Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

,,მე სიცოცხლეს ვეძებდი და ქრისტეს გარეშე ეს არ არსებობს…’’

,,მე სიცოცხლეს ვეძებდი და ქრისტეს გარეშე ეს არ არსებობს…’’
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 04
13:18 2015

ავტორი: ნათია დაშნიანი

თსუ-ის სტუდენტი

n

,,რაიმე კონკრეტული კრიტერიუმით ხელოვნების განსაზღვრა, ჩემი აზრით, ,,ჩარჩოებში ჩასმის’’ ტოლფასია, რაც ვფიქრობ, ხელოვნებას არ უნდა ახასიათებდეს. სწორედ ამიტომ, არ ვიზიარებ გრინბეგის შეხედულებას : ,,თუ რაღაც არ არის პურისტული, მაშინ ის არ არის არტი’’ – ამბობს ხატია.

ხატია დაშნიანი 1994 წელს დაიბადა ქუთაისში. მოგვიანებით, ჯანმრთელობის პრობლემამ თბილისთან ხანგრძლივად დააკავშირა. აქ დაამთავრა 163-ე საჯარო სკოლა და შემდეგ ჩააბარა თბილისის აპოლონ ქუთათელაძიის სახელობის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც ერთადერთი აკადემიაა თბილისში, ასე რომ დიდი არჩევანი არც ჰქონია.

ხატვა პირველი კლასიდან დაიწყო. თანდათან ხატვასთან ერთად სწავლობდა აზროვნებას და ფიქრობდა იმაზე, თუ რატომ ქმნიდნენ მის გარშემო გარკვეული სახის სტანდარტებს, ,,ჩარჩოებს“, მითუემეტეს ისეთ სფეროში, როგორიც ხელოვნებაა.

,,დავიწყე ფიქრი თავისუფლებასა და ჭეშმარიტ ღირებულებებზე. ვცდილობდი გამეგო, რა იყო ცხოვრებაში მთავარი.’’

ახლა მესამე კურსზეა, ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე, თუმცა შემოქმედებით ზრდას სასწავლებელს არ უკავშირებს.  ამბობს, რომ სამხატვრო აკადემიაში ბევრი პრობლემაა, რაც განვითარების საშუალებას არ გაძლევს. ,,მხოლოდ ერთხელ, პირველ კურსზე მოიწვიეს  ცნობილი დიზაინერი  ჩუბიკა(ნინო ჩუბინიძე)… ეს მართლა საოცრება იყო. ნამდვილი შემოქმედია და ჩვენზე დიდი გავლენა იქონია. სამწუხაროდ, მალევე გაუშვეს აკადემიიდან, რადგან შემოქმედებითი ადამიანები  არ სჭირდება სამხატვროს’’_ ამბობს ხატია.

20ტანსაცმლის უამრავი ესკიზი აქვს შექმნილი, თუმცა ხშირად დარღვეული საავტორო უფლებების გამო, თავს იკავებს მათი აფიშირებისგან. როგორც ამბობს, მისთვის მთავარი არა დიზაინი, არამედ დიზაინით გამოხატული ხელოვნებაა, მასში ჩადებული შინაარსობრივი დატვირთვა.

25 26მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელი დიდ როლს არ თამაშობს მის განვითარებაში, იგი თავისთავს თვითნასწავლს არ უწოდებს, რადგან უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ხატვის წრეზე დადიოდა. აქ ისწავლა, თუ როგორ გამოეყენებინა გამოუსადეგარი ნივვთები საჭირო მასალასთან ერთად და მათი კომბინირებით შეექმნა ხელოვნების ნიმუშები. გარდა იმისა, რომ იყენებს ზეთებს, ფანქრებსა, ფლომასტერებსა და ტუშს, ასევე ხშირად მოიხმარს ძვირფასსა და ჩვეულებრივ ქვებს, ვაზის ,,ულვაშებს’’, მუყაოს, სხვადასხვა ფრინველის ბუმბულს და ბევრ სხვა მასალას.

e saxlı           “ფეისბუქის” მის გვერდზე ნახავთ ალბომს, რომელშიც საუკუთარი ნამუშევრების მცირედია თავმოყრილი. O2 (ჟანგაბადის ქიმიური სიმბოლო) – ასე ჰქვია ამ ალბომს. როგორც თავად ამბობს, მისთვის ხელოვნება ისეთივე აუცილებელია, როგორც ჟანგბადი. უყვარს როგრც ხატვა, ისე პოეზია, მუსიკა, მხატვრული ფილმები, მოკლედ ყველაფერი ის, რაშიც ხელოვნებას ხედავს. თითოეულ მათგანში პოულობს რაღაც განსხვავებულს, რაც შემდეგ, ხშირად, მისი შთაგონების წყაროც ხდება.

ხატიას ნახატებში იგრძნობა ის სულიერი ჰარმონია, რაც უფლის სიყვარულითა და ადამიანური ურთიერთობებითაა ნაკარნახები. იგი ნამუშევრებში ცდილობს  ასახოს ის რეალობა, რომელმაც, შესაძლოა, დააფიქროს ადამიანი.

,,ხელოვნება აზრების დალაგება, ამ სამყაროს შემეცნება, შენი ხედვა და ნიჭია, რომელთა დახმარებით ,,მეს’’ სრულყოფას ვცდილობ, თორემ ისე ხომ, თითქმის ყველას აქვს შინაგანი სამყარო და ყველას შეუძლია ერთი ნოტის დაკვრა, ერთი ხაზის გავლება და ა.შ. ხშირად ჩემი სამყარო ანუ ჩემი შემოქმედება, ჩემთვის პატარა სამოთხეა, რადგან ხშირად არის მასში ღმერთი”.

ღვთისმშობელი ღვთისმშობელი1                           მაშინ, როცა შინაგან სიცარიელეს გრძნობდა და სულიერად ძალიან უჭირდა, აქტიურად დაიწყო ფიქრი იმის შესახებ თუ რა არის ცხოვრებაში მთავარი, რატომ მოვედით ამ ქვეყნა, რა არის ჩვენი დანიშნულება(მისია) და რა არის ჭეშმარიტება. დასახმარებლად კი უფალს მიმართა. ტაძარში სისტემატიურად  სიარული 3 წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში მართლმადიდებლურ რელიგიას  დიდი  ადგილი უჭირავს. ,,თითქოს, ყველა გრძნობამ დამტოვა. მივხვდი, რომ ღმერთი იყო ის, ვინც  შემავსებდა და თან მარადიული ცხოვრების გზაზე დამაყენებდა. მე სიცოცხლეს ვეძებდი და ქრისტეს გარეშე ეს არ არსებობს… ის ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც შეიძლება ადამიანმა დააგროვოს მის პატარა გულში’’.

მხატვრულად ხსნის უფლის მიერ ადამინების საკუთარ ხატად შექმინს იდეასაც: ,,უფალი ჩვენი შემოქმედია. ჩვენივე თავი მოგვცა ,,საძერწ მასალად’’, რათა იგი თავისუფალი ნების გამოხატულებით  შევქმნათ , ჩამოვყალიბდეთ ისეთად, როგორიც თავად გვინდა რომ ვიყოთ. გამომდინარე აქედან, თუ საკუთარი თავის შემოქმედი ხარ, და მითუმეტეს ხელოვანი, სულ ძიების პროცესში უნდა იყო, რაღაც ახლის შესაქმნელად. ამ სიახლეს ზოგი იღებს, ზოგი არა.’’ ამიტომ ფიქრობს, რომ ხელოვანის ბედია საკმაოდ ძნელია, ისევე როგორც ძნელია მისი ნამუშევერების გაგება. რაიმეს ახსნის მცდელობის შემთხვევაში კი ხშირად გაუგია რეპლიკა – ხელოვანი ადამიანები გიჟები არიან, სულელებიო. ამის მიზეზეზად კი სიახლისადმი ხალხის შიშს ასახელებს.

მაგალითად კი ჯემალ ქარჩხაძის  ნაწარმოები ,,იგი’’ მოჰყავს.  მაგალითი იმისა თუ, როგორ ებრძვიან სიახლის თითოეულ ნაპერწკალს მათი თანამედროვენი და როგორ ღვივდება ეს ნაპერწკალი ახალ თაობებში.  ,,ადამიანი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ახალი გამოცდილება მიიღოს, ახალი შეგრძნება, რათა შემდგომ ახალი ნიმუში შექმნას. სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები სიგიჟეს ეძახიან..’’ ხატიას მიაჩნია, რომ ამ ,,სიგიჟის’’ გამო, სხვისი თავისუფლების ხელყოფა დაუშვებელია, ვინსენტ ვან გოგს ხომ ყურის მოჭრით, რისთვისაც გიჟად შერაცხეს, არაფერი დაუშავებია სხვებისთვის.

,,აი სწორედ აქ იჩინა თავი უსაქმურობამ ადამიანებისა, რომლებიც სხვისი კრიტიკით ირთობენ თავს..’’ ხელოვანის კიდევ ერთ პრობლემად მუდმივი სამუშაოს უქონლობასა და საქართველოში სათანადო ბაზრის არ არსებობას ასახელბს.

იაგარდა იმისა, რომ ხატავს კარგად, ქმნის ესკიზებსა და ცდილობს არ  გადაუხვიოს უფლის გზას, ახლობლებისა და მეგობრების კეთილგანწყობასაც იმსახურებს. მეგობრები ამბობენ, რომ არის გულისხმიერი, კეთილი ადამიანი და მზადაა დაეხმაროს ყველას ვისაც მისი დახმარება სჭირდება, თან სრულიად უანგაროდ. მათივე თქმით, არის პოზიტიური და ხანდახან მეოცნებეც. ზოგჯერ სწორხაზოვნად ფიქრობს და თვლის, რომ ყველა უნდა იზიარებდეს მის აზრებს, რომლებიც მისივე აზრით ჭეშმარიტებაა, თუმცა ბოლოს მიდის იმ დასკვნამდე, რომ ჭეშმარიტება ყველას სხვანაირად ესმის. მიუხედავად მისი პატარა ასაკისა, მას აღიქვამენ როგორც ნამდვილ ხელოვანს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ,,არის უმაღლესი მორალური ფასეულობებით აღსავსე, რაც ზიგჯერ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გაუგებარია. ბედნიერია ადამიანი, რომელიც მის სიყვარულს მოიპოვებს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ის ,,სულს მოგცემს’’- თქვა ხატიას ერთ-ერთმა მეგობარმა, ანამ.

სამომავლოდ, საკუთარ პროფესიაში განვითარების უამრავი გეგმა აქვს. სურს, რომ გააკეთოს დიდი გამოფენა, რომელშიც წარმოდგენილი ექნება არა მხოლოდ ნახატები, ესკიზები და კოსტუმები, არამედ პოეტური ნამუშევრებიც (ლექსები, ჩანაწერები), რომლებსაც ნაშრომის  შესაბამისად ქმნის. ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარია ,,სიყვარულის ფრთებ ქვეშ’’, ამავე სახელწოდების ლექსით:

და მე ვიგრძენი, რომ ვიწვოდით იმაზე მეტად
ვიდრე მზეს ძალუძს გადმოფინოს მხურვალე სხივი
და დედამიწას დააფაროს ცეცხლივით ზეცა,
ჩვენ უკვე ერთდა დედამიწის გათბობა გვშვენის.
თითქოს შეგვეძლო შეგვეცვალა ყველა სეზონი,
რადგან არასდროს დავუთმობდით ზამთარს ამ მიწას,
რადგან სითბოთი დავთრგუნავდით ყინვას, სიცივეს,
ჩვენ უკვე ერთსულ სიყვარულის ფრთები რომ გვიცავს…

კკსახსრების არსებობის შემთხვევაში საზღვარგარეთაც უნდა, რომ მოსინჯოს საკუთარი ძალები. იმედი აქვს, რომ ადამიანები ისწავლიან ფიქრს, აზროვნებას, სხვისი ნაშრომებისა და ხელოვანების უკეთ დაფასებას. სჯერა, რომ უფალი ყვეალფერს ხედავს და ადრე თუ გვიან პასუხს აგებს მის წინაშე, ამიტომ ცდილობს აკეთოს სიკეთე და იცხოვროს სამართლიანად.

 

 

1,010 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031