Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის

ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის
April 01
13:48 2015

20 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით, საქართველოს უნივერსიტეტი წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურის კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში,  მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს.

გამარჯვებულ ავტორს მიენიჭება საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია „ფოლიო“. (ლაურეატის სერთიფიკატი და ფულად ჯილდო).

კონკურსის მონაწილეები ქართულ ენაზე ნებისმიერი ჟანრის ( დეტექტივი, ფანტასტიკა, დრამა, კომედია და ა.შ)  მოკლე მოთხრობას დაწერენ. (ტექსტი განთავსებული A 4 ფორმატში,1 – 3 გვერდი.)

კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში წერის კულტურის ამაღლება. ნამუშევრებს ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

პრემია სამ ნომინაციაში გაიცემა: 1. ყველაზე ლაკონიური ნაწარმოები 2. ყველაზე შემოქმედებითი ნაწარმოები. 3. ყველაზე ორიგინალური ნაწარმოები.

კონსურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს ან სკოლის მოსწავლეებს. ( მე-11/მე-12 კლასი). 

კონკურსის პირობები:

1) ტექსტი უნდა იყოს აკრეფილი ქართული ფონტით ( SYLFAEN)

2) 12 – იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს. ტექსტიგანთავსებული უნდა იყოს A 4 ფორმატში.

3) თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონისნომერი, სკოლის და უნივერსიტეტის დასახელება. ელექტრონული ფოსტა.

შეფასების კრიტერიუმები:

ა) ორიგინალურობა

ბ) შემოქმედებითობა

გ) ლაკონურობა

ნამუშევარი მიიღება 2015 წლის 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ugfolio@ug.edu.ge

გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 24 აპრილს ლიტერატურის კვირეულის დახურვის დღეს, საქართველოს უნივერსიტეტში.

 

შემოგვიერთდით და გაიმარჯვეთ!

767 ნახვა
Tags
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2015
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930