Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ცვლილება ოთახის კუთხიდან

ცვლილება ოთახის კუთხიდან
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 03
14:23 2015

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

როგორც მომავალმა ჟურნალისტმა,   მივიღე  დავალება – ინტერვიუ უნდა ამეღო ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დირექტორისგან. გულმოდგინედ  შევუდექი საქმეს და ვცადე მთელი გულისყური ერთი საკითხისკენ მიმეპყრო. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ  ყველა ინტერვიუს წინ განსაკუთრებულად ვნერვიულობ მიუხედავად იმის, რომ უკვე მაქვს  გამოცდილება.

იმ დღესაც ოფიციალურად ჩავიცვი და გავემართე დათქმულ ადგილას. კომპანიის კარი ღიმილით შევაღე და რიგს დაველოდე. დრო გაიწელა. ბოლოს როგორც იქნა დირექტორის მდივანი მომიახლოდა, მხარზე ხელი სანდომიანად მომითათუნა და ოდნავ მიბიძგა: დირექტორი გელოდებათო, მამცნო.

ოთახში შემართებით შევაბიჯე და კომპიუტერთან მჯდომი ახალგზარდა კაცი შევნიშნე. დამინახა თუ არა, ფეხზე წამოიმართა, გაიღიმა, ხელი გამომიწოდა და გამეცნო, მერე სკამისკენ მიმითითა და მითხრა, დაბრძანდითო. ხელის სწრაფი მოძრაობით ტელეფონი აიღო და მდივანს სთხოვა, რომ  ორი ყავა მოეტანა ჩვენთვის.

გამეცნო და ინტერვიუს ნელ-ნელა კალაპოტის სახე მიეცა. დაახლოებით ოცამდე კითხვა მქონდა „შემზადებული,“ თუმცა ვინც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია, იცის, რომ ოცი კითხვა შესაძლოა ორმოციც გახდეს. თავდაპირველად გულისხმიერად მპასუხობდა. მომეჩვენა, რომ არაფერი დაუმალავს. როდესაც მდივანი ოთახის კუთხიდან გამოჩნდა და შავი ყავა მოგვიტანა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: მკითხა, რომელი გამომცემლობის ჟურნალისტი ვიყავი. დავალების გამო  ვიყავი მისული და არ დამიმალავს,  სტაჟიორიც რომ ვიყავი, არც ეს დამვიწყებია, მოვახსენე. როგორც კი ფრაზა დავასრულე, მან ისევ აიღო მობილური, მდივანს დაურეკა და სთხოვა რაღაც საბუთების შემოტანა. მერე მაგიდასთან იცვალა ადგილი და წერა დაიწყო.

გამიკვირდა, არ ველოდი მისგან ამგვარ ქმედებას, ოთახი დავტოვე და კიბე სწრაფად ჩამოვირბინე. იმ მომენტში მხოლოდ ერთ საკითხზე ვფიქრობდი: მოიქცეოდა თუ არა ის ასე, მე რომ ცნობილი ტელეარხის ან გამომცემლობის რეპორტიორი ვყოფილიყავი?!.

352 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031