სტუდენტური ქალაქების გიდი: ლიდზი

სტუდZona

თუ იაფ საცხოვრებელს, კარგ გართობასა და განათლების მაღალ დონეს ეძებთ, ესე იგი, ლიდზი თქვენთვის იდეალური ადგილია. იგი იორკშირის ცენტრში მდებარეობს. აქ ნამდვილად ყვავის ღამის ცხოვრება და კულტურული სამყარო. ლიდზის მცხოვრებლები ნაკლებად იწყენენ, რადგან აქ უამრავი აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ. ამ ქალაქში მინიმუმ 3 წამყვანი წარმატებული უნივერსიტეტია. ასევე, აქ არაერთი სამუსიკო, სამხატვრო და პროფესიული კოლეჯია. ამიტომ, ლიდზი ძალიან კარგი ადგილია სტუდენტობისათვის.

ღამის ცხოვრება

002-LEEDS-University

აქ ღამით ყველანაირი გემოვნების ადამიანს შეუძლია დროის სასიამოვნოდ გატარება. ღამის კლუბების დიდი ქსელების გარდა, ყველგანაა შედარებით პატარა, ადგილობრივი მაცხოვრებლების საკუთრებაში მყოფი კერძო კლუბები, როგორებიცაა HIFI Club, Wire, Brotherhood Sounds და Flux. ისინი მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობენ პოპულარულ შემსრულებლებს.

ლიდსში არაერთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფი აღმოუჩენიათ, როგორებიცაა მაგალითად, როკ-ჯგუფები Alt-J და Kaiser Chiefs. ქალაქი დღესაც მნიშვნელოვანი საასპარეზო ადგილია როგორც ახალი, ისე უკვე ცნობილი ბენდებისათვის. Leeds University Union და O2 Academy ყველაზე დიდი ადგილობრივი სცენებია. ქალაქში ასევე არის შედარებით პატარა სცენები და დარბაზები, როგორებიცაა Nation Of Shopkeepers, Brudenell Social Club და Belgrave Music Hall.

ლიდზში ასევე, უმაღლესი კლასის მომსახურების მქონე ბარები და პაბებია, საკმაოდ დახვეწილი ინტერიერებითა და სასმელის დიდი არჩევანით.

დღის ცხოვრება

ლიდზი ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია შოპინგისათვის. აქ გვერდი-გვერდ უამრავი სავაჭრო ცენტრი და დიდი მაღაზიაა. Leeds Samaritans Shop, Trinity Leeds და White Rose Shopping Centre ყველაზე ცნობილია მათ შორის.

ქალაქში ქვეყნის თითქმის ყველა სარესტორნო ქსელია, თუმცა, ძირითადად, დამოუკიდებელი კაფეები და რესტორნები სარგებლობენ ძალიან დიდი პოპულარობით. აქ შეხვდებით ტაილანდურ, მექსიკურ, ჩინურ, ინდურ და სხვა უამრავი ქვეყნის ეროვნულ სამზარეულოს. ჰედინგლის მხარე განსაკუთრებით გამოირჩევა მათი სიმრავლით.

ლიდზში დღისით გასართობადაც უამრავი ადგილია. აქ არაერთი კინო თუ თეატრია. ასევე, საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკებიც. University of Leeds-ის კორპუსთან ახლოს არის პოპულარული Hyde Park Picture House, რომელიც მსოფლიო პრემიერებთან ერთად, არაერთ დამოუკიდებელ ფილმსაც უშვებს დიდ ეკრანებზე.

leeds_2789644b

საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად

ლიდზი ლონდონი არაა და აქ ცოტა ადგილია ისეთი, სადაც ძალიან ბევრის დახარჯვა მოგიწევთ კომფორტულად საცხოვრებლად. სტუდენტები ქალაქის ყველა უბანში ცხოვრობენ. პოპულარული სტუდენტური რეგიონებია ჰაიდ პარკი, ჰედინგლი და ვუდჰაუსი, რომლებიც უნივერსიტეტებთან ახლო მანძილზე მდებარეობენ და მგზავრობა ფეხითაც თავისუფლად შეიძლება. თუმცა, მოშორებით ცხოვრებაც არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან ლიდზში ტრანსპორტი რეგულარულად მოძრაობს და ძალიან ძვირიც არ ღირს მგზავრობა.

ლიდზი მანქანებით მეტად დატვირთულია დღის საათებში – გზები საკმაოდ სავსეა. ამიტომ, ველოსიპედით მგზავრობა უფრო უკეთესი, იაფი და უმეტესად, უფრო სწრაფი არჩევანიცაა.

 

წყარო: www.independent.co.uk

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები