ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის (კლინიკური სიკვდილი)

ARIS ბლოგერი

ავტორი: გვანცა ილურიძე

თსუ-ის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

“მე კი, ასე დავინახე ყველაფერი: ვხედავდი ჩემს თავს ზემოდან. მესმოდა ადამიანების ხმებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ მე მოვკვდი. მე კი საერთოდ არ მეშინოდა, პირიქით ძალზე მშვიდი და მხიარული ვიყავი. ვიცოდი, რომ ის რაც ჩემში ხდებოდა იყო რაღაცის დასაწყისი, რომლის არსი ჯერჯერობით არ უნდა მცოდნოდა. მაგრამ ვიცოდი რომ ეს არ იყო “არყოფნა”. ვწუხდი, რომ აქამდე მეშინოდა სიკვდილის. მინდოდა მეყვირა ხმამაღლა: – “ადამიანებო, ნუ გეშინიათ სიკვდილის. სიკვდილი სულაც არ არის რაც თქვენ გგონიათ. ვგრძნობდი რომეს რაღაცის დასაწყისი იყო და არა დასასრული. შემდეგ შევედი უზარმაზარ გვირაბში, რომლის ბოლოში კაშკაშა სინათლე დავინახე და იქ მელოდებოდა”…

აქ, უკვე, აზრი იყოფა – ქრისტიანები ამბობენ რომ ეს იესო იყო, იუდეველები ამტკიცებენ რომ მესიას შეხვდნენ, ათეისტებისთვის კი მას “სიკეთე”, “სიხარული” ან “ზეარსება” ერქვა. . .

ყოველი ადამიანი, ადრე თუ გვიან საკუთარ თავს უსვამს კითხვას: რა იქნება ფიზიკური სიკვდილის შემდეგ?ყველაფერი ბოლო ამოსუნთქვით მთავრდება თუ სიცოცხლის დასრულების შემდეგ, სული იარსებებს?

ახალი მეცნიერული ინფორმაციის თანახმად, ადამიანს აქვს უკვდავი გონება.ჯერ კიდევ ასეულობით წლების წინ ადამიანები აკვირდებოდნენ თავის მკვდარ და ცოცხალს ახლობლებს და გამოიტანეს დასკვნა, რომ ადამიანში არის რაღაც, რაც სუნთქვასთანაა დაკავშირებული. ამ რაღაცას კი – სული უწოდეს.

კლინიკური სიკვდილის დროს ადამიანს სწორედ სულიერი თვალი ეხილება…

კლინიკური სიკვდილი ორგანიზმის ისეთი მდგომარებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიცოცხლის ნიშნების არარსებობა. ამ დროს არ ფიქსირდება გულისცემა, სუნთქვა. ადამიანებს ეხილებათ სულიერი თვალი, რისგანაც გამომდინარეობს ის ხილვები, რომლებსაც ისინი კლინიკური სიკვდილის შემდეგ იხსენებენ.

კლინიკური სიკვდილის ფენომენს მეცნიერები შემდეგნაირად ხსნიან: მხედველობის ველის სისხლით მომარაგება სხვა ველებთან შედარებით არის უკეთესი, რაც განსაზღვრავს მილისებურ, ვერტიკალურ მხედველობას. ჰორიზონტალური მხედველობა უკვე წყდება. ამიტომ კლინიკური სიკვდილის პერიოდში ადამიანი ხედავს სიბნელეს შორ მანძილზე და მას შემდეგ კაშკაშა სინათლეს აღიქვამს, რაც ამ ველის ღეროში არსებული უბნების ფუნქციის შენარჩუნების გამო ხდება…

რელიგია, რა თქმა უნდა, მეცნიერებას არ უარყოფს, მაგრამ რელიგიის წარმომადგენლები ამ ახსნას ასე პასუხობენ: –მხედველობის ველის სისხლით მომარაგება და სხვა ფიზიოლოგიური მოვლენები – ეს ხორციელი სუბსტანციის თვისებაა, ხოლო როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდაცვალების შემდეგ ადამიანი სულიერი თვალებით ხედავს ყოველივეს, ამიტომ აქ, რამდენადმე შეუსაბამობას აქვს ადგილი.

რაც უნდა იყოს, ცხადია, რომ მართლაც არსებობს რაღაც აუხსნელი. სიცოცხლეა ეს თუ სიკვდილი ძნელი ასახსნელია, მაგრამ როგორც იმ ადამიანებს უწოდებენ, ვინც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, „საიქიოდან დაბრუნებულები“ გვიამბობენ მათი ამბების შესახებ და როგორც აღმოჩნდა სულის სხეულიდან გასვლისას ყველაზე მეტად ადამიანს შემდეგი ქცევები ახასიათებს.

1) ადამიანები ხედავენ გვირაბს, რომლის ბოლოშიც არის კაშკაშა სინათლე

2) უმრავლესობა ამბობს, რომ იქ ხვდებათ მფარველი ანგელოზი, რომელიც ეხმარება მათ

3) ზოგიერთი ამბობს, რომ ხვდებიან დედას

4) ამ დროს ადამიანს ახასიათებს ასევე განვლილი ცხოვრების ხილვა

5) უმრავლესობა სულის გასვლის შემდეგ საკუთარ სხეულს ხედავს

6) ახასიათებთ სიმშვიდე

7) რაც უნდა გასაკვირი იყოს, იქიდან დაბრუნების სურვილი არავის არ აქვს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები