Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ათწლეულების დილემა

ათწლეულების დილემა
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 07
17:25 2015

ავტორი: ხატია გოგრიჭიანი

თსუ-ის სტუდენტი

კომუნისტური მთავრობისგან აფახზეთისა და ე.წ.  სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ რეგიონებთან ერთად საქართველოს დავით გარეჯის მოუგვარებელი  პრობლემაც ერგო მემკვიდრეობად. ორ ქვეყანას შორის ტერიტორიის საბოლოოდ გაყოფა დროში გაჭიანუებული პროცესი აღმოჩნდა. თავის დროზე, სერგო ორჯონიკიძესთვის წამრმოუდგენელი იყო მოძმე კომუნისტებთან ტერიტორიებზე დავა,  კომუნუზმის გეგმებში საზღვრების არსებობა არც ეწერებოდა და ამიტომაც, ტერიტორიის შენარჩუნებაც საჭიროებად არ მიიჩნია.

შედეგად კი, ქართველების კუთვნილი სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, კონკრეტულად ბერთუბანი, ჩიჩხიტურის ნაწილი და უდაბნო, ჩვენი მეზობლის შემადგენლობაში აღმოჩნდა. საინტერესოა ისიც, რომ საზღვრის მონაკვეთმა ზედ ჩიჩხიტურის მონასტერზე გადის. თბილისიდან 60-70 კილომეტრში გარეჯის სერზე მდებარე სამონასტრო კომპლექსი ასურელი მამის დავითის მიერ არის დაარსებული. 25-კილომეტრიან კომპლექსს საფუძველი პატარა მღვიმეში მეექვსე საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძველი და ოფიციალური სტატუსით ის დღემდე საქართველოს თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურილ ძეგლად ითვლება.

რა არის დავით გარეჯი, – ქართული თუ ალბანური კულტურული მემკვიდრეობა? – ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ორი წლის წინ აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯი ,,კეშიკჩად’’ ალბანური კულტურის მემკვიდრეობად მოიხსენია და ამასთანავე, ქართული მხარე სხვისი კულტურული მემკვიდრეობის მითვისებაში დაადანაშაულა.

,,დავით გარეჯი საქართველოა!’’

– ამ ლოზუნგით თბილისში საპროტესტო აქციები 2 წლის წინ მიმდინარეობდა. სიტუაციის დაძაბვა კი აზერბაიჯანის მხრიდან მოხდა. ქართველი სასულიერო პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, იმის შესახებ რომ ქართველ მრევლს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდნენ საზოგადოებაში აღშოთება გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტს მოგვიანებით დავით გარეჯის ტერიტორიაზე  მრევლის დიდი რაოდენობით  ჩასვლა მოჰყვა. ამით ქართველ ხალხს საკუთარი მტკიცე პოზიციის ჩვენება სურდა. ტერიტორიის საზღვრით გაყოფას სასულიერო პირებთან ერთად საზოგადოების დიდი ნაწილიც ეწინააღმდეგება.

როგორც ცნობილია, გაიმართა მოლაპარაკებები საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის, საკითხი ასევე განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა.   

აზერბაიჯანულ მხარეს ქართველებმა სხვა ტერიტორია ჯერ კიდევ 70-იან წლებში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს შესთავაზეს.სამწუხაროდ, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ტერიტრიის აღიარების შემდეგ მონასტრის ნაწილი კვლავ აზერბაიჯანის საზღვრებში მოექცა. არსებული მეორე ვერსიის თანახმად   დავით გარეჯის ტერიოტორიის სანაცვლოდ სხვა ტერიტორიის შეთავაზებისას, აზერბაიჯანის მხრიდან საქართველომ უარი მიიღო. 1996 წლიდან მოქმედებს სპეციალური კომისია, რომელსაც სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამუშაოები დაევალა.დღემდე გაჭიანურებული პროცესი კი მოსახლეობაში გაურკვევლობასა და აღელვებას იწვევს.

როგორც ვთქვით, აზრბაიჯანელი ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, არა ქართულ რელიგიურ-კულტურილ ძეგლთა რიცხვს ეკუთვნის, არამედ ალბანური კულტურის ნაწილია. ამ თეორიას აზერბაიჯანელი ისტორიკოსი ნაჯაფ მუსეიბლი საინფორმაციო სააგენტო “ტრენდთან’’ საუბრისას ახცადებს, რომ “ტერიტორია, რომელზეც მდებარეობს დავით გარეჯის მონასტრის დიდი ნაწილი, ისევე როგორც მთელი ტერიტორია, რომელზეც მდებარეობს აზერბაიჯანელებით დასახლებული ბორჩალო, წარმოადგენს ისტორიულ აზერბაიჯანის ტერიტორიას”.

ია, ასევე, განმარტავს, რომ ამტერიტორიაზე ქართველებს არასდროს უცხოვრიათ ხოლო დავით გარეჯის მშენებლობას გაქრისტიანებულ ყივჩაღელ თურქებს მიაწერს. მათი ვერსიის მიხედვით, დავით აღმაშენემბლის მიერ მოხდა დავით გარეჯი შეერთებაც და ამ ტერიტრიის ,,გაქართულება’’. ამ დასკვნის მიხედვით კი, აზერბაიჯანს, როგორც ყოფილ ალბანურ ქვეყანას, ეკუთვნის დავით გარეჯი. აზერბაიჯანელების ამ შეხედულების მიხედვით, დავით გარეჯის გარდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული სხვა ქართული კულტურულ-რელიგიური ძეგლებიც ალბანურ კულტურას ეკუთვნის. ,,ქეშიკჩი’’ – ასე უწოდებს ჩვენი მეზობელი ქვეყანა ქართველთა კუთვნის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც ქართველი ბერების სამსახურში მეექვსე საუკუნიდან დგას.

რამდენიმე წლის წინ, მესაზღვრეების მიერ დისლოკაციის ადგილის შეცვლა გარკვეულწილად ხელს უშლიდა მომლოცველებს ტერიტორიის სრულად დათვალიერებაში. შეზღუდული გადაადგილება, მესაზღვრების რაოდენობის გაზრდა და აზერბაიჯანული მხარის მიერ მუდმივად ძალის დემონსტრირება მიმდინარეობდა 2012 წელს.

სიტუაციის გამწვავების მიზეზი ხალხის ვენბათაღელვა გახდა. ორი ქვეყნის მიერ ტერიტორიული დავის გადაწყვეტა მეტად მძიმე საკითხია, ვინაიდან საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც აქვს სხვა პრობლემებიც, რომლებიც მათ ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. 2012 წელს სიტუაციის გამძაფრება საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამაც შეუწყო ხელი, რომლის მიხედვითაც, დავით გარეჯის ტერიტორიი ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების დაშლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაში აღარ შედიოდა და შესაბამისად საქართველოს აღარ ეკუთვნოდა. მოგვიანებით მან სხვა განცხადებაც გააკეთა, სადაც უკვე განაცხადა, რომ ,,დავით გარეჯის კომპლექსი მთლიანად არის საქართველოს საკუთრება და არის ქართული კულტურის ძეგლი. ამაზე არ დავობს არც ქართული მხარე და არც აზერბაიჯანული მხარე.’’- ეს განცხადებები ადასტურებს, იმასაც რომ მოსახლეობაში განგაშის მომხდარის გარდა სხვა ფაქტორებმაც გამოიწვია.

რამდენიმე თვის წინ აზრბაიჯანელი მხარის მიერ მოწყობილი სამხედრო წვრთნების გამო უდაბნოს ქედის მონახულება შეუძლებელი იყო. მიზეზად კი ტურისტების უსაფრთხოების დაცვას ასახელებდნენ. ქართველი მრევლის მიერ მოწყობილი აქციების შემდეგ კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები წმინდა ილიას ნიშთან აღარ დგანან, ისინი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არიან. პრობლემად კი ბერთუბანი რჩება, რომელიც საზღვრიდან 7 კილომეტრში მდებარეობს, იქ მისვლა ქართველ ბერებს არ შეუძლიათ.

დავით გარეჯის ღია ტურისტულ ზონად გამოცხადება, სავარაუდოდ, ქართველ და არაქართველ ტურისტებს მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილებისას მეტ თავისუფლებას მიანიჭებს. თუმცა, აღნიშნული იდეა განხილვას, ჯერ-ჯერობით არ ექვემდებარება. ორი წლის წინ  მომხდარი ფაქტი, ადასტურებს აზერბაიჯანული მხარის პრეტენზიებს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის დაუფლებაზე, მათ მიერ ძალის დემონსტრირება და დღემდე დაუდგენელი საზღვრები იმის გარანტიას არ იძლევა რომ მსაგვსი ფაქტი მომავალში არ განმეორდება.

uw37b

390 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031