Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„სულის ამოძახილი”

„სულის ამოძახილი”
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 12
12:02 2015

ავტორი: ნათია დაშნიანი

თსუ-ის სტუდენტი

1სულის ამოძახილი”, – ასე უწოდებს 1955 წლის 21 აპრილს დაბადებული ხელოვანი ნელი არაბული თავის კოლექციას, რომელშიც გარდა ჩეულებრივი ნახატებისა, სამგანზომილებიანი ნამუშევრებიცა გაერთიანებული. ამბობს, რომ სილამაზეს ეტრფის და რასაც შეიგრძნობს ლექსად წერს და მხატვრულ ნიმუშს ქმნის. იდეა ყოველთვის თავისით მოდის, რის შემდეგაც, ხან ლექსი იბადება პირველად, ხანპირიქით. თბილისური ქუჩების, ყაზბეგისა და სვანეთის ხედებისერთი სიტყვით, თავისი განუმეორებელი კოლექციის შესახებ, ინტერვიუში თვად ნელი არაბული გვესაუბრ.

– რატომ ,,სულის ამოძახილი”?

– „სულის ამოძახილი” ჰქვია ამ კოლექციას, სხვანაირად ვერ ვუწოდებ. იქ ვულკანი ამოიფრქვაო, აქეთ მიწა იძრაო, დედამიწა ღერძიდან 8 სანტიმეტრით გადაიხარაო – ასეთ რამეს რომ მოისმენ, ძალაუნებურად დაწერ და შექმნი… მაგრამ სილამაზეს მაინც ვეტრფი… თუმცა ძირითადად, რასაც განიცდი, იმას აკეთებ… ეს არის სულის ამოძახილი…

– როდის გაგიჩნდათ სურვილი, რომ „სულის ამოძახილი” ლექსებითა და ნახატებით გადმოგეცათ?

– 90-იან წლებიდან. ნახატებთან ერთად ლექსებსაც ვწერდი. ლექსებს ჩემთვის ვინახავდი და არავის ვაჩვენებდი. შემდეგ, ერთმა ადამიანმა, ასე ვთქვათ, „ჭკუა მასწავლა”. მანამდე ლექსებს ვხევდი, მან კი „კულტურულად გამომლანძღა”: ,,რას ჰქვია, რომ ხევ, შენ გეკუთვნის?! შენ უბრალოდ დაწერე, თორემ ეგ ლექსები ყველას ეკუთვნისო.’’ იმის შემდეგ ვაგროვებ ლექსებსაც, ასორმოცდაათამდე ლექსი მაქვს უკვე. ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი, თუმცა არასდროს მიმაჩნდა, თავი პოეტად და მხატვრად. იმ ადამიანმა, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, დამილაგა 3 ნახატი და მითხრა – აბა, დახიეო. რას ლაპარაკობ, ამას ხომ დაახლოებით 40 დღე ვხატავდი მეთქი – შევიცხადე. რადგან ამას დიდხანს ხატავდი და ლექსს მალე წერ, იმიტომ ხევო?_ მიპასუხა.

– როგორ შეიქმნა პირველი „სულის ამოძახილი”?

სულის ამოძახილი იმიტომაა, რომ თუ ადამიანს არ უყვარს, ის ვერ შექმნის. მაგალითად, მე ძალიან მიყვარს ჩემი თბილისი და მის ყოველ ქვას, ყვავილსა თუ ბალახს ვეფერები და ვცდილობ, ამ სიყვარულს ისეთი სახე მივცე, რაღაცნაირად უკვდავებაში ჩაეწეროს. პირველი სულის ამოძახილი ბუნებასთან კონტაქტით შეიქმნა. თურმე, ელენე ახვლედიანი რომ გაიგებდა, სადმე სახლი უნდა დანგრეულიყო, მიდიოდა და მის ნახატს ქმნიდა.  როგორც ცნობილია, ელენე ახვლედიანმა გადაარჩინა განადგურებას და სახეცვლილებას ის ძველი თბილისი, რაც დღეს ჩვენამდეა მოღწეული.

2– თქვენს ნამუშვრები, მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ვხვდებით როგორც ზეთებითბი შესრულებულ ნახატებსა და გრაფიკას, ასევე სრულიად სხვა მასალითა და ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს. როდის დაიწყეთ ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა და ძირითადად და რა მასალას იყენებთ?

20 წელია, რაც ნაკეთობებს ვაკეთება, ანუ 90_იანი წლებიდან. თავიდან ძალიან მარტივად ვაკეთბდი – ბურღულეულით, შემდეგ შესამჩნევი იყო, რომ ბურღულეულ ძველდებოდა და ფუჭდებოდა, ამიტომ თანდათან შევცვალე მასალები და დავიწყე ბისერების, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების, ხის, ნიჟარებისა და მუყაოს გამოყენება. უამრავ მასალას ვიყენებ ერთი ნამუშევრის გასაკეთებლად.

– რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო?

– ჩემი სამშობლო, ჩემი თბილისი, ჩემი ხალხი და მათი ყოფაა წყარო და მუზა. რასაც ვხატავ და ვწერ ყველგან ამაზეა ყურადღება გამახვილებული. დღევანდელობა და თანამწდროვე ყოფა მაძლევს საზრდოს. რა გვაღელვებს, რა გვტკივა და რა გვიხარია?

– რა დროს ანდომებთ ერთი ნამუშევრის შექმნას?

ერთზე არ ვმუშაობ და ამიტომ ვერ გეტყვით რამდენი დრო სჭირდება. 7-8 ნამუშევარზე ერთდროულად ვმუშაობ. ერთი მომწყინდება, მეორეზე გადავალ, მერე მესამეზე და ასე… ადრე სულ ბრტყელ ნატურმორტებს ვაკეთებდი და ფერებს ვაძლევდი. მერე ნელ-ნელა, მომინდა, რელიეფური დატვირთვაც მიმეცა ჩემი ნამუშევრებისთვის.

– შეიძლება ითქვას, სამგანზომილებიანი გაგეხადათ?

– ზუსტად. მგონია, ასე უფრო ნამდვილს დაემსგავსა.

– თუ გაიხსენებთ რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას თქვენს ნამუშევრებთან დაკავშირებით?

– უწმინდესის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში მოეწყო გამოფენა, რომელშიც  მეც ვმონაწილეობდი. უწმინდესსა და უნეტარესს პატარა საჩუქარი გავუკეთე და ეს მან არ იცოდა, თან ლექსიც მივუძღვენი. როცა ჩემს ნამუშევრებთან მოვიდა პირდაპირ იმ ნაკეთობისკენ  წავიდა და აკანკალებული ხელებით აღებას ცდილობდა. მე მივაწოდე და ვუთხარი ეს თქვენი საჩუქარია მეთქი და იცი, რა მიპასუხა?_ ვიციო. მე ძალიან გამიკვირდა და გავოგნდი, საიდან უნდა სცოდნოდა? მერე, მისი აკანკალებული ხელით შთაბეჭდილების დღიურში ავტოგრაფი დამიტოვა, ეს ჩემთვის განძის ტოლფასია.

– რამდენად გეხმარებათ ხატვა ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევაში?

შვებას ხატვის დროს ვღებულობ. რა ვუყო ამდენ ემოციას. რომ არა ფურცელი, ფუნჯი და კალამი ალბათ გული გამისკდებოდა. ფურცელი ჩემი მესაიდუმლე და დიდი მეგობარია, ამავდროულად მუზა ჩემი ექმი, რომელიც სტრესისგან მკურნავს.

– დღეს რა არის თქვენი შემოსავლის მთავარი წყარო?

– ვასწავლი ჩუღურეთის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში და ასევე ცაბაძის პორველ ნომერში, დინამოსთან. მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, მათში ვეძებ იმ მარცვალს, რომელიც მათ ინდივიდუალი ხასიათის აღმოჩენაში დამეხმარება. შემდეგ თითოეულს მათი შესაძლებლობებისა და უნარების მიხედვით ვუგდები.

– რაზე ოცნებობთ? რას ინატრებდით, ისურვებდით საკუთარი თავისთვის?

– ჩემი მთავარი ოცნება ავიხდინე – მხატვარი მინდოდა ვყოფილიყავი. ახლა მინდა ძალიან ბევრი დრო, უამრვაი ზეთის საღებავი, მინებიანი დიდი დარბაზი და ყველაფრისგან თავისუფლება. ვეკუთვნოდე მხოლოდ საკუთარ თავს.

– რა გაქვთ სათქმელი ახალი თაბისთვის? რას ურჩევთ მათ?

– მგონი, ყველას სიყვარული აქვს მისატანი ყვლასთვის. ,,ისმინე ადამიანო’’_ ჩემს ამ ლექსში, რომელიც 1996 წელს დავწერე და დღევანდელ დროებასაც ესადაგება, დაინახავთ სათქმელს ახალი თაობისთვის.

 

3მსმენელი გყავდეს, ადამიანო,
მოდგმავ, დევნილო ედემიდანო,
წვალებით გზაგაკვალულო,
ყოფით ყველასგან დევნილო.
მუდამ ქონებით უკმაყოფილო,
ბევრის მქონეო,არაფრისაო,
აზრით მაღალო შთამომავალო,
საკუთარ ძალთა გამოუდეგარო.
არა და,რა მრავლის მქონეო,
არა და,რა მრავლის მთქმელო,
არა და,იცი შენ ადამიანო,
ვისი მოდგმისაც შენ ხარო.
თუ ერთხელ უკვე ცოდვილო,
თუ ერთხელ უკვე დევნილო,
დაფიქრდი,თვით შენ მსმენელო,
ყოფისა ძალით შემქმნელო,
სიტკბოს და მწარის მნახველო,
მოდი და სხვისი ჭირი
საკუთარივით ნახეო.

245 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031