Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„ძიძის სანდოობის ინდიკატორად გვევლინება თავად ბავშვის ქცევა“

„ძიძის სანდოობის ინდიკატორად გვევლინება თავად ბავშვის ქცევა“
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 23
11:57 2015

ავტორი: მარიამ შენგელია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი    

      

საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის ზრდის გამო, ბავშვის აღმზრდელის დაქირავება საჭიროებად გადაიქცა.  ძიძა სწორედ ის ადამიანია, რომელიც პატარასთან დღის უდიდეს ნაწილს ატარებს, ზოგჯერ მშობელზე უფრო მეტ დროს,ამიტომ მშობელმა უნდა შეარჩიოს ისეთი ადამიანი,რომელსაც ანდობს მის აღზრდას.

ძიძამ დანაშაული რომც არ ჩაიდინოს, რისკები მაღალი რჩება – შესაძლოა, ბავშვის აღზრდაში მან ნეგატიური წვლილი მაინც შეიტანოს. ეს განსაკუთრებით იმ მოზრდილი ასაკის ბავშვებს ეხებათ, რომელთაც სოციალური უნარ-ჩვევები ახლა უყალიბდებათ. 

ალბათ, ხშირად გინახავთ სოციალურ ქსელში მსგავსი სტატუსები თუ განცხადებები: – „თუ თქვენს შვილს ქვია ლიზა, დაახლოებით 3წლის, ახურავს  ვარდისფერი ქუდი და ვაკის პარკში დაყავს ძიძას, მხრებამდე ღია ფერის თმით, იცოდეთ, რომ ის თქვენს შვილს ძალიან უხეშად ექცევა, თითქმის ცემს. ხალხში თუ ასე ექცევა, სახლში რას უზამს“. ლოგიკურია, ჩნდება კითხვა – რა კრიტერიუმებით შევარჩიოთ ძიძა და როგორ დავრწმუნდეთ მის სანდოობაში? – ამ და სხვა საკითხებზე კლინიკური ფსიქოლოგი,არტ-თერაპევტი ირმა კვაჭაძე გვესაუბრა:

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!

 

– „ძიძა არის ოჯახის ახალი წევრი, რომელსაც პატივი უნდა სცეს მთლიანმა ოჯახმა, რადგან მას უნდა ანდოთ ყველაზე საპასუხისმგებლო ფუნქცია-ბავშვის აღზრდა. საჭიროა თავიდანვე იყოს შეთანხმებული აღზრდის სტილი, წახალისების და დასჯის მეთოდები. ამ ურთიერთობისას მშობელს აქვს პრიორიტეტი თავად აირჩიოს გარკვეულო ტიპის მეთოდოლოგია რის შესრულებასაც მოსთხოვს ძიძას. მნიშვნელოვანია ძიძამ იცოდეს ბავშვის განვითარების სტადიები, უზრუნველყოს ძილის და კვების რეჟიმის დაცვა, თამაშის მეშვეობით მოხდეს მსხვილი და წვრილი მოტორიკის განვითარება და ა.შ. მთავარი კრიტერიუმი რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს არის ბავშვის სიყვარული და ფსიქიკური მდგრადობა, რათა გამოვრიცხოთ ქცევითი და ემოციური დისბალანსი ბავშვთან ურთიერთობისას”.

– როგორ დავრწმუნდეთ მის სანდოობაში?!

– მნიშვნელოვანია აღმზრდელთან უშუალო ურთიერთობა სანამ მარტო დავუტოვებთ მას ბავშვს, ვიკონტაქტოთ მასთან და გავიცნოთ პიროვნულად. ამის შემდეგ კი ძიძის სანდოობის ინდიკატორად გვევლინება თავად ბავშვის ქცევა, ხომ არ არის ზედმეტად გაღიზიანებული, ხომ არ დაერღვა ძილის რეჟიმი, ხომ არ მოემატა შფოთვა, თუ მსგავსი სიმპტომები იჩენს თავს საჭიროა ძიძის შეცლა.

– რა ასაკობრივი პერიოდიდან არის სასურველი ძიძის შერჩევა?

– ძნელია ცალსახად დასახელდეს ასაკი, რა თქმა უნდა დედასთან ურთიერთობა ბავშვისთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა, მაგრამ ცხოვრების რეჟიმის გამო ძნელად თუ ახერხებს მშობელი ბავშვთან ინტენსიურ ურთიერთობას.სასურველ ასაკად სამი წლის შემდეგ ითვლება ძიძის ყოლა, რადგან ამ პერიოდიდან ნაკლებია დედასთან მიჯაჭულობის განცდა. თუმცა არის შემთხვევები როდესაც აუცილებელი ხდება რამდენიმე თვის ბავშვის დატოვებაც. ამ შემთხვევაში, მთავარია მშობლისა და ბავშვის ერთად გატარებული დრო იყოს ძალიან ინტენსიური, დადებითი ემოციებით დატვირთული და სახალისო.

– როგორი ხერხით ჯობია შერჩევა რეკომენდაციით თუ სააგენტოს მეშვეობით?

– სრულ გარანტიას, რა თქმა უნდა ვერც სააგენტო მოგვცემს და ვერც რეკომენდირებული ადამიანი იქნება ჩვენი მოლოდინების იდენტური. პირველ რიგში მნიშვნელოვანია რომ ძიძის შერჩევისას მშობელი იყოს ძალიან ყურადღებიანი. უყუროს ბავშვისა და პოტენციური ძიძის ურთიერთობას. საბედნიეროდ არსებობს ბევრი სააგენტო, ტრენინგ ცენტრი რომელთა მეშვეობითაც ნებისმიერს დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიგოს აღზრდასთან დაკავშირებული ნიუანსები. მაგ. ის რომ 2.5-3წლის ასაკში ხდება დამოუკიდებლობის განცდის ჩამოყალიბება და აუცილებელია პატარ-პატარა ინიციატივების წახალისება, რომ აკრძალვა არ უნდა იყოს შიშის მომგვრელი და ა.შ.

– რა რჩევას მისცემდით მშობლებს, რომლის შვილსაც ძიძა ზრდის?

– მთავარი არ არის ბავშვთან გატარებული დროის ხანგრძლივობა, მთავარია ერთად გატარებული დროის ხარისხი, ამასთან მნიშვნელოვანია მშობელმა ყურადღება ადევნოს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, განვითარებას (შეესაბამისება თუ არა ბავშვის განვითარება ასაკს) ამისთვის საჭიროა აღზრდაზე პასუხისმგებლობა არ გადავაბაროთ მთლიანად ძიძას.

535 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031