Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

,,ღმერთმა, დიდხანს გიცოცხლოთ, დედა’’

,,ღმერთმა, დიდხანს გიცოცხლოთ, დედა’’
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 08
13:47 2015

ავტორი: ნათია დაშნიანი

თსუ-ის სტუდენტი

1

 

მივულოცოთ ქალებს! 

( 8 მარტი ბაზარში )

ხშირად ვამბობთ ხოლმე,  ,,რად უნდა სიყვარულს დღე, თუ გიყვარს ყველა დღე სიყვარულისაა’’. მართალია, დედა ყოვეთვის  სიყვარულთან ასოცირდება, მაგრამ ვაღიაროთ, რამდენი ისეთი დღე გავიდა, რომ დედას არ მოვფერებივართ? რამდენი ხნის წინ ვუთხარით ბოლოს დედას, რომ გვიყვარს და გვეამაყება? ბოლოს როდის ვაგრძნობინეთ, რომ მათი ამაგი შეუფასებელი და ყოველმხრივ დასაფასებელია?!

3 და 8 მარტი კი, სწორედ ის დღეებია, ის შანსია, როცა კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა, დედებს, ბებოებს, – ქალებს ვაგრძნობინოთ ის დიდი სითბო და სიყვარული, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში. დღეს, სადაც არ უნდა გავიხედოთ ყველგან ყვავილები იყიდება. თითქმის ყველა შვილი ყიდულობს იებს, ვარდებს, ყოჩივარდებს, ნარცისებსა თუ სხვას, იმისთვის, რომ კიდევ ერთი დღე გაულამაზონ ქალებს.

 

ghjjროგორც, თითქმის ყველა, მეც გადავწყვიტე დედის გული სულ პატარა თაიგულით მაინც გამეხარებინა. ყვავილების შესარჩვად დასთან ერთად წავედი ნავთლუღის ბაზარში. როგორც ყოველთვის, სანამ ბაზრობასთან არსებულ გაჩერებამდე მიხვალ, საცობში10 წუთი მაინც გიწევს ყოფნა, თუმცა ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ ირგვლივ არსებული ვითარება შეაფასო.

მიუხედავად გაფუჭებული გზებისა, დაბინძურებული გარემოსა და ათწუთიანი ლოდინისა, თავი ,,ყვავილების ქვეყანაში’’ გეგონება.

მართალია, დღეს ქალთა დღეა, მაგრამ დღესაც ასობით ქალი (ამავდროულად დედა), ახალგაზრდა თუ ხანში შესული დგას ქუჩაში, რათა მათ შვილები, რომლებსაც ყვავილის საყიდელი ფული კი არა, ორი ლუკმის ფულიც არ აქვთ, მშივრები არ დარჩნენ.

ყვავილებს ყვავილებივით ლამაზი ქალბატონები ყიდიან, თუმცა მათი სილამაზე ბაზრის ყოფამ და ცხოვრებისეულმა სირთულემ სრულიად დაჩრდილა. მიუხედავად ამისა, ბევრის თვალებში ამოკითხავთ ნუგეშს, დღვანდელი დღისა და სიცოცხლის სიყვარულს, სითბოსა და დახმარების წყურვილს.

21ყველა კუთხეში ისმის ,,იყიდეთ ყვავილები, გაახარეთ დედები’’. ამ დროს კი ჩემთის ვფიქრობ, ნეტა სახლში მისულებს დაახვედრებენ შვილები ყვავილებს? ან კი სიცივისგან, ფეხზე დგომისგან და შიმშილისგან ძალა გამოცლილებს, შეეძლებათ, გამოხატონ ის  სიხარული, რომელსაც შვილის მიერ ნაჩუქარი ყვავილები გამოიწვევს?!

ამ ფიქრში გართული, მე და ჩემი და, ვათვალიერებთ ათასგვარ თაიგულს. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ხანშიშესული ადამიანი ყიდდა იებს, მათადმი სიბრალულით განვეწყვეთ და მათი დახმარების სურვილით გადავწყვიტეთ, სხვადსხვა ადამიანთან გვეყიდა  5-5 კონა ია.

არასდროს დამავიწყდება მათი მადლიერებით სავსე თვალები და მოლოცვა:

,,ღმერთმა, დიდხანს გიცოცხლოთ, დედა’’.

 

7 20

14822232511 26

382 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031