ყოჩივარდების გამყიდველი იოსებ ლორთქიფანიძე

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

– აიღე, გოგო, ეს ყოჩივარდები! – მითხრა მოხუცმა, რომელსაც ხშირად ნახავთ ახმეტელის მეტროსთან

– ხურდა რამდენი მოგცე, ბაბუა? – საფულის ძებნა ისე დავიწყე, მისთვის თვალი არ მომიცილებია.

– ვისთვის მიგაქვს ეგ ყოჩივარდები, ბაბუა? – მითხრა და თბილად გამიღიმა.-  წაუღე ეგ კონა დედაშენს და მიულოცე დღევანელი დღე.  გეყურება შენ, გოგო?! არ მინდა შენი ხურდა! გაწიე მეთქი ეგ ჩანთა! ისეთი დღეა დღეს, ყველას უნდა უხაროდეს!

მადლობა ძლივს ამოვილუღლუღე და თვალი შევავლე მის დამჭკნარ სახეს, თვალები რომ სიცოცხლის სიყვარულით უელავდა.

ბევრი რამ მინდოდა მეკითხა, მაგრამ მხოლოდ ერთი კითხვა შევბედე…

– რა გქვიათ?

– მე, ბაბუა? – სახე გაუნათდა. – მე იოსებ ლორთქიფანიძე ვარ. აჭარაში დავიბადე. იცი რა ლამაზია აჭარა, გოგო?!  აუცილებლად წადი და ნახე! გაჭირვებას რა ვუთხარი, ცხოვრებამ სად აღარ მატარა, გოგო, თორემ აქ რა უნდა მინდოდეს?- კითხვაზე მიპასუხა, მერე ყოჩივარდები ერთ კალათაში გადააწყო და ხალხის ნაკადს შეუერთდა.

აი, ასეთია იოსებ ლორთქიფანიძე, რომელიც ხან რომელ მეტროში შეგხვდებათ, ხან რომელში. მას საოცრად თბილი ღიმილი აქვს და დიდი დაწნული ჩანთით ყოჩივარდებს ყიდის…

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები