Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ფემინიზმი – მსოფლიო და საქართველო

ფემინიზმი – მსოფლიო და საქართველო
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 19
11:24 2015

ავტორი: ანა სოლაშვილი

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერისტეტის სტუდენტი

ფემინიზმი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობაა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და მათი გათანასწორება ყველა სფეროში. ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძველ ჩინეთში გამოჩნდა.

თუმცა, თანასწორობის პირველი რადიკალური მოთხოვნა გაჩნდა XVIII საუკუნის ბოლოს , როდესაც სუსტი სქესის ზოგიერთ წარმომადგენელს თავისი სოციალური მდგომარეობა საშუალებას აძლევდა მიეღო განათლება და გამხდარიყო  ცნობილი მწერალი ან მსახიობი. 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციამ წარმოშვა ბევრი ახალი რადიკალური იდეა და შთააგონა მერი უოლსტოუნკრაფტს დაეწერა თავისი კლასიკური „ქალთა უფლებების დაცვა“. იდეამ განსაკუთრებით ფართო აუდიტორია 1840-1850 წლებში მოიპოვა, როცა დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში სუფრაჟისტების მოძრაობამ იჩინა თავი. ასე აგორდა „ფემინიზმის პირველი ტალღა“, რომელსაც შემდეგ მოჰყვება „ფემინიზმის მეორე ტალღა“, როდესაც განმათავისუფლებელი მოძრაობა უფრო რადიკალურია. ის გამოირჩევა რევოლუციური მოთხოვნებითაც კი.

ტერმინი „ფემინიზმი“, პირველად 1895 წელს იხმარა ელის როსიმ, როგორც ქალთა მოძრაობის აქტივისტების იდეოლოგიის აღმნიშვნელი სიტყვა. ფემინიზმი , როგორც თეორია წარმოიქმნა ქალთა მრავალსაუკინოვანი დისკრიმინაციის , ისტორიული უსამართლობის , პატრირქალური წყობის, მამაკაცის დომინირების უალტერნატივობის კრიტიკის შედეგად.

რეფორმატორ ქალებსა და მათ მხარდამჭერ მამაკაცებს მიაჩნდათ , რომ საარჩევნო უფლებების მიღება იყო მათი უმნიშვნელოვანესი მიზანი. XIX საუკუნის შუა წლებში, ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო უფლებების მოპოვების მიზნით კამპანიების გატარება დაიწყო. ამ მცდელობებმა გარკვეული გარდაქმნები მოახდინეს, თუმცა ტრადიციული დამოკიდებულება ძნელად იცვლებოდა. ბრიტანეთში , მაგალითად ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭების პირველი წიინააღმდეგი თავადაც ქალი დედოფალი ვიქტორია იყო.

ფემინიზმის განვითარების ახალი ეტაპი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. თანამედროვე ეტაპზე გამოყოფენ ფემინიზმის რამდენიმე სახეს:

  • ანარქისტული ფემინიზმი – ქალთა მოძრაობის აქტივისტების იდეოლოგია, რომლებიც გამოდიან ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის , იერარქიის , ძალაუფლების წინააღმდეგ. ისინი რეფორმების გასატარებლად ქალთა რევოლუციურ ქმდებებს ემხრობიან.
  • ეგალიტური ფემინიზმი- მამაკაცის და ქალის პიროვნული არსის თანასწორობის მტკიცება. მისი მიმდევრები უარყოფენ ქალში ქალური საწყისის , ქალური სექსუალობის არსებობას.
  • ეკონომიკური ფემინიზმი- მიმდინარეობა, რომელიც სწავლობს ქალთა როლს ეკონომიკურ პროცესებში, შრომის გენდერული დიფერენციაციის პრაქტიკებს, ეკონომიკურ კრიზისების გავლენა ქალთა მდგომარეობაზე, ქალთა დისკრიმინაციის ეკონომიკურ მახასიათებლებს.
  • ლესბოზელური ფემინიზმი – ფემინიზმის მიმართულება, რომლის მიმდევრები იბრძვიან მსოფლიო ცივილიზაციაში ლესბოსელთა უფლებების დასაცავად, ლესბოსელური სუბკულტურის ღვაწლის აღიარებისთვის, სოციალურ კონსტრუქციებში სპეციპიკური ქალური გამოცდილების დასამკვიდრებლად.
  • ლიბერალური ფემინიზმი- ამ მიმართულების მიზანია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიღწევა როგროც პოლიტიკურ , ასევე სოციალირ სფეროში. იგი ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციის დროს აღიარებულ „ბუნებრივი უფლებების“ კონცეფციას ეყრდნობა.
  • ნეო-ფემინიზმი-ფემინისტური იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება პატრიარქალურ საზოგადოებაში გაბატონებულ წარმოდგენას ქალის, როგორც მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქციის შემსრულებლის როლს. ნეო-ფემინისტები თვლიან, რომ დედობა ქალის ვალდებულება კი არა, არჩევანი უნდა იყოს. ამიტომაც ისინი იბრძვიან ოჯახის დაგეგმისა და შეგნებული დედობის ცნებების დასამკვიდრებლად.

პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) წინ  რამდენიმე სახელმწიფომ (ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ, ფინეთმა და ნორვეგიამ ) ქალებს საარჩევნო უფლება მიანიჭა. სხვა ქვეყნებში კი სიტუაცია სულ უფრო მძაფრდებოდა. ყველაზე მეტად აღსანიშნავია ბრიტანეთი, სადაც 1903 წელს მისის ემელინ პენხერსტის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საარჩევნო უფლებებისთვის მებრძოლ ქალთა საზოგადოება, რომლის წვრებს, როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ სუბრაჟისტები ეწოდებოდათ. მიზნის მისაღწევად სუფრაჟისტები ხშირად მიმართავდნენ უკიდურეს მეთოდებს -ეჯაჭვებოდნენ რა სახელმწიფო შენობების გალავნებს და ხელს უშლიდნენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხვედრის ჩატარებას.

დაპატიმრების შემთხვევაში კი, განაგრძობდნენ ბრძოლას და ხშირად შიმშილობასაც კი მიმართავდნენ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს ბევრამ სუფრაჟისტმა თავი დაანება ბრძოლას და ომში წასული მამაკაცების მაგივრად მათ სამუშაო ადგილებზე დაიწყო სამსახური. მათმა აშკარა კომპეტენტურობამ დაამტკიცა ქალის შესაძლებლობები და დაამსხვრია პოლიტიკური თანასწორობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები. სუფრაჟისტების ახალი გამოსვლების თავიდან ასაცილებლად, ბრიტანეთის მთავრობამ ქალებს საარჩევნო უფლება მიანიჭა.

ომის შემდგომ პერიოდში აშშ-სა და ევროპის ბევრ ქვეყანის ხელისუფლებამაც დააკმაყოფილა ქალთა მოთხოვნები. წლების შემდეგ ქალებისათვის ხელმისაწვდომი გახდა სამუშაო ადგილი, მათ შორის საოფისე და მომსახურების საქმე ყველაზე სწრაფად ვითარდებოდა. თუმცა ქალებს მაინც ნაკლებს უხდიდნენ, ვიდრე მამაკაცებს და არ სთავაზობდნენ ტრადიციულ მამაკაცურ თანამდებობებს. პოლიტიკასა და ბიზნესში ქალები ისევ უმცირესობას წარმოადგენდნენ.  ფემინისტები ასევე ეხებოდნენ ნაკლბად პოპულარულ პრობლემებს, როგორიცააა აბორტი და სექსუალური ძალადობა. 1990-იან წლებისთვის განთქმულამ ფემინისტმა მწერლებმა დიდი წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივი აზრის სასიკეთოდ შეცვლის მხრივ. ამასობაში მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ქალები ისევ მოკლებულნი არიან ელემენტარულ უფლებებს, მაგალითად საკუთარი სურვილით დაქორწინების უფლებას. კულტურა და რელიგია კიდევ უფრო ართულებსსიტუაციას, მაგალითად კათოლიკური ეკლესია, ისლამური ფუნდამეტალიზმი აფერხებს თანასწორობისათვის მოძრაობას. ამრიგად „ქალთა საკითხი“ საბოლოოდ დღემდე არ არის გადაწყვეტილი.

სადაც, ამდენი ვისაუბრეთ, ევროპასადა ამერიკაში განვითარებულ ფემინიზმზე დროა საქართველოსაც შევეხოთ.  „მხოლოდ ნამდვილ კარგ ქალს შეუძლია, ჩაიდინოს ნამდვილი სისულელე“ -წერდა ოსკარ უაილდი. ძნელი სათქმელია , იტყოდა თუ არა იგივეს მწერალი ქართველი ქალების მიმართაც, რადგან თამარ მეფისა და ქეთევან დედოფლის იდეალებზე გაზრდილ ქართველ მანდილოსნებს დრო ყოველთვის ყველაფრისთვის ჰქონდათ გარდა სისულელის ჩადენისა და ქალური სისუსტის გამოვლენისა.

საქართველოს ისტორიაში, ქართველ ქალს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. იგი ხშირად ყოფილა გმირობისა და თავდადების მაგალითი. მაია წყნეთელი, ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა თუ ოთარაანთ ქვრივი დიდსულოვნებისა და გმირული შეერთების სიმბოლოები იყვნენ. მათი თავგანწირვა და სულიერი სიძლიერით ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა, ყოველ ქართველ ქალს ავალდებულებდა, ყოფილიყო მათი ღირსეული მემკვიდრე. ქართველ ერს არანაკლები სიძლიერის ერთი მითიური, მაგრამ მაინც ქართველი ქალი ყავს, რომელიც აგრეთვე რთული არჩევანის წინაშე იდგა და განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილი მანდილოსნებისგან, უდიდესი მსხვერპლი მამაკაცისადმი სიყვარულისთვის გაიღო – დათმო ოჯახიცა და სამშობლოც.  მედეა საქციელი ალბათ ნებისმიერი ევროპელი ქალისთვის მართლაც გმირობისა და ქალური სულის გამოძახილი იქნებოდა, მაგრამ არა ქართველისთვის.უძველესი ტრადიციის თანახმად ქართველი ქალი პირველ რიგში დედაა და ეს მენტალიტეტი დღემდეა ჩვენში აგმჯდარი.

საქართველოშიც გაიდგა ფემინიზმა ფესვები, მაგრამ არა ისე ღრმად და მყარად როგროც ეს ევროპაში. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში კი ჩვენს ისტორიასა და წარსულზე.

თამარ მეფისა და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში, ძნელია, ისეთი იდეოლოგიის დანერგვა და გავრცელება, როგორიც ფემინიზმია, რადგანაც ქართული კულტურა, სარწმუნოება და ტარდიციები განსხვავდება ევროპულისგან. თუმცა მიმდევრები საქართველოშიც ჰყავს, მათ შორის მცირე რაოდენობით , მაგრამ მაინც არიან მამრობითი სქესის წარმომადგენლები, ვინც მიიჩნევს, რომ ქალი მხოლოდ სახლის საქმეებისა და დედობისთვის არ არსებობს , ქალსაც შეუძლია იყოს ისეთივე მოქალაქე როგროც მამაკაცს. ქალებმა ბევრი იბრძოლეს იმისთვის, რომ მოეპოვებინათ მუშაობისა და არჩევნებზე მონაწილეობის უფლება, მათ შორის კი ქალებმა და მათ შორის ქართველმა ქალებმა შეძლეს უფლებების მოპოვება პოლიტიკაში და არაერთი ქართველი თუ ევროპელი ძლიერი პილიტიკოსი ქალი გვყავს, მათ შორის გამოვარჩევდი მარგარეტ ტეტჩერი, რომელსაც რკინის ლედასაც ეძახოდნენ.  მიუხედავად ამისა  ბევრ ქვეყანაში ქალებს გარკვეული დოზით მაინც აქვთ შეზღუდული უფლებები, მაგრამ იმედს ვიტივებ, რომ მალე რელიგიური თუ კულტური საკითხების გათვალისწინებით სრულიად დაიმსხვრება სტერეოტიპი , რომ არ შეიძლება ქალი იყოს ისეთივე ძლიერი როგროც მამაკაცი!

 

2,294 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031