პიროვნება, მასა და ბრბო

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

 GIPA-ს სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

დეინდივიდუალიზაცია, აგრესიის გამოხატვის საშუალება, შიშის დაძლევა; არასრულფასონების კომპლექსი – მრავალგვარად შეგვიძლია ავხსნათ ბრბოს არსი და რაობა. ადამიანში ორი მხარეა: ბნელი, რომელიც ცოდვებისკენ გვიბიძგებს და ნათელი, რომელიც ყოველივე დადებითთან ასოცირდება. ეჭვგარეშეა, ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდ როლს გარემო და  საზოგადოება  თამაშობს, სწორედ  მასზეა დამოკიდებული ადამიანის მეობა, არსი, ზნე-ჩვეულება და ხასიათი.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ინდივიდი ბრბოში თავის იდენტობის ნაწილს კარგავს და ფიქრობს, რომ იქცა ერთიანი მასისა და სხეულის იმ ნაწილად, რომელთან ერთადაც მოძრაობა და მოქმედება აუცილებელია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანში არსებობს დიდი რაოდენობით, ნაკლებად თვითრეალიზებული ენერგია, მაშინ პიროვნებამ შესაძლოა დაიწყოს აგრესიის გამოხატვა.  ფროიდის მიხედვით, ბრბოს წევრობა დ მისი ქმედებების გაზიარება, ადამიანის არაცნობიერი სურვილების რეალიზების საშუალებაა, რომლებიც თავის მხრივ აგრესიაზეა აგებული. მოღვაწეობდა ასეთი ფსიქოლოგიც, სახელად, გუსტავ ლე ბონი. სწორედ ამ თემას მიუძღვნა წიგნი–„ბრბო“, რომელიც 1895 წელს გამოქვეყნდა. მეცნიერის აზრით, ბრბოს კოლექტიური ემოციის ზეგავლენით ადამიანს ისეთი რამის ჩადენა შეუძლია, რაც მისი პიროვნებისთვის სრულიად უცხოა. ბრბოში მოხვედრილი ადამიანი, რომელსაც საერთო აღგზნება გადაეცემა, კარგავს კრიტიკული განსჯის უნარს და ემორჩილება მასის მოქმედებას.

გიორგი ლეონიძეც დაკვირვებული ფსიქოლოგის თვალით უყურებს და გადმოსცემს განრისხებული ბრბოს ემოციებსა და განცდებს.

თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა, ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა.

ერთიმუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ სილამაზეს“.

მოთხრობაში მწერალი თავისი ჩვეული ოსტატობით, „ლურჯი იების სინაზითა“ და „მუხლადი ბედაური“ სიტყვით გვიყვება ერთი გოგონას ტრაგედიას, რომელიც ბრბომ უყოყმანოდ გაწირა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები