გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო ქართველი სტუდენტები გამოვლინდებიან

კონკურსები

გერმანიის ქართულმა სათვისტომომ გამოაცხადა კონკურსი გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში საუკეთესო ქართველი სტუდენტის გამოსავლენად.

2015 წლის კონკურსი სამ კატეგორიაში ჩატარდება და სამი გამარჯვებული გამოვლინდება.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ სამ სასწავლო მიმართულებაში:
1. ზუსტი, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკური მეცნიერებები,
2. სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები:
3. ხელოვნება.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ სტადიაზე ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად)

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთები:

  1. შევსებული და ხელმოწერილი “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”, რომელიც შეგიძლიათ აქედან ჩამოტვირთოთ. გთხოვთ “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”აუცილებლად გაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: leri.datashvili@satvistomo.de.
  2. პასპორტის ძირითადი გვერდების ასლი
  3. დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ სტუდენტი ირიცხება უმაღლეს სასწავლებელში (Immatrikulationsbescheinigung)
  4. უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრული სავალდებულო ჩათვლების და გამოცდების სრული რაოდენობა და ჩამონათვალი.
  5. ჩაბარებული ჩათვლების და გამოცდების რაოდენობა, ჩამონათვალი და მიღებული შეფასებები (ყველა დამადასტურებელი საბუთის ასლები).
  6. მოტივაციის წერილი, არაუმეტეს 2 გვერდისა.
  7. CV ტაბულარული ავტობიოგრაფია.
  8. ხელოვანებისათვის სასურველია შეძლებისამებრ წარადგინონ მათი ნამუშევრების (ელექტრონული ფოტო ან ვიდეო მასალა).

ვადები:

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 10 მაისი. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი გამოგზავნეთ აქ მოცემულ მისამართზე.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება მოეწყობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე, რომელიც გაიმართება მიუნხენში 2015 წლის 24 მაისს. ამდენად კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი მოწვეულია ზეიმზე დასასწრებად, ხოლო სამივე გამარჯვებული სტუდენტის ზეიმზე დასწრება აუცილებელია პრიზის გადაცემისათვის.

საუკეთესო სტუდენტებს გამოავლენს სპონსორებისაგან შემდგარი ჟიური.

ძვირფასო სტუდენტებო, იჩქარეთ, ჩაერთეთ კონკურსში.

კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს შეგიძლიათ ორგანიზატორებს დაუკავშირდეთ ელფოსტაზე:  info@satvistomo.de.

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები