სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში 2015-2016 სასწავლო წლისათვის

გაცვლითი პროგრამები
უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში  უნგრეთის მთავრობის მიერ გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა 2015-2016 სასწავლო წლისათვის.
 
 პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მხარე ქართულ მხარეს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველი სტუდენტისათვის, უნგრეთში, სრულ საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად:
  • 10 სასწავლო სტიპენდია სოფლის მეურნეობის სფეროში;
  • 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში;
  • 5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში;
  • 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში.
 
აგრეთვე ხელმისაწვდომია  5 სტიპენდია ინგლისურენოვანი სრული სადოქტორო პროგრამისათვის ნებისმიერ სფეროში. 
 
არსებული კვოტა, ასევე, მოიცავს სწავლის დაფინანსებას სრულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.
უნგრეთის მხარე, აგრეთვე სთავაზობს ქართველ სტუდენტებს არასრულ სასწავლო კურსებს (part-time studies), რაც გულისხმობს სწავლას ერთი აკადემიური წლის მანძილზე საბაკალავრო ან სამაგისტრო ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე: www.stipendiumhungaricum.hu.
უნგრულ ენაზე სწავლების შემთხვევაში, სტუდენტები გაივლიან ერთწლიან მოსამზადებელ ენის კურსს ბალაშის უნივერსიტეტში (Balassi Institute). სტუდენტებს, რომლებიც აირჩევენ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას, მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა, იმ დონეზე, რომელიც განსაზღვრულია მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
საჭირო საბუთების ჩამონათვალი და საპლიკაციო ფორმა იხილეთ ელმისამართზე.
 
 განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა გაგრძელდა 30 აპრილამდე. გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმისა და შესაბამისი საბუთების მოწოდება უზრუნველყოთ შემდეგ ელ-მისამართებზე: abaramia@mes.gov.ge, rjobava@mes.gov.ge
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები