მეცნიერება, თუ სარწმუნოება?

ARIS ბლოგერი

ავტორი: თეონა ნუცუბიძე

თსუ-ის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

სამწუხაროა, მაგრამ ობიექტური რეალობაა ის, რომ ადამიანთა წინაშე ხშირად დგება საკითხი არა როგორც “მეცნიერება და სარწმუნოება” სახით, სადაც შესაძლებელი იქნებოდა თითოეულ მათგანზე მსჯელობა მათი სპეციფიკის შესაბამისად, არამედ განხილვის საგანია თემა “მეცნიერება თუ რელიგია?” – რაც გვაყენებს დილემის წინაშე, გვაიძულებს ავირჩიოთ ერთ -ერთი მათგანი.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ზოგიერთი ჩვენგანისათვის ეს საკითხი მარტივად გადასაწყვეტი აღმოჩნდა, უბრალოდ, “მეცნიერების” არჩევით. ნაწილს ადამიანებისა კი, შესაძლოა, გაეცინოს კიდეც ამ საკითხის “პრობლემურობის” ხაზგასმაზე, მაგრამ იგი, მართლაც, რომ დიდი პრობლემაა საზოგადოებაში, სადაც არაერთი მეცნიერული დარგია განვითარებული და უფრო და უფრო ვითარდება კიდეც. პრობლემა მეცნიერების წინსვლა კი არა ( პირიქით – ეს ძალიან კარგიცაა ), არამედ ის არის, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილისათვის იგი რწმენის საფუძვლის გამოცლის წყაროდ გადაიქცა. მისი გავლენით, ისედაც “ფსევდომორწმუნე” საზოგადოებას ქრისტიანობის აღარაფერი დარჩა.

ადამიანებმა დაიწყეს ყველაფრისთვის ეჭვის თვალით ყურება; ეძებენ ფაქტებს იქ სადაც არ აქვთ ძებნის უფლება; ერთმანეთში ურევენ ქრისტიანულ სიწმინდესა და მეცნიერულ პრინციპებს – თუ მეცნიერებაში მიზანშეწონილია ძიება, გამოკვლევა, კონტრ-დაშვებების გაკეთება, იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზანს, საფუძვლიანად გავიგოთ, შევისწავლოთ ჩვენი კვლევის საგანი, სარწმუნოებაში ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა ჩვენი მხრიდან გამოვლენილი დიდი კადნიერება – ქრისტიან ადამიანს, ვფიქრობ, უნდა ესმოდეს, რომ უმჯობესია ბრმად ირწმუნოს ის, რასაც ჩვენი რელიგია ქადაგებს; არ ჩაერიოს იქ, სადაც არ აქვს ამის უფლება; არ ეცადოს იმის გაგებას, რასაც ქრისტიანული “საიდუმლოება” ჰქვია. ეს ყველაფერი ზოგიერთისთვის სრულებით მიუღებელი, ან კიდევ გაუგებარია. ძიებაზე მოტივირებული ახალგაზრდობა ვერ ეგუება “ბრმად რწმენის” მოთხოვნას, ის თვითონვე იყენებს თავს “მეცნიერება თუ რელიგია” ? არჩევანის წინაშე და არც აყოვნებს არჩევანის გაკეთებას ამგვარ ვითარებაში.

თუ რომელიმე მათგანს დავეკითხებით, სრული დარწმუნებულობით გვიპასუხებს, რომ რელიგია ეწინააღმდეგება მეცნიერებას ან, რომ სარწმუნოება არ აძლევთ განათლების, ცოდნის მიღების საშუალებას. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის სიმართლე – პასუხი ამაზე მათივე პოზიციიდან გამომდინარეობს – კრძალავს იმდენად, რამდენადაც ცონის შეძენა ამ ადამიანებისთვის ეჭვის, სარწმუნოებისადმი გულგრილობის წყაროდ გადაიქცა. მათ არ ეყოთ ძალა თავი დაეცვათ საუკუნეების წინათ, მეცნიერების მიერ, გამოთქმული რწმენის შემრყევი დაშვებებისგან, მათი ვარაუდებისგან. როგორც ჩანს, “ცოდნა” მათთვის “ცოდვად” გადაიქცა, რასაც, თავის მხრივ, ადამიანები დაღუპვამდე მიჰყავს.

მართლმადიდებლური ეკლესია, მზად არის, ადამიანის მიერ არჩეული ნებისმიერი პროფესიის მისაღებად, თუ კი იგი კეთილ საქმეს ემსახურება, თუ ადამიანი არ ცდილობს მისი უმსგავსო მიზნით გამოყენებას, ამიტომ, უფრო გონივრული იქნება კითხვა დაისვას შემდეგნაირად: რისთვის სჭირდებათ ადამიანებს მეცნიერული ცოდნა? რას ემსახურება მათ მიერ არჩეული პროფესია?

ამ კითხვებზე დაფიქრებით, თითოეულ ჩვენგანს, როგორც საზოგადოების წევრს, ვფიქრობ, რომ შეუძლია გარკვეული, თუნდაც მცირედი, წვლილის შეტანა ამ პრობლემის დაძლევაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები