მასობრივი გადაწერა გამოცდაზე, რომლის მსგავსიც ჯერ არ გინახავთ (ვიდეო)

ვიდეო

ინდოეთის სკოლებში გამოცდებზე გადაწერა უკვე დიდი ხნის პრობლემაა. თუმცა ამ კვირაში გამოცდებზე მომხდარმა მასობრივმა გადაწერამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ინდოეთის აღმოსავლეთის შტატ ბიჰარში მე-10 კლასის სახელმწიფო  გამოცდას მოსწავლეთა მშობლები, მეგობრები და ახლობლები სკოლის ფანჯრებიდან გულშემატკივრობდნენ, უფრო კონკრეტულად კი ფანჯრებიდან ე.წ. ,,შპარგალკებს” აწვდიდნენ.

,,მშობლები კედლებზე ისე არიან აცოცებულები, როგორც ადამიანი ობობა” – წერს ამ ფაქტზე ცნობილი ამერიკული გამოცემა The Washington Post.

მიუხედავად მშობლების მონდომებისა, ვიდეოში ჩანს რომ რამდენიმე მოსწავლეს დამკვირვებლებმა ,,შპარგალკები” წაართვეს და არც ფიზიკური შეურაცხყოფა დავიწყნიათ.

აღსანიშნავია რომ ინდოეთის შტატ ბიჰარში ეს პრობლემა წლებია არსებობს. მიღებულია სპეციალური კანონიც, რომელიც მსგავს ქმედებებს სჯის. მას შემდეგ რაც ეს კანონპროექტი დამტკიცდა უამრავი მე-12 კლასელი სკოლიდან გარიცხეს.

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები