ლარი და გამკაცრებული სავიზო რეჟიმი

ARIS ბლოგერი

ავტორი: ანა სოლაშვილი

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

“ეროვნული ვალუტის ვარდნის და სავიზო რეჟიმის გამკაცრების გამო და საშუალო და მაღალ ბიუჯეტიანი ბინის ქირები თბილისში 5% ით გაიაფდა”

არსებობს თემები რომლებიც საზოგადოებაში აქტუალოას არ კარგავს. ერთ-ერთი მათგანია ლარის კურსი, რომლის ცვლილება, გამყარება იქნება ეს თუ გაუფასურება, ყოველთვის შეშფოთების და პანიკური განწყობის საფუძველი ხდება. ბოლო პერიოდში , გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუარესება ბაზარზე მოთამაშეების სპეკულაციურმა ქმედებებმა და როგორც მოსახლეობის , ასევე, ბიზნესის  პანიკურმა  კონვერტაციებმა გამოიწვია, – ასეა შეფასებული Policy and Managment Consulting Group – ის (PMCG) ანგარიში ლარის კურსის გაუფასურების მიზეზები.

პიორველ პლანზე, ლარის კურსის ცვლილების დროს, როგორც წესი, ემოციური და ფსიქოლოგიური ფაქტორები გამოდის. ვინაიდან ეს შესაბამისი ინტერესის მქონე საზოგადოებისათვის პოლიტიკურად მომგებიანია, ხოლო საკითხის ეკონომიკური საფუძველი სხვა პლანზე გადადის.

არა და, არსებობს ბევრი კითხვა, რომლებზეც “ეკონომიკური” პასუხების გაცემაა საჭირო და არა “ფსიქოლოგიურის”. თუმცა ამ უკანასკნელსაც საკმაოდ დიდი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ლარისს კურსზე. სწორედ ეკონომიკური დასაბუთება და ლოგიკა არის ის საფუძველი , რომელიც ქმნის (უნდა ქმნიდეს) საზოგადოების მოლოდინებს და განწყობიბილებას.

თუმცა, ჩვენს რეალოას თუ გადავხედავთ, ძალიან იშვიათად თუ შევხვდებით ლარის გაუფასურების (ან გამყარების)  ეკონომიკური საფუძვლების გაშლას, ანალიზს, ამის საპირისპიროდ, ვხვდებით ან პოლიტიკურად მოტივირებულ, ან არაკომპეტენტურ განცხადებებს, რომლებიც საზოგადოებას ზეპირად, უანალიზოდ “აჯერებს”, რომ გაუფასურება ან გამყარება ცუდია.

უძრავი ქონების ბაზარზე ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს. 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამერიკის უძრავი ქონების ბაზრის დეფლოტი გახდა. საქართველოს სამშენებლო ინდუსტრია და უძრავი ქონების ბაზარი გასული წლების განმრავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრია იყო, გთავაზობთ ამ ბაზრის მიმოხილვას.

2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიზეზებიდან ერთ-ერთი მთავარი უძრავი ქონების ბაზრის დეფლოტს უკავშირდება. აშშ-ში მეორადი ანუ “წარმოებული” ფასიანი ქაღალდების ჭარბწარმოებას მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ახლდა თან. 2008 წელს აშშ-ში გამოშვებული ტერივატიების მოცულობამ , რაც მაღალი რისკიანობით გამოირჩევა, 65 ტრლნ დოლარს მიაღწია. 90-იანი წლებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში კომერციული ბანკების მიერ შექმნილმა კომპანიებმა დერივატიების გამოშვება აქტიურად დაიწყეს , რაც ბანკის კლიენტების მიერ იპოთეკური კრედიტებით შეძენილი და გირაოში ჩადებული ბინბის ღირებულებით იყო გამყარებული.

სწორედ, უძრავ ქონებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოში უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული 1-ლ სექტემბერს ამოქმედებული ახალი კანონი, რომლის თანახმად ჩვენს ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყანას კი, კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე, ევროკავშირის წერი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე.

საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ნებისმიერი 180 დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის – ლესე-პასეს (laissez-passes) მფლობელ უცხოელებს. იგივე წესი ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზეც, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ორმხრივი შეთანხმებები უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, სადაც არ არის გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის კონკრეტული ვადები (აზერბაიჯანი, ბელარუსია, სომხეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, უკრაინა, ყირგიზეთი) .

პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი კანონი “უცხოელთა  და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგარეობის შესახებ”, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა. კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180 დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა.

უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ ახალია სავიზო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ბინის დაქირავებაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. მაკლერთა თქმით, უძრავი ქონების სააგენტოებმა, ბინის გაქირავების ბაზარზე დასაქმებულმა კერძო მაკლერებმა და ბინის მლობელებმა ყველაზე მაღალშემოსავლიანი და სანდო მომხმარებელთა სეგმეტი დაკარგეს, აგრეთვე უძრავი ქონების სააგენტოები აცხადებენ, რომ უცხოელების მხრიდან ბინის დაქირავებაზე მოთხოვნა 70 % ით შემცირდა. უძრავი ქონების სააგენტოები კი ამ ფაქტს 2014 წლის პირველ სექტემბერს ამოქმედებულ ახალ სავიზო პოლიტიკას უკავშირებენ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები