ნუ გეშინია ჩაჭრის!

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

დიდი ადამიანების გზა, სულაც არ ყოფილა ისეთი მარტივი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ზოგი გამოცდაში ჩაიჭრა და უდიპლომოდ დარჩა, ზოგსაც „უნიჭო“ უწოდეს და მომავლის იმედი ჩაუკლეს.  მათთვის ეს არ გამხდარა მიზეზი ყურების ჩამოყრის და უმომავლობის. ვცადე შემეკრიბა ინფორმაცია და ამ პოსტში მინდა  შემოგთავაზოთ, ყველასათვის ცნობილი 9 ადამიანის ისტორია, რათა საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნოთ.

ოტია იოსელიანი:  მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა და ინსტიტუტის გარეთ დარჩა, დაბრუნდა სოფელში და გულმოსულმა სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებინა, ქართული სხვაზე ნაკლებად არც მან იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო.

ეუბნებოდნენ: “ძალიან, რომ მოინდომო, საბავშვო მწერლად იქნებ გამოდგეო.”

,,ვითომ საბავშვო მწერლობა პატარა ამბავი ყოფილიყოს” – იხსენებს მოგვიანებით  ოტია. 1957 წელს ოტია იოსელიანის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მისი პირველი რომანის განხილვისას მოსკოვში, კრიტიკოსების მხრიდან ეჭვიც კი გამოითქვა, რატომ უნდა განხილულიყო ეს რომანი ტოლსტოის დონეზე, იმდენად მაღალი შეფასება მოიპოვა მისმა ნაწარმოებმა.

მარკ ცუკერბერგი –  მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სოციალური ვებ-გვერდის, Facebook -ის, დამფუძნებელი და ბიზნესმენია, რომელიც ფორბსის 2014 წლის მონაცემებით რამდენიმე  მილიარდის მფლობელია. ცუკერბერგმა Facebook-ი შექმნა თანაკურსელებთან ერთად, ჰარვარდში სწავლის პერიოდში.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]

 

მარკმა თავისი პროდუქტი მსოფლიო ქსელში გაუშვა 2004 წლის 4 თებერვალს, ჰარვარდის ერთი პატარა ოთახიდან. ძალიან მალე მისი შექმნილი საიტი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მან გადაწყვიტა თავისი პროდუქტისგან ბიზნესი წამოეწყო. ცუკენბერგმა  თავისი ბიზნესის განვითარებისათვის მთელი დანაზოგი დახარჯა და როდესაც მიხვდა, რომ დამატებით დაფინანსება სჭირდებოდა, სწავლა მიატოვა და რამდენიმე მეგობართან ერთად გაემგზავრა კალიფორნიაში, ინოვაციური კომპანიების სამშობლოში.

ბილ გეიტსი –  კომპანია Microsoft-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელია. მისი პირადი კაპიტალი ფორბსის 2013 წლის მონაცემით შეადგენს 61 მილიარდ დოლარს. Microsoft-ის წლიური შემოსავალი 2007 წლისათვის 51.2 მილიარდი დოლარი იყო; დასაქმებულია 78 000 ადამიანი მსოფლიოს 105 ქვეყანაში, სადაც „მაიკროსოფტს“ საკუთარი წარმომადგენლობები აქვს. 1973 წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ძალიან მალე დატოვა სასწავლებელი, რათა მთელი ენერგია ”Microsoft-ის” განვითარებისათვის გამოეყენებინა.

უოლტ დისნეი:  მსოფლიოში რამდენიმე ასეული პერსონაჟის ავტორი ყოველთვის წარმატეული არ ყოფილა. კარიერის დასაწყისში დისნეი ერთ-ერთი გამომცემლობის კასტინგზე მივიდა. კომპანია ვაკასიას კარიკატურის სპეციალობაზე აცხადებდა. მათ დისნეის უარი უთხრეს „ხატვის არ ცოდნისა და წარმოსახვის  არქონის“ გამო.

სტივენ სპილბერგი: ცნობილი რეჟისორი კინოფაკულტეტზე არ მიიღეს. უთხრეს, რომ უნიჭო იყო და კარი ცხვირწინ მიუკეტეს. სწორედ მაშინ გადაწყვიტა , რომ რაღაც ახალი უნდა  ეცადა, Universal-ში მივიდა და 20 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “Emblin” უჩვენა დამსწრეთ. კომპანიამ კონტრაქტი მაშინვე გაუფორმა.

ალბერტ აინშტაინი:  ნობელის პრემიის ლაურეატი ალბერტ აინშტაინი 4 წლამდე საერთოდ ვერ ლაპარაკოდა, ხოლო კოლეჯში უკანასკნელ მოსწავლე ითვლებოდა. მისი ფიზიკის მასწავლებელი ამბობდა, რომ ფიზიკა და პატარა ალბერტი ერთმანეთისგან ძალიან შორს იყვნენ. სწორედ ამიტომ, ალბერტს ანგარიშზე უამრავი დაბალი ქულა იყო.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი:  ლუდვიგს საერთოდ არ დაუმთავრებია კოლეჯი, რადგან მუსიკაზე იყო კონცენტრირებული. მისი მუსიკის მასწავლებელი კი ამბობდა, რომ პატარა ბიჭი იმდენად უიმედო იყო, მხოლოდ სახლში უნდა დაეკრა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც მის გარდა არავინ იქნებოდა ოთახში.

ისააკ ნიუტონი: ისააკ ნიუტონის ისტორია ყველაზე უფრო მძიმეა. ის ბევრჯერ დაითხოვეს სკოლიდან, რადგან ოლიგოფრენიით (ჭკუასუსტობა) დაავადებული ეგონათ.

დიმიტრი მენდელეევი: რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დიმიტრი მენდელეევი ჩაიჭრა ქიმიის გამოცდაზე  პეტერბურგის უნივერსიტეტში. სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა დაწყებითი პედაგოგიკის გზა აერჩია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები