“გორის მერი რომ გავხდები, პირველ რიგში, ქალაქის უფლებებს დავიცავ”

ARIS ბლოგერი

ავტორი: შმაგი ბერუაშვილი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

ნინა წკრიალაშვილი-მომღერალი 36 წლის, დაიბადა ქალაქ გორში, შეძლებული ბიზმესმენის ოჯახში. და ძმას შორის ყველაზე უფროსია. უკვე თბილისში დაამთავრა თესეუს ფაკულტეტი სპეციალობით ფრანგული ენა და ლიტერატურა. ქართულ ესტრადაზე  ,,მატირე’’ გამოჩნდა, შემდეგ იყო ,,ტანგო’’ დუეტები კაბუსთან და მარკუს მეტრეველთან. პირველმა ქართულ შოუ ბიზნსიდან გადაიღო ჯურნალში სურათები ,,PLYBOY’’. იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო კონცერტებში და ღონისძიებებში, ექსპრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 2012 წლის ოქტომბრამდე იყო კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა სამმართველოს უფროსი. განქორწინებულია და ჰყავს 16 წლის ვაჟი, სანდრო.

ყველასათვის ცნობილი პიროვნება ხართსაინტერესოაროგორი ბავშვობა გქონდათ.

ჩემი ბავშვობა ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი ცხოვრებიდან, დავიბადე ქალაქ გორში, დიდ ოჯახში, ვცხოვრობდით დედა, მამა, ბებია, ბაბუა, და და ძმა. საკმაოდ ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა.

ყველაზე ხშირად რითი ერთობოდითთქვენი საყვარელი სათამაშო.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ცუდად ვიქცეოდი, ბიჭებს ვცემდი და ამოს გამო დედაჩემს ხშირად უწევდა სკოლაში სიარული. დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში და ვმღეროდი ანსაბლში ,,აი ია’’. 6 წლის ასაკიდან ძალიან დაკავებული ვიყავი და სატამაშოდ არ მეცალა. არასდროს მიყვარდა სათამაშოები, ჩემი საყვარელი თამაში ეზოში იყო მამის, ან ბაბუის მანქანაში საჭესთან ჯდომა და მუსიკის მოსმენა. როცა არ ვჩანდი, დედა ყოველთვის გაჩერებული მანქანის საჭესთან მპოულობდა.

ხშირად ჩხუბობდით დაძმები?

2014052217435620468 (1)უფროსი შვილი მე ვარ და როცა ვინმე რამეს ვაშავებდით მე მხვდებოდა ყველაზე მეტი (იცინის) პრინციპში ყველაზე რთული ბავშვი ოჯახში მე ვიყავი. ვაპროტესტებდი ძალიან ბევრ რამეს და ძალიან დავღალე ჩემები ბავშვობიდან. მე და ჩემი და ვჩხუბობდით, ჩემი ტანსაცმლის გამო, მას ყოველთვის სურდა ჩემი სამოსის ჩაცმა, რამდენჯერაც ვათხოვე გააფუჭა და აღარ ვაძლევდი, ის კიდევ მეხვეწებოდა დღეს არ გავაფუჭებ მათხოვე-ო და ყოველთვის იგივე მეორდებოდა, დახეული ტანსაცმელი მოჰქონდა სახლში. შტერი ბავშვი იყო და ყველა შარვალს მიხლის ადგილას გამოხეული ჰქონდა, არადა მე ბავშვობიდან ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი, ჩემით შერჩეული ტანსაცმელი ჩამომქონდა, მაშინ ძალიან რთული იყო ქვეყნიდან გასვლა, აქ არ იშოვებოდა არაფერი და ძალიან მენანებოდა. ვჩხუბობდით, როცა ჩემი მეგობრები მოდიოდნენ ჩემთან სტუმრად, ჩვენ ჭორაობა გვინდოდა და ჩემს დასა და ძმას აინტერესებდათ რაზე ვსაუბრობდით, ჩვუმად გვისმენდნენ და ამის გამო ძალიან მ აგრად ვჩხუბობდით.

გათამამებული ბავშვი იყავითაკეთებდით მას რაც გსურდათ.

მამა მათამამებდა, დღეს, რომ ვიხსენებ მიკეთებდა იმაზე მეტს ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ მკაცრიც იყო, ხოლო დედა კი მომთხოვნი, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბავშვობიდან რაც არ მომწონდა ვაპროტესტებდი და რაც არ მინდოდა არაფრის და არავის გამო არ ვაკეთებდი.

როგორია ნინა მშობლიურ გარემოში?

როგორია და როგორი აქტიურიც ოჯახის გარეთ, ისეთივე პასიური ვარ მშობლიურ გარემოში, როცა დედა ჩემთანაა არაფერს ვაკეთებ, მინდა, რომ დედამ მომიაროს. ყავასაც კი დედა მიკეთებს და ყველაზე მეტად მიყვარს ეს პროცესი. თავის ისევ ბავშვი მგონია და ბედნიერი ვარ. მე 16 წლიდან მარტო ვცხოვრობ და დღემდე მე და ჩემი შვილი ვცხოვრობთ ერთად. ამიტომ მიყვარს ჩემებთან ყოფნა, მაგრამ დიდხანს ვერ ვძლებ, გადაჩვეული ვარ სახლში ბევრ ხალხს და ხმაურს.

როგორი ურთიერთობა გაქვთ მამასთან?

მე და მამა ძალიან ვგავართ ხასიათით ერთმანეთს, განსაკუთრებულად გვიყვარს ერთმანეთი. მაგრამ ხშირად გვიწევს კამათი, განსაკუთრებით პოლიტიკაზე და თვეობით არ მელაპარაკება, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ძალიან ერთგულები ვართ ჩვენი პრინციპების მიმართ, არც ერთი არ ვთმობთ პოზიციებს და დღემდე გონია, რომ პატარა ვარ და არ მესმის, არადა მე უკვე ძალიან დიდი ვარ, როცა გაბუტული არ არის მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს.

რომელ სკოლაში სწავლობდით თბილისში გადასვლამდე და როგორი კლასელები გყავდათ.

სკოლა გორში დავამთავრე და მერე გადავედი თბილისში. იქიდან გამომდინარე, რომ მამას ყველა ბიზნესი თბილისში ჰქონდა მანამდე ვერ გადავედი, ჩემი მშობლები დღემდე გორში ცხოვრობენ. რაც შეეხება კლას არაჩვეულებრივი კლასელები მყავდა.

 იმის გამო ხომ არ მეგობრობდნენ თქვენთანრომ შეძლებული ოჯახიდან იყავით,ხშირია ასეთი ამბები

ზოგი, ალბათ, მაგის გამოც მეგობრობდა ჩემთან არ ვიცი, მაგრამ მე შემომრჩა ბავშვობის მეგობრები, რომლებმაც დროს გაუძლეს. მე ვინც კარგად მიცნობს დამეტანხმება, რომ ადვილია ჩემთან ურთიერთობა და არ მიჭირს მეგობრობა.

რასფიქრობ გორზე და გორელებზე.

სამწუხაროდ მე კარგად აღარ ვიცი რა ხდება გორში, იშვიათად მიწევს იქ ჩასვლა, მაგრამ რასაც ვუყურებ საინტერესო არაფერი არ ხდება და გული მტკივა.

როდისმე ,,გაგტყდომიათ” გორელობა?

არა რა სისულელეა, მე მეამაყება ჩემი ოჯახი და არასოდეს არ დამიმალავს, რომ გორელი ვარ. ყველას ჩემნაირი ბავშვობა, რომ ჰქონოდა ბევრად ნაკლები ბოროტი და კომპლექსიანი ადამიანები იქნებოდნენ სამყაროში.  მთავარი ტვინის მდგომარეობაა და არა დაბადების ადგილი.

 გორის მერი, რომ გახდეთ, პირველრიგში რას შეცვლიდით?

ჩემი გადმოსახედიდან მიყვებიან დინებას და ალბათ მოსაწყენია იქ ცხოვრება. ჩემი ნება, რომ იყოს ბევრ რამეს შევცვლიდი. ახალგაზრდობას გავახარებდი და ცოტა მეჩვენება, რომ ქალების უფლება ბოლომდე ისე არ არის დაცული, როგორც მე გამიხარდებოდა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები