Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საქართველოს პარლამენტის მოდელირებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს პარლამენტის მოდელირებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
March 18
17:55 2015

თუ გსურს გაიღრმავო ცოდნა ქვეყნისათვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე და შეხვდე პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, მკვლევარებს!

“საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი”, 25 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით გთავაზობთ საქართველოს პარლამენტის მოდელირების გაზაფხულის სესიას 15-23 წლამდე ახალგაზრდებისათვის.

➤ პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ მიმდინარე აქტუალურ საკითხთებთან დაკავშირებით, გაეცნობიან საქართველოს პარლამენტის მუშაობის სპეციფიკას. აღნიშნული პროექტი უნიკალურია, რადგან მონაწილეები მომავალ ლიდერებად ჩამოყალიბდებიან და მომავალში საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარადგენენ საკუთარ ქვეყანას.

➤ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გახდნენ მოვლენათა მონაწილენი და თავად გადაწყვიტონ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მოდელირებაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და სურთ საკუთარი შეხედულებები კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით გაუზიარონ თანატოლებს.

გარდა აკადემიური ასპექტებისა, აღნიშნული პროექტი საშუალებას აძლევს მონაწილეებს შეიძინონ ახალი მეგობრები/თანამოაზრეები და მათთან ერთად განივითარონ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები, მათ შორის არაფორმალურ გარემოში.

25-26 აპრილი დაეთმობა საკომიტეტო სამუშაოებს, ხოლო 27 აპრილი პლენარულ სხდომას.

“საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი” უზრუნველყოფს მონაწილეებს სამჯერადი კვებითა და ყველა იმ საჭირო ატრიბუტით, რაც აუცილებელია სრულფასოვანი მოდელირების ჩატარებისთვის.

➤ ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი ორენოვანი(ქართული და ინგლისური) სერტიფიკატები.

➤ სესიის მრავალრიცხოვანი პარტნიორებისგან დასაჩუქრდებიან გამორჩეული მონაწილეები, მათ შორის მნიშვნელოვანი ფასიანი პრიზებით.

➤მოდელირებაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს.

მოდელირებაში კომიტეტის ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტების სახით მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმები. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 20 მარტი 19:00 საათი.

სააპლიკაციო ფორმა კომიტეტის ხელმძღვანელებისთვის

სააპლიკაციო ფორმა ჟურნალისტებისთვის

სააპლიკაციო ფორმა დელეგატებისთვის

 

260 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031