Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ყველაზე საჭირო სტუდენტური Iphone-აპლიკაციები

ყველაზე საჭირო სტუდენტური Iphone-აპლიკაციები
March 04
15:41 2015

დღეისათვის Iphone ყველაზე დიდი პოპულარობით საერგებლობს, მათ შორის სტუდენტებშიც. ამიტომაც, studinfo.ge გაგაცნობთ Iphone-ის იმ 10 აპლიკაციას რომელიც შეგიძლიათ სწავლის პერიოდში თავისუფლად გამოიყენებთ:

1. CourseSmart

coursesmart

ამ აპლიკაციით შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და გაეცნოთ 7 000-მდე წიგნს სრულიად უფასოდ. აპლიკაცია ფასიანი ხდება მხოლოდ მას შემდეგ რაც ჩამოტვირთული წიგნის ლიცენზიას ვადა გაუვა. თითოეული ჩამოტვირთული წიგნი უფასოდ ხელმისაწვდომია 180 დღის განმავლობაში. თუმცა როგორც აპლიკაციის შემქმნელები ამბობენ, ელექტრონული წიგნის ლიცენზიის შეძენა ორჯერ უფრო იაფი ჯდება ვიდრე ბეჭდურის, ამიტომაც შეზღუდული ბიუჯეტის მქონე სტუდენტებისთვის ეს აპლიკაცია განსაკუთრებით მოსახერხებელი უნდა იყოს.

2. myHomework, free

5-myhomework

ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ მოაწესრიგოთ თქვენი დავალებები და ცხრილი. აპლიკაცია ასევე საშუალებას გაძლევთ კალენდარსა და ცხრილში მნიშვნელოვანი თარიღები ფერადად აღნიშნოთ, რათა არ გამოგეპაროთ.

3. Dictionary.com

dictionary_com_android_2

ეს აპლიკაცია თითოეული სტუდენტისთვის შეუცვლელია, რადგან მოიცავს 400 000 სიტყვის განსაზღვრებას. ასე რომ რთული ტექსტების კითხვის დროს შეგიძლიათ განმარტებისთვის თამამად მიმართოთ Dictionary.com  და Thesaurus.com

4. Songza

download

ბევრ სტუდენტს მეცადინეობის დროს უყვარს მუსიკის მოსმენა.  Songza არის უფასო აპლიკაცია, რომელშიც მოცემულია ფლეილისტები მსმენელის აქტივობის, განწყობის და მუსიკალური ჟანრების მიხედვით. ასე რომ თქენი აქტივობებისა და ხასიათის მიხედვით მარტივად შარჩიეთ სასურველი ფლეილისტი და დაისმარეთ მუსიკა თუნდაც მეცადინეობაში.

5. Wiki tep

4f2d3a169d04dlogo-512

როგორც წესი პროფესორები და მასწავლებლები ვიკიპედიის გამოყენების წინააღმდეგნი არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სტუდენტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ამ საიტს არ სტუმრობენ. როგორც ამ აპლიკაციის შემქმნელები გვირჩევენ,  ვიკიპედიის აპლიკაციებს შორის საუკეთესოა სწორედ wiki tep-ია. ეს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ადვილად მოძებნოთ სასურველი მონაცემები, მოუსმინოთ როგორ წარმოითქმის სიტყვები, უყუროთ ვიდეოებს და ასე გაეცნოთ სასურველ თემას.

6. Dropbox

Dropbox

ეს შეუცვლელია მათთვის ვისაც სხვადასხვა კომპიუტერში უწევს მუშაობა ან მეცადინეობა. აპლიკაცია დაგეხმარებათ ერთ სივრცეში შეინახოთ სალექციო მასალები, დოკუმენტები და ფაილები. Dropbox რეგისტრაციის შემდეგ გაძლევთ თავისუფალ 2 GB სივრცეს, თუმცა თუ ეს თქვენთვის არასაკმარისი აღმოჩნდა, თანხის გადახდა მოგიწევთ. Dropbox-ით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც აიფონიდან და აიპედიდან ასევე კომპიუტერიდან. ასე რომ ისარგებლეთ Dropbox-ით და შეინახეთ ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთად.

7. iTunes U

download (1)

ამ აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სალექციო მასალები და წიგნები. ის საკმაოდ დიდ რესურსს მოიცავს ამიტომაც iTunes U შესაძლოა სასარგებლო იყოს არამხოლოდ სტუდენტებისთვის.

8. AroundMe

IMG_3404

ეს აპლიკაცია განსაკუთრებით დაეხმარება სტუდენტებს, რომლებიც უცხო ქალაქში სწავლობენ და არ ისციან რა სერვისებია ხელმისაწვდომი უნივერსიტეტთან ახლოს. აპლიკაცია დაგეხმარებათ მოძებნოთ ახლომდებარე ბანკები, სუპერმარკეტი, საავადმყოფო და ა.შ.

9. Mental Note Lite – the digital notepad

screen322x572

ხშირად წავაწყდებით ხოლმე ისეთ რამეს რისი ჩანიშვნაც გვინდა მაგრამ თან არ გვაქვს ფურცელი და კალამი. ამისთვის არსებობს აპლიკაცია Mental Note Lite, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფაქტი აღწეროთ როგორც ტექსტურად ისე ფოტო და აუდიო ჩანაწერით. გარდა ამისა ინფორმაცია შეგიძლიათ რამდენიმე ფორმატში შეინახოთ, მათ შორის PDF-ში

10. VSCO Cam (Free)

New-VSCO-Cam-Presets-Android

მათ ვისაც გიყვართ ფოტოების გადაღება და დაყენებული სარგებლობთ ios 8 სისტემით, შეგიძლიათ თავისუფლად ისარგებლოთ ამ აპლიკაციით და გადაიღოთ ბევრად უკეთსი ფოტოები. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ არეგულიროთ ფოკუსი, გადაღების დრო, ფერების ბალანსი. სურათის გადაღების შემდეგ რა თქმა უნდა შეგეძლებათ დაამუშაოთ ფოტოები და გაუზიაროთ მეგობრებს სოციალურ ქსელებში.

1,689 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031