Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კიბერ ტერორიზმი (სტუდენტური კონფერენცია)

კიბერ ტერორიზმი (სტუდენტური კონფერენცია)
March 10
17:40 2015

“სტუდენტური ამბები” წარმოგიდგენთ სტუდენტურ კონფერენციაში – „თანამედროვე ტერორიზმი – 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევა“ გამარჯვებულ მეორე ნაშრომს.

თემა : “კიბერ ტერორიზმი”

ავტორი: ნიკა ჩერქეზია – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება.

***

შესავალი

დღეს, როდესაც გლობალიზაციის პროცესმა მთელი მსოფლიო მოიცვა, ხალხი მეტად გახდა დამოკიდებული ელექტრონულ კომუნიკაციებზე.

კომუნიკაციები ძირითადად საერთაშორისო ქსელების საშუელებით ხორციელდება. საზოგადოებას გაუჩნდა სერიოზული დამოკიდებულება სოციალური ქსელების მიმართ და ზოგს მის გარეშე ცხოვრება არც კი წამოუდგენია. სოციალური ქსელები გახდა როგორც გართობისა და ურთიერთობის სფერო, ასევე ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროც. ინფორმაციას იღებს საზოგადოება ძირითადად ინტერნეტისა და ციფრული მაუწყებლობების საშუალებით.

დღესდღეობით საფინანსო გარიგებების ერთ-ერთი  საუკეთესო და გავრცელებული საშუალება ციფრული საფინანსო გარიგებებია, რომლებიც ხორციელდება ელექტრონული ქსელების მეშვეობით.

ციფრული კომუნიკაციები, ეს არის XXI საუკუნის კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული სახე, რომელიც აადვილებს მთელ რიგ ოპერაციებს (საფინანსო, საგადასახადო, საკომუნიკაცია, საინფორმაციო და ა.შ.) და საშუელაბს აძლევს მომხმარებლებს უსწრაფესად განახორციელონ ის ქმედებები, რასაც ინტერნეტის გარეშე დღეები და თვეებიც კი დასჭირდებოდა. ამიტომ არაა გასაკვირი საზოგადოების ინტერნეტზე დამოკიდებულების მაღალი დონე, რომელიც ზოგს საგანგაშოდ მიაჩნია.

სწორედ ინტერნეტზე და საერთოდ ელექტრონულ ქსელებზე ასეთმა დამოკიდებულებამ მისცა საფუძველი ტერორისტებსა და დამნაშავეებს, განევითარებინათ ტერორიზმის თანამედროვე კიდევ ერთი ფორმა კიბერ ტერორიზმის სახით. ეს უკანასკნელი კი, მსოფლიოს სერიოზული თავის ტკივილია და ისეთი ძლიერი სახელმწიფოს სერიოზულ პრობლემასაც წარმოადგენს როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები. ამაზე აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც განაცხადა, რომ კიბერ ტერორიზმი, ეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი საფრთხე.[1]

კიბერ ტერორიზმი

ტერორიზმი

დღესღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ტერორიზმია. ბერვი ქვეყანა ჩაბმულია ანტიტერორისტულ საქმიენობებში, რომლებიც სხვადასხვა ოპერაციებს ასრულებენ ტერორისტთა წინააღმდეგ.

ტერორიზმის, როგორც ტერმინის ზუსტი განმარტება არ არსებობს. ზოგისთვის ტერორისტი, შესაძლოა სხვისთვის სამშობლოსათვის მებრძოლი ადამიანი იყოს, რომელიც არ ემორჩილება სხვა ქვეყნის ხელისუფლებას და ცდილობს გაილაშქროს ამ ზეწოლის წინააღმდეგ და გაათავისუფლოს სამშობლო უცხო ქვეყნის ბატონობისგან. ზოგისთვის ტერორისტია ადამიანი, რომელიც საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ილაშქრებს სხვადასხვა კანონიერი თუ ექსტრემისტული საშუალებებით. (ამ ფაქტს ბევრი დიქტატორი მმართველი თავის სასარგებლოდ იყენებს და უბრალო აქტივისებსაც კი, რომლებიც რაიმე მოთხოვნებით გამოდიან საპროტესტო აქციაზე, ტერორისტებად აცხადებს).

და მაინც, 2001 წლის 11 სეტემბრის მოვლენების შემდეგ, ტერორიზმის, როგორც ტერმინის განმარტება უფრო მეტად აქტუალური გახდა. 2002 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ოქტომრბის გნცხადებაში სცადა ტერორიზმის განმარტება: „ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე, გლობალური ეფექტებით… თავისი ბუნებიდან გამომდინარე ეს არის თავდასხმა სამართლის, წესრიგის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე“. ევროკავშირის განმარტებით კი, ტერორიზმი ეს არის ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების დაშინება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე არაკანონიერი გზით ზეგავლენის მოხდენა, ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება.[2]

კიბერ ტერორიზმის დეფინიცია

კიბერტერორზიმი წარმოადგენს ტერორიზმის ერთ–ერთ სახეს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს თავად ტერორიზმის ზუსტი განმარტება, არც კიბერ ტერორიზმის საერთაშორისო ზუსტი განმარტებაა ცნობილი.

კიბერ ტერორიზმი არის კომპიუტერზე, ქსელზე და მათში არსებულ ინფორმაციაზე შეტევის ან შეტევის განხორციელების მუქარა, სახელმწიფოს ან მისი ხალხის პოლიტიკურად, სოციალურად, რელიგიურად ან იდეოლოგიურად დაშინების მიზნით.[3] თუმცა ეს განმარტებაც არაა ზუსტი, რადგან კიბერ ტერორიზმი ასევე მოიცავს სახელმწიფო ფინანსებზე ან ეროვნულ კომპანიებზე თავდასხმას და მათი მონაცემების გამოყენებას სხვადასხა ფულადი თუ სხვა სახის მაქინაციებისთვის, რომელიც მიმართულია ქეყნის წინააღმდეგ.

კიბერტერორისტად შეგვიძლია მივიჩნიოთ პირი/ჯგუფი, რომელიც ზემოთ დასახელებულ ქმედებებს განახორციელებს, ან კიბერ ტერორიზმის ფაქტად შევრაცხოთ ქმედება, რომელსაც განახორციელებს ტერორისტული დაჯგუფება საკუთარი ინტერესებისათვის, რომელიც იმავდროულად ან მომავალში სახელმწიფოებისა და მმართველოლბების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

კიბერტერორისტები იჭრებიან სახელმწიფო სტუქტურების კომპიუტერულ ქსელებში და იპარავენ სახელმწიფო დონის უსაფრთხოების ინფორმაციებს. ასევე ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რათა სახოგადოებაში დათესონ პანიკა და წარმოშვან დესტაბილიზაცია. შესაძლოა გაუკეთონ პროვოცირება სხვადასხვა ანტისამთავრობო მოძრაობებს და სხვა. კიბერტერორისტების მიზანს, არა მხოლოდ სახელმწიფო სტურქტურები და ეროვნული თუ ტრანსნაციონალური კომპანიები წარმოადგენს, არამედ უბრალო მოსახლეობაც. ისინი იყენებ ფიზიკური პირის მონაცემბს სხვადასხვა მაქინაციების ჩასატარებლად და კვალის დასაფარავად.

კიბერტერორისტებმა შესაძლოა საზოგადოებას მიაყენონ სერიოზული ფსიქოლოგიური ზიანი, ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა აკრძალული მასალის გავრცლებით, ან ტყუილი ე.წ „ფეიქი“ მასალის შემქნითა და მიწოდებით.

კიბერტერორიზსტული ქმედებები ხშირად იჩენს თავს ომისა და კონფლიქტების დროს. შესაძლოა კიბერ თავდასხმა ერთმა ქვეყანამ განახორციელოს მეორეზე. მაგალითად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსეთი თავს დაესხა ქართულ საიტებს, შექმნა ინფორმაციული ვაკუუმი, რაც კიბერ ტერორიზმის ერთ-ერთი საშუელებაა საზოგადოებაში პანიკის გამოსაწვევად.

კიბერ ტერორიზმი მსოფლიოში

იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს კიბერ ტერორიზმის ზუსტი დეფინიცია, რთულია მოსლფიოში კიბერ თავდასხმებიდან ზუსტად გამოვყოთ, თუ რომელი იყო უშუალოდ კიბერ ტერორიზმის ფაქტი. რადგანაც კიბერ თავდასხმა თავის თავში გულისხმობს ნერბისმიერ არაკანონიერ კიბერ ქმედებას (სხვისი კომპიუტერის გატეხვიდან დაწყებული სერიოზული ფინანსური მაქაინაციებით დამთავრებული.) კიბერ ტერორიზმი კიბერ თავდასხმაცაა, თუმცა მეგობრის სკაიპის ექაუნთის გატეხვა კიბერ ტერორიზმად ვერ ჩაითვლება (თუმცა არის კიბერ თავდასხმა). ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეგვიძლია დავასახელოთ ის რამდენიმე კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შევძლებთ კიბერ ტერორიზმის ფაქტის გამოვლენას. კერძოდ, კიბერ ტერორიზმი ძირითადად გულისხმობს:

  • სამთავრობო ან ეროვნული კომპანიების მონაცემთა ბაზაში შეღწევასა და ამ ინფორმაციის გამოყენებას სახელმწიფოს წინააღმდეგ.
  • ინფორმაციული ქსელების დახმარებით სახელმწიფოში დესტაბილიზაციის გამოწვევას.
  • საინფორმაციო ქსელებში დეზონფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში პანიკის დათესვის მიზნით.
  • სახელმწიფო ელექტრონული ფინანსების მოპარვა.
  • საბანკო და სხვა სახის ელექტრონული ანგარიშების გატეხვა და გამოყენება ტერორისტული ქმედებებისთვის (იარაღის შეძენა, ტერაქტები და სხვა. ეს ფაქტი უშუალოდ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ უნდა განხორციელდეს, რათა კიბერ ტერორიზმად დავასახელოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება უბრალოდ ჰაკერული თავდასხმა ფულის მოპარვის მიზნით.)
  • სახელმწიფოში ელექტორნულ ქსელებში (ინტერნეტში) საინფორმაციო ვაკუუმის შექმნა. (ინტერნეტ სერვერების დაბლოკვა და სხვა).
  • სახელმწიფო ან ეროვნული მნიშვნელობის ელექტრონული ბაზების განძრახ დაზიანება ან განადგურება. (ქსელში ვირუსის გაშვებით).

მსოფლიო კონვენცია კიბერ ტერორიზმის წინააღმდეგ

მოსფლიოს ქვეყნები ერთიანდებიან, რათა უფრო აქტიურად ებრძოლონ მსოფლიოში გავრცელებულ ტერორიზმს. ამ მხრივ არც კიბერ ტერორიზმი სფეროა განსხვავებული და მრავალი ქვეყანა აქტიურადაა ჩართული კიბერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2001 წლის 23 ნოემბერს, ბუდაპეშტში მიიღეს კონვენცია, კომპიუტერული დანაშაულის შესახებ, რომლის რატიფიცირება საქართველომ 2012 წელს მოახდინა. კონვენცია წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, „მიიღოს ისეთი საჭირო საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობით მოახდენს მთლიან კომპიუტერულ სისტემაზე ან მის ნაწილზე უნებართვო შეღწევის კრიმინალიზაციას, თუ ეს ქმედება წინასწარ განზრახვითაა ჩადენილი“.[4]

ასევე ევროკავშირში შექმნილია ორგანო სახელწოდებით „საერთაშრისო მრავალმხრივი პარტნიორობა კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ“ (International Multilateral Partnership Against Cyber Threats), რომელიც შეიქმნა 2011 წელს და აერთიანებს ევროკავშირის წევ ქვეყნებს.

საქართველო კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ

საქართველო ბოლო წლებში აქტიურადაა ჩართული კიბერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ერთი მხრივ განპირობებულია საქართველოს ევროპისაკენ ინტეგრაციით, ხოლო მეორეს მხრივ იმ საფრთხიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას შეიძება ემუქრებოდეს. (გავიხსენოთ 2008 წლის კიბერ ტერორისტული თავდასმა რუსეთისგან).

თუმცა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ერთეულ ფაქტს კიბერ ტერორიზმისა, რომელიც საქართველოში განხორიელებულა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში კიბერ დანაშაული უფროა გავრცელებული. განსხვავებას კიბერ დანაშაულსა და კიბერ ტერორიზმს შორის წარმოადგენს თავად მათი სიმძაფრე. კიბრ ტერორიზმის მახასიათებზლებზე ზემოთ უკვე ვისაუბრე, რაც შეეხება კიბერ დანაშაულს, ეს არის ნებისმიერი სახის არაკანონიერი ქმედება, რომელიც განხორციელებულია ინტერნეტ სივრცეში ან კომპიუტერულ და სხვა სახის ტექნიკის ქსელებში. კიბერ დანაშაული შესაძლოა არც იყოს კიბერ თავდასხმა (მაგალითად შესაძლოა ვინმე პირმა თავისი ნებით დასვას დამნაშავე კომპიუტერთან და მისცეს საშუალება შეაღწიოს მის სისტემაში, ხოლო დამნაშავემ გამოიყენოს პირველი პირის კეთილგანწყობა და მოიპაროს საჭირო ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში ეს ვერ განიხილება თავდასხმად, თუმცა კიბერ დანაშაულად აუცილებლად ჩაითვლება).

„საქართველოში კიბერდანაშაულის დასჯადობის საკითხებს არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) XXXV თავი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს კიბერსივრცეში ჩადენილი შემდეგი ქმედებები: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (მუხ.284), კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა. აღნიშნულთან ერთად, დანაშაულს წარმოადგენს ბავშვთა პორნოგრაფიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ნებისმიერი ფორმით (მათ შორის ონლაინ), (სსკ– მუხ. 255, ნაწ.2), ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა და კიბერ საშუალებებით ჩადენილი ტერორიზმი. (სსკ. მუხ.3241).“[5]

გარდა ამისა, 2012 წელს მიღებულ იქნა კანონი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“, რომელის  მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის ქმედით და ეფექტიან განხორციელებას, დააწესოს საჯარო და კერძო სექტორების უფლება-მოვალეობები ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში, აგრეთვე განსაზღვროს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა „კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხა“. სადაც შედიან სახელმწიფო დაწესებულებები, რომელთა გამართული ფუნქციონირება სასიცოცხლო მნიშვნელობას მქონეა საქართველოსთვის და განსაზღვრავს ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.[6] [7]

ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილია და ფუნქციონირებს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო, რომელსაც ევალება კიბერ სივრცეში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია.[8]

ვინაიდან დღეს ნებისმიერი სავაჭრო თუ სხვა სახის ურთიერთობები თითქმის წარმოუდგენელია ელექტრონული ქსელების გარეშე, საქართველოში შექმნილია მონაცემთა გაცვლის სააგენტო (CERT.GOV.GE), რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ფარგლებში ფუნქციონირებს. CERT.GOV.GE-ს პასუხიმგებლობაა რეაგირება მოახდინოს საქართველოს სამთავრობო ქსელში და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში დაფიქსირებულ კომპიუტერულ ინციდენტებზე. ამგვარად CERT.GOV.GE წარმოადგენს ერთგვარ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სააგენტოს, რომელიც უშუალოდ კიბერ თავდასხმებისა და კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ იბრძვის. სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო 2010 წლის იანვარში და ქვეყანაში მომხდარ ყველა კრიტიკულ კომპიუტერულ ინციდენტს იკვლევს.[9]

 

დასკვნა

მსოფლიო აქტიურადაა ჩართული კიბერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. კიბერ დანაშაული ზოგადად ისეთი ძლიერი ქვეყნების სერიოზული პრობლემა შეიქმნა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, რუსეთი, სამხრეთ კორეა, და სხვა მრავალი განვითარებული და ვროპის ქვეყნები. კიბერ ტერორიზმი სერიოზულად დაემუქრა მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას. მისი შედეგების განსაზღვრა ჯერ კიდევ შეულძელებელია, თუმცა არის ვარაუდები, რომ კიბერ ტერორიზმს შეუძია კატასტროფული შედეგები მოუტანოს მსოფლიოს. იმაზე უფრო ძლიერი ვიდრე ბიოლოგიური, ან თუნდაც ატომური იარაღია.

კიბერ ტერორისტები თავდასმებისგან უფრო და უფრო სწავლობენ. ერთი შეტევიდან მეორემდე ისინი ძლიერდებიან, სწავლობენ სახელმწიფოთა თავდაცვის მექანზმებს და იმუშავაბენ ახლა გეგმებსა და სტრატეგიებს მომავალი კიბერ თავდასხმისათვის.

კიბერ ტერორიზმში შეიძლება მონაწილეობდეს თავად ქვეყანა. მაგალითად 2008 წელს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ, ასევე 1988 წელს რუსეთი აშშ–ს წინააღმდეგ და სხვა.

რთულია განისაზღვროს კიბერ ტერორიზმის კერა, ვინაიდან ელექტრონული ქსელები თანაბრადაა მოდებული მთელ მსოფლიოს და ტერორისტულ დაჯგუფებას ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია კიბერ თავდასხმების განხორციელება. თუმცა მაინც იკვეთება ის ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტად ფიქსირდება კიბერ ტერორისტული ქმედებები სხვადასხვა სახელმწიფოსა და ეროვნული, თუ ტრანსნაციონალური კომპანიების წინააღდეგ. ასეთ ქვეყანათ რიცხს მიეკუთვნება: ჩინეთი, ირანი (ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები), ინდოეთი, რუსეთი, აშშ.

და ბოლოს, ყველაფრის მიუხედავად, თუ რამდენი ორაგანიზაცია, სახელმწიფო, სტრუქტურა თუ დაწესებულება გამოვა კიბერ დამნაშავეობის წინააღმდეგ, მაინც ვერ აღკვეთენ 100%–ით კიბერ თავდასხმებს და ვერავინ იქნება იმის გარანტი, რომ დღის ნებისმიერ დროს თქვენი კომპიუტერი არ გახდება კიბერ თავდასხმის მსხვერპლი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჩვენს შესახებ. (2011). მოძიებულია 2014 წლის 02 07. ვებ. გვერდიდან: მონაცემთა გაცვლის სააგენტო: http://cert.gov.ge/?web=0&action=page&p_id=119&lang=geo
  2. BALKHI, S. (2013 წლის 6 05). 25 Biggest Cyber Attacks In History. მოძიებულია 2014 წლის 02 07. ვებ. გვერდიდან: list25: http://list25.com/25-biggest-cyber-attacks-in-history/
  3. Harress, C. (2014 წლის 18 02). Obama Says Cyberterrorism Is Country’s Biggest Threat, U.S. Government Assembles “Cyber Warriors”. მოძიებულია 2014 წლის 01 07. ვებ. გვერდიდან: INTERNETIONAL BUSINESS TIMES: http://www.ibtimes.com/obama-says-cyberterrorism-countrys-biggest-threat-us-government-assembles-cyber-warriors-1556337
  4. ანონიმი (რესპოდენტი). (2014 წლის 02 07). ინტერვიუ ქართველ “ჰაკერთან”. (ნ. ჩერქეზია, ინტერვიუერი)
  5. კანონმდებლობა კიბერ დანაშაულზე და ზოგადი პოლიტიკა. (2013). მოძიებულია 2014 წლის 02 07. ვებ. გვერდიდან: შინაგან საქმეთა სამინისტრო: http://police.ge/ge/projects/kiberdanashauli/kanonmdebloba-kiber-danashaulze-da-zogadi-politika
  6. კიბერდანაშაული. (2013). მოძიებულია 2014 წლის 02 07. ვებ. გვერდიდან: შინაგან საქმეთა სამინისტრო: http://police.ge/files/proeqtebi_reporma%20photos/organizebuli-danashauli/kiberdanashauli-informacia-moqalaqeebistvis.pdf
  7. კონვენცია კომპიუტერული დანაშაულის შესახებ. (2001 წლის 23 11). მოძიებულია 2014 წლის 01 07. ვებ. გვერდიდან: შინაგან სამქეთა სამინისტრო: http://police.ge/files/pdf/kiber_danashauli/Convention%20on%20Cybercrime%20GEO.pdf
  8. კოხრეიძე, ნ. (2012 წლის 15 05). კიბერ ტერორიზმი – 21- საუკუნის საფრთხე. მოძიებულია 2014 წლის 01 07. ვებ. გვერდიდან: CYBERLAW-კიბერსივრცის სამართალი: http://ilawge.blogspot.com/2012/05/21.html
  9. მუხლი კანონის გამოყენების სფერო. (2005 წლის 02 06). მოძიებულია 2014 წლის 02 07. ვებ. გვერდიდან: საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ: http://globalunigroup.ge/files/ict-tech-law-on-electronic-comunications-geo.pdf
  10. მუხლი კანონის მიზანი. (2012 წლის 05 06). მოძიებულია 2014 წლის 02 07. ვებ. გვერდიდან: საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ: http://cert.gov.ge/uploads/legal_acts/8/Inf._Security.pdf
  11. პეტრიაშვილი, ლ. (2013 წლის 12 11). NATO – კიბერ ტერორიზმის წინააღმდეგ. მოძიებულია 2014 წლის 02 07. ვებ. გვერდიდან: edu.aris.ge: http://studinfo.edu.aris.ge/2013/11/12/nato-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90/
  12. ტერორიზმი. (2008). მოძიებულია 2014 წლის 01 07. ვებ. გვერდიდან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=2683
  13. ტრეინინგები. (2013). მოძიებულია 2014 წლის 02 07. ვებ. გვერდიდან: მონაცემთა გაცვლის სააგენტო: http://cert.gov.ge/?action=page&p_id=15&lang=geo
  14. ჩვენს შესახებ. (2011). მოძიებულია 2014 წლის 02 07. ვებ. გვერდიდან: მონაცემთა გაცვლის სააგენტო: http://cert.gov.ge/?action=page&p_id=5&lang=geo

[1]  Harress, C. (2014 წლის 18 02). Obama Says Cyberterrorism Is Country’s Biggest Threat, U.S. Government Assembles “Cyber Warriors”. მოძიებულია 2014 წლის 01 07. ვებ.გვერდიდან: INTERNETIONAL BUSINESS TIMES: http://www.ibtimes.com/obama-says-cyberterrorism-countrys-biggest-threat-us-government-assembles-cyber-warriors-1556337

[2]  ტერორიზმი. (2008). მოძიებულია 2014 წლის 01 07. ვებ გვერდიდან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=2683

[3] კოხრეიძე, ნ. (2012 წლის 15 05). კიბერ ტერორიზმი – 21- საუკუნის საფრთხე. მოძიებულია 2014 წლის 01 07 ვებ. გვერდიდან: CYBERLAW-კიბერსივრცის სამართალი: http://ilawge.blogspot.com/2012/05/21.html

 

[4]  კონვენცია კომპიუტერული დანაშაულის შესახებ. (2001 წლის 23 11). მოძიებულია 2014 წლის 01 07. ვებ. გვერდიდან: შინაგან სამქეთა სამინისტრო: http://police.ge/files/pdf/kiber_danashauli/Convention%20on%20Cybercrime%20GEO.pdf

 

[5]  კანონმდებლობა კიბერ დანაშაულზე და ზოგადი პოლიტიკა. (2013). ციტირებულია 2014 წლის 02 07. ვებ. გვერდიდან: შინაგან საქმეთა სამინისტრო: http://police.ge/ge/projects/kiberdanashauli/kanonmdebloba-kiber-danashaulze-da-zogadi-politika

[6] მუხლი 1. კანონის მიზანი. (2012 წლის 05 06). მოძიებულია 2014 წლის 02 07. ვებ. გვერდიდან: საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ: http://cert.gov.ge/uploads/legal_acts/8/Inf._Security.pdf

[7] კანონმდებლობა კიბერ დანაშაულზე და ზოგადი პოლიტიკა. (2013). მოძიებულია 2014 წლის 02 07. ვებ. გვერდიდან: შინაგან საქმეთა სამინისტრო: http://police.ge/ge/projects/kiberdanashauli/kanonmdebloba-kiber-danashaulze-da-zogadi-politika

[8] კიბერდანაშაული. (2013). მოძიებულია 2014 წლის 02 07. ვებ.გვერდიდან: შინაგან საქმეთა სამინისტრო: http://police.ge/files/proeqtebi_reporma%20photos/organizebuli-danashauli/kiberdanashauli-informacia-moqalaqeebistvis.pdf

[9] მთავარი გვერდი. (2011). მოძიებულია 2014 წლის 02 07. ვებ. გვერდიდან: მონაცემთა გაცვლის სააგენტო: http://cert.gov.ge/?web=0&action=page&p_id=119&lang=geo

 

3,604 ნახვა
Share

About Author

taaa

taaa

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031