პროექტისთვის „State modeling/სახელმწიფოს მოდელი“ მონაწილეების მიღება დაიწყო

ახალგაზრდული ორგანიზაციები

“YES Georgia” იწყებს განაცხადების მიღებას „State modeling/სახელმწიფოს მოდელი“ მონაწილეობის მისაღებად.

გსურს შექმნა საკუთარი სახელმწიფო მოდელი?
გაიგო მეტი სახელმწიფოს, მისი ფუნქციონირების, პოლიტიკური იდეოლოგიების შესახებ?
შეიძინო ბევრი ახალი მეგობარი?
გაეცნო ახალ ინფორმაციებს, გაიღრმავო ცოდნა?
გამოავლინო კრეატიული აზროვნება?

სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილებული განსხვავებული იდეოლოგიური შეხედულების მოქალაქეები/მონაწილეები (მაგ.: სოციალისტი Vs ლიბერალი) ჯგუფური მუშაობების განმავლობაში ეცდებიან შექმნან საკუთარი სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრული მოცემულობების (ქვეყნის მდებარეობა, მეზობლები, გეოგრაფიული მახასიათებლები, მოსახლეობის რაოდენობა, ეთნიკურ–რელიგიური შემადგენლობა, სქესობრივ–ასაკობრივი სტრუქტურა, ბუნებრივი რესურსები და ა.შ) გათვალისწინებით.

თითოეული სახელმწიფო იქნება ერთმანეთის მეზობელი, შესაბამისად, მონაწილეებს მოუწევთ ერთმანეთთან „ვაჭრობა“, რაც უზრუნველყოფს მეტ ინტერექციას მონაწილეებს შორის და გადაწყვეტილებების მიღებისას მეზობელი სახელმწიფოს პოზიციების გათვალისწინებას;

6 აპრილს ჯგუფები გააკეთებენ საკუთარი სახელმწიფოს მოდელის პრეზენტაციას. პრეზენტაციის დროს მათ უნდა უპასუხონ სხვა ჯგუფებში შემავალი მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს. თითოეულ მოდელს კენჭს უყრიან მონაწილე დელეგატები/მოქალაქეები;

მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს და იგი ანაზღაურებს მონაწილეთა კვების ხარჯებს და ასევე ყველა საჭირო მასალით უზრუნველყოფას.

ნუ იფიქრებ ბევრს, შეავსე აპლიკაცია და მიიღე უფრო მეტი! Say YES to Your Possibilities!

თარიღი: 4-5-6 აპრილი
ასაკი: 15–24
სამუშაო ენა: ქართული

***ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი!

სარეგისტრაციო ბმული დელეგატებისთვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
info.yesgeorgia@gmail.com
+995 555 11 68 80
+995 555 66 44 84
+995 595 26 62 22

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები