Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

29-ში ყველა სტადიონზე!

29-ში ყველა სტადიონზე!
March 26
13:55 2015

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

ვიღაცამ ცუდად იხუმრა, როდესაც თქვა: – “ინგლისში დაიბადა, ბრაზილიაში განვითარდა და საქართველოში მოკვდაო“…

ჩვენს ქვეყანაში  მხოლოდ ორ სპორტზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავის სათქმელს ამბობს: რაგბი და კალათბურთი. მათ   მატჩებზე ხალხი მრავლადაა და ბედნიერ სახეებსაც ხშირად ნახავთ. ფეხბურთის ამბავში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. სტადიონზე მისვლა, 22 კაცის ყურება სიგიჟედ ითვლება და ბილეთის ფულის დაზოგვა, ბევრად საინტერესო იდეად ჟღერს. გაგიკვირდებათ და ცარიელ ტრიბუნებზე ალაგ-ალაგ შეფენილი ხალხის ჯგუფები, ფეხბურთს ხიბლს უკარგავს. ძნელი სათქმელია, რამდენი ხანი დაგვჭირდება იმისთვის, რომ გამოსწორების გზაზე დადგეს ქართული ფან-კულტურა და განვითარდეს სტადიონზე ბილეთით შესვლის „ხელოვნება“.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!

საქართველოში ფეხბურთის სიყვარულისადმი  დიდი დეფიციტია, შესაბამისად ინტერესიც არ არის, უპერსპექტივობა კი ფეხბურთზე შეყარებულ ბიჭებს მომავლის იმედს უკლავს: „ქუჩაში მოთამაშე ბიჭი, რომელიც 10 ნომერს იწერს ზურგზე, კემპესის, ყიფიანის, ზიდანის, პლატინისა, მარადონას ფინტებსა და მოხერხებულობაზე ოცნებობს, აზრად არ მოსდის დიდი ფეხბურთელების ფულების თვლა. დიდების სამყაროში პირიქითაა: მუქთად „აუტჩიკებსაც“ აღარ მოაქვთ  ბურთები!

ადრე, მობურთავე ბიჭს, დედა დასდევდა, უშლიდა თამაშს, დროისა და ჯანმრთელობის ფლანგვად მიაჩნდა. ეს უფრო ბუნებრივი იყო, ვიდრე ახლანდელი დედების ქცევა, ვარჯიშზე პირსახოცებით რომ დაჰყვებიან შვილებს, ვიტამინებითაც რომ ამარაგებენ და ტრენერის კეთილგანწყობაზეც ზრუნავენ, თუმცა საკმარისია ეჭვი შეეპაროთ შვილების ვარსკვლავურ მომავალში, ჩათვალონ, რომ მათი 12 წლის ბიჭისგან, რაც უნდა ფული ხარჯონ, არც ზიდანი გამოვა, არც პელე და არც მესი, უყოყმანოდ, არც დაფიქრდებიან, ისე დაუჭრიან ბურთს!“

P.S.

მოგეხსენებათ, დეკემბერში საქართველოს ეროვნულ ნაკრებმა პოლონეთის ნაკრებს უმასპინძლა. დიდი ფეხბურთელების მოლოდინში, დინამო არენა გადაიჭედა.  ამჯერად ფან ტრიბუნაზე არ ვყოფილვარ, რიგითი ქომაგის სექტორზე აღმოვჩნდი და ვნახე  „ვაჟკაცების“ ქომაგობა. ეს მატჩი 0-4 დავუთმეთ პოლონელებს. მესამე გოლზე უკვე სტადონი ცარიელი იყო და ქართველობა მთლიანად აიშალა… წასვლამდე, ჩემს წინ მყოფმა ოთხმა ქართველმა ვაჟკაცმა, ერთი გემრიელად შეუკურთხა ჩვენს ნაკრებს, მერე ბოდიშიო, მითხრეს, და აუღელვებლად დატოვეს სექტორი.

გამიკვირდა, გულშემატკივრობა ყოველთვის სხანაირად წარმომედგინა. თანაც 70 წუთი გინების მეტი არაფერი გამიგია, საგულშემატკივრო შეძახილებს ვინღა ჩიოდა.

წუხელ საღამოს, კახა ცხადაძის სადებიუტო მატჩი შედგა და მისმა შეგირდებმა მალტასთან, საკუთარ მინდორზე იზეიმეს გამარჯვება ანგარიშით –  2-0. ხოლო, კვირას, 29 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიასთან მატჩს გამართავს. უკვე სამი დღეა დინამოს სალაროებში გრძელი რიგებია. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის ნახვა ყველა სურს და მეც სათქმელი თითქმის აღარაფერი დამრჩა, ისედაც იცით, რა უნდა გააკეთოთ.

570 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031