Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კოფეინის თაობა

კოფეინის თაობა
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 20
11:25 2015

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

სამსახურში მივედი და სანამ ჩანას მივაგდებდი მაგიდაზე, ყავა დავისხი. ჩვეულებრივ, რძიანი ყავა მიყვარს, ორი კოვზი შაქრით, მაშინაც ასე მოვიქეცი, თუმცა მემწარა. მივხვდი, გემო დაკარგა, ან უბრალოდ იმდენად მივეჩვიე მას, ვეღარ ვგრძნობდი.  ყავა ბევრჯერ დამხმარებია ფინალური გამოცდების დროს და ხშირად ერთმანეთის მხარდამხარ გვიომია ძილის წინააღმდეგ.  ერთგული მეგზური და ძილის წინააღმდეგ მებრძოლია და იმიტომ.  

დიახ, ძილი არ მჭირდება. ცხოვრების წესმა განაპირობა ჩემი მისდამი ასეთი დამოკიდებულება. ამიტომ გახდა ყავა საჭირო, ყოველდღიური სასმელი.  ახლა ის დროა, როდესაც წუთი წამსაც აღარ შეიცავს, ისე მალე გადის და ხელიდან გვეცლება. სწორედ ამიტომ  წუთები, რომლებსაც ჩვენს ძილს ვუთმობთ, აღარ გვეპატიება.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  

ყოველდღიურობა იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, ემოციაც კი აღარ დაყვება თან, არა თუ დრო. ჩვენ  კოფეინის თაობა ვართ, რომელთაც აღარ აქვთ  ძალა და ენერგია სიცოცხლისთვის. სწორედ ამიტომ სტიმულატორებზე „შევჯექით.“ ვერაფერს იტყვი,  მოდის გამოძახილიცაა,  გარშემო ყველა რომ  ყავის თერმოსით მოძრაობს. ვერავის გაამტყუნებ, შესაძლოა მათ არც აქვთ ფუფუნება ფინჯანი ყავისთვის, რადგანაც – „დრო ფულია“, ფული კი ყველასათვის ერთნაირად სასურველი ხელის ჭუჭყი.

ჩემს გარშემო არიან სტუდენტები, რომელთაც დაახლოებით 2-3 საათი სძინავთ და ეს მათთვის სრულიად საკარისია. მუშაობენ, სწავლობენ, არ აკლდებიან კონფერენციებს და სტიპენდიებისთვის იბრძვიან. აქ გამძლე, მტკიცე ნებისყოფიანი და მონომებული ხალხი იმარჯვებს. სხვებისთვის ადგილი უბრალოდ არ მოიძებნება. ჩვენს თაობაში დიდი კონკურენციაა, ბრძოლა გადარჩენისთვის, ბრძოლა მიზნებისთვის, ბრძოლა ოცნებებისთვის. მთავარი ჯილდო მას ერგება, ვინც ნაკლებს დაიძინებს, მეტს ისწავლის და რა თქმა უნდა, ბოლოს ერთ-ორ ადამიანს ჩამოაგდებს სკამიდან.

348 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031