ქაღალდის თვითმფრინავების ჩემპიონატი სტუდენტებისთვის – Red Bull Paper Wings

ივენთი

ამერიკულ აკადემიაში (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია) Red Bull Paper Wings – ქაღალდის თვითმფრინავების ჩემპიონატის ეროვნული ფინალი გაიმართება, სადაც საქართველოს შესარჩევ ტურებში გამარჯვებული 48 მონაწილედან 3 საუკეთესო „პილოტი“ გამოვლინდება. გამარჯვებულები კი ჩემპიონატის მსოფლიო ფინალზე ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გაემგზავრებიან, რომელიც 8-9 მაისს ლეგენდარულ „ანგარი 7“-ში (www.hangar-7.com) ჩატარდება. ფინალი 28 მარტს 14:00 საათზე გაიმართება.

Red Bull Paper Wings – საერთაშორისო ჩემპიონატია ქაღალდის თვითმფრინავების გაშვებაში, რომელიც სტუდენტებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მხოლოდ სტუდენტის სტატუსი და ქაღალდის თვითმფრინავის გაკეთების უნარი. მონაწილეთა წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს საიტზე 

შეფასების კრიტერიუმები: ყველაზე ხანგრძლივი ფრენა, ყველაზე გრძელი დისტანცია და აერობატიკა (ფიგურული ფრენა).

საქართველოში Red Bull Paper Wings უკვე მესამედ ტარდება. 2012 წელს მსოფლიო ფინალზე ავსტრიაში საქართველოს სახელით სამი სტუდენტი გაემგზავრა: ოთარ ცარციძე, თემო ლოლაძე და ლევან ტყემალაძე.

წელს პროექტმა ბევრად უფრო მასშტაბური სახე შეიძინა – ამ ეტაპზე ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად უკვე 200-ზე მეტი პილოტია დარეგისტრირებული. 28 მარტს გაირკვევა რომელი ქართველი ფინალისტები იბრძოლებენ პირველი ადგილებისათვის ზალცბურგში მსოფლიოს 71 ქვეყნის გამარჯვებულებთან ერთად.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები