Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ირბინე მათთვის, ვისაც არ შეუძლია! მიიღე მონაწილეობა მარათონში Wings for Life World Run

ირბინე მათთვის, ვისაც არ შეუძლია! მიიღე მონაწილეობა მარათონში Wings for Life World Run
March 11
15:46 2015

3 მაისს საქართველო მსოფლიოს სპორტის ისტორიაში ყველაზე ხმაურიან და უნიკალურ საქველმოქმედო ღონისძიებას Wings for Life World Run შეუერთდება, რომელიც წელს უკვე 36 ქვეყანას გააერთიანებს ერთი მიზნისთვის – ვირბინოთ მათთვის, ვისაც არ შეუძლია! შევიტანოთ ჩვენი წვლილი ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდის საქმიანობის ეფექტიანობაში და დავამტკიცოთ, რომ აღნიშნული პრობლემა განაჩენი არ არის! ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადია!

ღონისძიება 3 მაისს, საქართველოს დროით 15:00 საათზე, კახეთში,ლოპოტას გადასახვევთან გაიმართება. Wings for life მსოფლიო რბენა პირველად 2014 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 3000 ადამიანმა, რომელთა შორის იყვნენ წარმომადგენლები 99 ორგანიზაციიდან (სახელმწიფო/კერძო სექტორი) და მონაწილეები 36 ქვეყნიდან.

წელს მსოფლიო რბენას უკვე შემოუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამთავრობო და ბიზნეს სექტორი, სამოქალაქო სექტორი, საელჩოები და დიპ. კორპუსი, მედია და სასწავლო დაწესებულებები.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს ვებგვერდზე .

სახელობითი რეგისტრაცია 15 მარტამდე გრძელდება, რაც გულისხმობს სანომრე ნიშანზე მონაწილის სახელის მითითებას. მონაწილეობის საფასური 20 ლარს შეადგენს.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

2014 წლის მსოფლიო რბენის შედეგად საქართველოდან ფონდში 100 000 ლარი გადაირიცხა (60 000 ლარი რეგისტრაციებიდან და 40 000 ლარი სპონსორინგიდან). დეტალური ინფორმაცია კვლევების შესახებ განთავსებულია ფონდის ვებ-გვერდზე 

გასული ღონისძიების შემაჯამებელი ვიდეო-რგოლი იხილეთ ბმულზე

372 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031