ეკომიგრანტები ხულოს რაიონში (ნაწილი 2)

ARIS ბლოგერი

ავტორი: თენგიზ მიქელაძე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

(გამოყენებულია  კვლევის თვისობრივი  მეთოდი)

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში და საქართველოშიც ხშირი გახდა სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფები,რაც კლიმატის ცვლილებებითა და ბუნებაზე ანთროპოგენური ზეწოლითაა განპირობებული. შედეგად კი  არაერთი დაზარალებული ოჯახი დანგრეული სახლ-კარი, ეკონომიკური  სიდუხჭირე,ეკომიგრაცია და  სხვა  მთელი  რიგი  პრობლემები  წარმოიშვა. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი  კვლევა არაბანალურ და ერთობ  აქტუალურ თემაზე-ეკომიგრაციაზე ჩაგვეტარებინა. თუმცა  ამ  ჯერად ჩვენი  კვლევის  მაშტაბები აქტუალობიდან გამომდინარე შედარებით  მცირე  იქნება. ჩვენ  ვიკვლევთ აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის კერძოდ ხულოს  რაიონის ეკომიგრანტებს, მათ  ძირითდ სოციალურ  პრობლემებსა  და მიგრაციის  მნიშვნელოვან მიზეზებს.

ხულოს რაიონი თავისი  მკაცრი  ბუნებრივი პირობებით მთელ  რიგ  პრობლემებს  წარმოშობდა წლების   განმავლობაში ხულოს  მოსახლეობისათვის  რის  გამოც გახშირდა მოსახლეობის  განსახლება  და  სხვადასხვა  რაიონებში,  ძირითადად კი წალკისა და  ნინოწმინდის რაიონებში ჩასახლება.

მოგეხსენებათ, ხულოს  მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობასა და  მიწათმმოქმედებას მისდევს. თუმცა კი  უნდა აღინიშნოს რომ ეს რაიონი მცირე  მიწიანობით, რთული  გეოლოგიური  პირობებითა  და  მიწათმოქმედებისთვის არასათანადო ნიადაგით ხასიათდება, რაც სოფლის მეურნეობის ოპტიმალურ  განვითარებას აფერხებს. არის  ასევე  უსწორმასწორო  რელიეფი და  ყოველდღიურ  განვითარებისგან მოწყვეტილი ადგილი. სწორედ  ამიტომაც სტიქიური თუ ზოგადად ბუნებრივი კატასტროფა ხულოს  მოსახლეობას ყოველთვის საგრძნობლად ეხებოდა. პირველ ეტაპზე  მინდა  თქვენი ყურადღება სტიქიურ მოვლენებზე გავამახვილო.

როგორც სტატისტიკები გვიჩვენებს ეს რაიონი  სტიქიურად საშიშ ზონაში  მდებარეობს. კერძოდ ხშირია ზვავი, ღვარცოფი, მეწყერი და ა.შ. განსაკუთრებით გაუსაძლისი პირობები  იქმნება ზამთრის  პერიოდში, რომელიც ყველაზე რთული სეზონია ხულოელი ხალხისთვის. ამ  პერიოდში  ისინი გამუდმებით ელიან სტიქიურ საშიშროებებს. მიგვაჩნია,  რომ  მსგავსი  უბედურებები ძირითადად ტყეების  არარაციონალური ექსპლუატაციით  არის განპირობებული. მოგეხსენებათ ხულოში ტყე სოციალურ-ეკონომიკური სტაბილიზაციის მთავარი  ფაქტორია.

სტიქიის  შედეგად დაზარალებულთა  განსაკუთრებით მაღალ  რაოდენობას  2009-2010 წლებში  მიაღწია. ოფიციალური  ვერსიით  84  ოჯახი განეკუთვნებოდა სტიქიის შედეგად დაზრალებულთა  სოციალური დახმარების სახელმწიფო  პროგრამით  უზრუნველყოფას. მოგეხსენებათ სახელმწიფო სხვადასხვა კატასტროფების შედეგად დაზარალებულებს გარკვეულად ეხმარება.

განიხილავენ სტიქიის  შედეგად დაზარალებულთა ოთხ  კატეგორიას. პირველი  და  მეორე  კატეგორია  ითვალისწინებს გადაუდებელ დახმარებას.  აქ  განიხილება მდგომარეობა,  როცა  დაზიანებული  ობიექტები რეაბილიტაციას  არ  ექვემდებარება  და  სხვაგან გადატანას  ან  შესაბამისი ღირებულების კომპენსაციას  გულისხმობს  ხოლო  მე-3  და  მე-4  კატეგორიაში მიჩნეულია  ის  ობიექტები,  რომელთა  რეაბილიტაცია  ან  შესაბამისი  ფულადი  ანაზღაურება არის  შესაძლებელი.

აქვე  დავძენთ,  რომ ზემოთ აღნიშნული ციფრი ოფიციალურ ვერსიას  განეკუთვნება და არა  ოფიციალური  მონაცემებით გაცილებით მეტი  შედეგები  ფიქსირდება. აღსანიშნავია აგრეთვე 2012-2013  წლების მკაცრი ზამთარი. ამ  პერიოდში 25  ოჯახი  დაექვემდებარა  განსახლების(პირველ,მეორე კატეგორიის) პროგრამას. აღვნიშნავთ,  რომ  ჩვენ  ოფიციალურ  ვერსიებში  ძირითადად მხედველობაში  გვაქვს  სტიქიურად დაზარალებულთა  პირველ-მეორე  კატეგორიები.

ამრიგად, ჩვენ შევეხეთ  იმ  ძირითად  მიზეზს,  რამაც განაპირობა  ხულოს  მოსახლეობის მიგრაცია.  როგორც უკვე  აღვნიშნეთ  ჩასახლება  ძირითადად წალკისა  და  ნინოწმინდის  რაიონებში  ხდება. აქედან აბსოლიტური უმრავლესობა წალკის  რაიონზე  მოდის. 2006 წლიდან  2013  წლამდე   ხულოს  რაიონიდან  სტიქიური  მოვლენის შედეგად იძულებით  გადაადგილებულთა  რაოდენობამ  200  ოჯახი  შეადგინა.

მოსახლეობის  ასეთი  მკვეთრი  და მასიური  გადასახლების  მიზეზები არ  გახლავთ  მხოლოდ  სტიქიური  მოვლენები.  იგი  სხვა  რიგი  ფაქტორებითა  და  მნიშვნელოვანი  სოციალური  მდგომარეობით  არის  განპირობებული. კერძოდ: აქ  ყოველთვის  იდგა  განათლების  ხელმიუწვდომობის  პრობლმა;  ხულოს  რაიონი,  როგორც ცენტრისგან დაშორებული  მუნიციპალიტეტი,  გამუდმებიტ  განიცდიდა თანამედროვე  ტექნოლოგიების  დეფიციტს,  რაც   აფერხებდა  იმ  მცირე  მიწების  კულტივაციასაც  კი.

ასევე  დიდ  პრობლემას  წარმოადგენს  სამთო  იალაღებზე მიმოსვლის  პროცესი  და  საშუალება.  საბოლოო  ჯამში  ზემოთ  აღნიშნულმა  პრობლემებმა  გამოიწვია  ის  რომ  2006  წლიდან  დღემდე  ხულოს  მუნიციპალიტეტიდან  239 ოჯახი  გადასახლდა.  თუმცა  მინდა  გითხრათ  და  აქვე  მწუხარება  გამოვხატოთ  იმის  შესახებ,  რომ  სახელმწიფომ სათანადოდ  მაინც  ვერ  უზრუნველყო  მიგრაციის  უმტკივნეულოდ  ჩავლის  პროცესს.  რამდენადაც  შემდგომ  მთელი  რიგი  პრობლემები  შეექმნათ უკვე  გადასახლებულ  მოსახლეობას.

ხულოს  მუნიციპალიტეტის  ახლადარჩეული   გამგეობის  განცხადებით  ხულოდან  ბოლო  15-18  წლის  განმავლობაში  დაახლოებით  1500_ზე მეტ  ოჯახს  აქვს  დატოვებული  საცხოვრებელი  ადგილი( ჩვენს  მიერ  მოძიებული   ოფიციალური  სტატისტიკები   ბოლო  6-7  წელს  განეკუთვნება)თუმცა  აღნიშნული  ინფორმაცია  ოფიციალურად არ ზუსტდება.

უნდა  ითქვას ეკომიგრაციისა  და  ეკომიგრანტების  საკითხების, მიუხედავად  იმისა,  რომ  წინა  წლებთან   შედარებით  სახელმწიფოს  მონაწილეობა სტიქიის  შედეგების  პროცესებში  მნიშვნელოვნად  გაიზარდა, მაინც  მწვავედ  დგას  ეს  პრობლემა  საზოგადოების  წინაშე  და დაუყონებლივ  საჭიროებს  ადეკვატურ რეაგირებას.  დღესაც  ასეულობით  ოჯახი  მეწყერ  საშიშ  ზონაში  აგრძელებს  ცხოვრებას  და მდგომარეობის  გამოუსწორებლობის  შემთხვევაში  მოსალოდნელია უახლოეს  10  წელიწადში  კიდევ  უფრო  გააქტიურდეს  ეკომიგრაცია.

ეკომიგრანტის სტატუსის  მოლოდინში

(კვლევის  ამ  ნაწილში  გესაუბრებით  უკვე    ეკომიგრირებულ  მოსახლეობათა რთულ  სოციალურ  ყოფაზე)

2013  წლის  მაისში  ბათუმში, აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის შენობასთან    სამთივიანი  მხურვალე  აქციები  მიმდინარეობდა – წალკის  რაიონიდან  ჩამოსული  ეკომიგრანტები, რომელთა  აბსოლიტურ  უმრავლესობას ხულოს  რაიონიდან  გადასახლებულნი  წარმოადგენდნენ, ეკომიგრანტის  სტატუსს  მოითხოვდნენ.  წალკაში  მცხოვრებ 2000-ზე  მეტ  ეკომიგრანტს  გამოსახლება ელოდებოდა. მთავრობამ კი  ეს  საკითხი  დღემდე  ვერ  მოაგვარა. ეკომიგრანტთა  საცხოვრებლით  და  მიწის  ნაკვეთით უზრუნველყოფაც  კი  აქამდე  გადაუჭრელ  პრობლემას წარმოადგენს.

რამ  გამოიწვია  აღნიშნული  პრობლემა?

როგორც  ზემოთ  აღვნიშნეთ  მიგრანტთა  უმრავლესობის  გადაადგილება  არ  იყო  ოფიციალურად  ფიქსირებული ანუ  სახელმწიფოს  მიერ ვერ  იქნა  სათანადოდ  კორდინირებული  მოსახლეობის  ჩასახლება  სხვადასხვა  რეგიონებში.

მოგახსენებთ,  რომ 10-15  წლის   წინ  ბერძნები  წალკის  რაიონში  სახლებს  უმნიშვნელო  ფასად,  ხშირ  შემთხვევაში  კი  მიწის  ნაკვეთების  არ   გაუქმების  მიზნით  უსასყიდლოთ  გასცემდნენ. სწორედ  ამით  ისარგებლეს  ხულოს  ეკომიგრანტებმაც  და  შეძლეს  აღნიიშნულ  რაიონში  ჩასახლება,  თუმცა ეს  პროცესი  სახელმწიფოს  არ  უზრუნველყოფია.  ბათუმში  მიმდინარე  აქციების  შემდგომ  კი  აჭარის  მთავრობამ  ეკომიგრანტებს  დაჰპირდა,  რომ  მათ  ბინებსაც  და  მიწის  ნაკვეთებსაც  ოფიციალურად  გადასცემდა,  თუმცა  როგორც  ჩანს  დაპირება  დაპირებად  რჩება. ეკომიგრანტთა  სოციალური  მდგომარეობა  კი  დღითიდღე  უარესდება.

ისინი ყოველდღე  ელიან  გამოსახლებას  ვინაიდან  სახლის  მეპატრონე  ბერძენი  მოსახლეობა  საბერძნეთიდან  ბრუნდება  და  ჩასახლებულებს  სახლების  დაცლას ან  ქირის  სახლით  წარმოუდგენლად  მაღალ  თანხას    თხოვენ. აღსსანიშნავია  ის  გარემოებაც,  რომ მრავალ  სულიან  ოჯახთათვის  ხშირ  შემთხვევაში  არ  არის  საკმარისი  სახლელმწიფო  სოციალური  დახმარება  თუ პენსია,  რაც სრულიად წარმოუდგენელს  ხდის  სახლის  ქირის  გადახდის  უნარიანობას.

 დასკვნა

დასკვნის სახით, მინდა აღვნიშნო, ორი მნიშვნელოვანი გარემოება-ერთი  ის  თუ  რა  დაგეგმარებები  ღონისძიებები  და  რატომ  უნდა  გატარდეს  რათა  შეჩერდეს  ეკოლოგიური  გადასახლების  პროცესი  ხულოს  რაიონიდან.  და, მეორე  ის  თუ  როგორ  გავაუმჯობესოთ  ეკომიგრანტთა  სოციალური  პირობები.

ვიდრე  დასკვნას  უშუალოდ  შევაჯამებდეთ, გვინდა, ერთი  ორი  სიტყვით  ხაზი  გავუსვათ  ხულოს  ღირსებებს.  მიუხედავად  ყველაფრისა  ხულოს  რაიონი  თავისი  განუმეორებელი მატერიალური  და  სულიერი  კულტურის  ძეგლებით  ერთ-ერთი  ყველაზე  გამორჩეული  რაიონია  აჭარის  ავტონომიურ  რესპუბლიკაში. აქ  მრავლად  მოიპოვება  უძველესი  ეპოქის, მიწის  წიაღში  თუ  ზედაპირზე  აღმოჩენილი,  არა  ერთი  მნიშვნელოვანი  ძეგლი, რომელთაც მუდმივი  გაფრთხილება  და  მოვლა-პატრონობა  ესაჭიროება. სწორედ,  ეს  არის  ერთ-ერთი  მთავარი  მიზეზი,  რომ  შევაჩეროთ  ეკომიგრაციის  პროცესი ტბელ  აბუსელიძისა  და ხიხანის  ციხის  სამშობლოში,  რათა  არ  დაგვეკარგოს  დიდი  გარჯით  შეკოწიწებული  ჩვენი  ისტორია.

ბუნებრივია, ჩვენ  ვერ  შევძლებთ  სტიქიური  უბედურებების  თავიდან აცილებას,  თუმცა,  ჩვენი  ძალისხმევით  უნდა  მოხდეს  სტიქიურ  საშიშროებათა  რისკების  გათვლა და მოსალოდნელი  შედეგების  შემსუბუქება.  ასევე  სტიქიური  უბედურებების  შემცირების  მიზნით  უნდა  მოხდეს  გარკვეული  სანქციების დაწესება ტყეებისა და სხვა ბუნებრივი  რესურსების  არარაციონალურ  ექსპლუატაციაზე. მოხდეს, აგრეთვე, ბუნებრივი  გარემოს  გეოლოგიური  შესწავლა და ხულოს  რაიონის  მოსახლეობის  სასოფლო  სამეურნეო  მოდერნიზებული  ტექნოლოგიებითა  და  სხვადასხვა  ვეტერინარული თუ მცენარეთა დაცვის მედიკამენტებით  მომარაგება.

აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს განათლების  სისტემას. სახელმწიფომ  სასურველია   გამოყოს  ასევე  გძელვადიანი  პროგრამები  ეკომიგრანტთა  დასახმარებლად და  დარჩენილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური  პირობების  გაუმჯობესებისთვის.  ვიმედოვნებთ, რომ ახალი  მთავრობის  პირობებში  აღმოიფხვრება  და  გაუმჯობესდება ჩვენს  მიერ  აღწერილი  სოციოლოგიური  პრობლემა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები