდა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს რეგულირებისა და თვითრეგულირების მეაქანიზმები, ეთიკის ქარტია და სხვადასვა კანონი. მაგრამ, როგორც ბრძენი კაცი იტყოდა, ახლა გვჭირდება:

– გამბედაობა, რათა შევცვალოთ ის, რაც შესაცვლელია;

– ძალა, რათა შევინარჩუნოთ ის, რაც არ არის შესაცვლელი;

– და გონიერება, რათა გავარჩიოთ ერთი მეორისაგან!

მედია არ იყო თავსიუფალი წლების მანძილზე.

ყველაფერი რაც იყო და დარჩება ცნობიერებაში:

 

ც

ერთი შეხედვით განსხვავებული შემთხვევები საერთო ასპექტებით ხასიათდება. საერთო მახასიათებლები, ერთი და იგივე მოვლენები, ერთი და იგივე პოლიტიკა, ერთი და იგივე მმართველობის მანერა და ა.შ. გარკვეულ ეჭვებს აღძრავს. ეს ყველაფერი უბრალოდ დროში განმეოორებადი თვითმყოფადი პროცესებია თუ წარსულის ,,გაკვეთიებიდან’’ ათვისებული მაგალითებს პრაქტიკული გამოყენება.  მსგავსება თვალსაჩინოა, თუმცა მსგავსების მიზეზები ბუნდოვანი…

800 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031