Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

იასამნისფერი ქალაქი

იასამნისფერი ქალაქი
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 30
11:58 2015

 ავტორი: მარიამ გვარამია

თსუ-ის სტუდენტი

არის ერთი დღე და არის ერთი 3 მარტი… ჩვეულებრივად თენდება ხოლმე არაჩვეულებრივ დღეებში და მზე ისევ აღმოსავლეთიდან ამოდის… არაფერი განსაკუთრებული, არაფერი გამორჩეული და არაფერი ამაღელვებელი, უბრალოდ არის 3 მარტის დილა…

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

03.03.2015

11:00

ვდგები. სამ წინადადებაში ვატევ მთელი დღის სათქმელს და გარეთ გავდივარ. „ეს უფრო კარგი ფერია“- მესმის ხმა და ვხვდები, თუ რის შესახებ ამბობს ამას გამყიდველის ხმით გამყიდველი. „იყოს ეს, მე ეს მირჩევნია“ – ისმის მეორე ხმაც და უკვე მიხვედრაც არ უნდა, გრძნობ, რომ  ამას თავდაჯერებული ხმით ამბობს თავდაჯერებული მყიდველი.

11:15

ავტობუსში ვარ. ცხელა. ოხშივარავარდნილი ქვაბივით სუნთქავს ჩემს წინ მსუქანი. მერე რა რომ 3 მარტია, მერე რა რომ…

 

11:17

გაჩერება. ამოდის ბავშვი იასამნისფერი ლაქით, უკან მოჰყვება მამა. ჩემს წინ და გვერდით სხდებიან. მსუქანი კარგა ხნის ჩასულია.

 

11:20

ფანჯრიდან ვიყურები. ქალაქი იასამნისფერი გამხდარა. ადამიანებს ვერ ვამჩნევ, მხოლოდ მოსიარულე იასმანისფერ ლაქას ვხედავ.

 

12:00

ქუჩა. იასმანისფერი ლაქები. ხანდახან ყვითელი ლაქებიც გამოერევა.

 

12:30

ისევ ავტობუსი. სახლში ვრუნდები. 3 მარტია და მერე რა…

 

მხოლოდ ერთი დღით ხდება ქალაქი იასამნისფერი.

ჩვეულებრივად ღამდება და ჩვეულებრივად ანათებს მთავრეც.

არაჩვეულებრივიც არაფერია…

 

119 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031