Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

თავმოყვარეობა, წინააღმდეგ სიყვარულისა!..

თავმოყვარეობა, წინააღმდეგ სიყვარულისა!..
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
April 02
08:47 2015

ავტორი: თეონა ნუცუბიძე

თსუ-ის სტუდენტი

„სიყვარული ყველა ვნებათა შორის ყველაზე ძლიერია, რადგან ერთროულად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს“.

ალბათ, ყველანი დავეთანხმებით გალაქტიონს, რომ ამ ქვეყნად თვით უკვდავებაც კი არ არსებობს სიყვარულის გარეშე და, მართლაც, ღმერთმა მთელი სამყარო სიყვარულით შექმნა; შექმნა მის „ხატად და მსგავსად“ ადამიანი და უბოძა მას ის დიდი ნიჭი, რასაც სიყვარულის უნარი ჰქვია. სწორედ, ეს არის მისი ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ცვლის, ზრდის და ამაღლებს კაცობრიობას.

მნიშვნელოვანია, ადამიანმა ეცადოს დაინახოს სხვისი სურვილი და განიცადოს სხვისი წუხილი, რათა, როგორც ა. სულაკაური გვეუბნება, „გაზარდოს იმის სიყვარული, ვინც მის სიყვარულს ზრდის.“ მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანი ვერ გრძნობს ან/და ვერ აცნობიერებს იმას, რაც გარშემომყოფთა შინაგან სამყაროში ხდება. იქნებ, სწორედ ამან შეძლოს მისი სულიერი სირთულის მოწესრიგება? – მთავარია, ადამიანმა ამოიცნოს ის იდუმალება, ის გრძნობა, რომლითაც მისადმი არის მეორე ადამიანი განწყობილი, მაგრამ გრძნობა ხშირად ამოუცნობი რჩება!..

თუნდაც, სიყვარულით შევსებული ადამიანი, ხშირად, ვერ ახერხებს მეორეს, მის გვერდით მყოფს ‘მიაწოდოს’  სითბო, გრძნობა, რადგან ის არ აძლევს ამის საშუალებას. შედეგი კი ის არის, რომ მათი ურთიერთობა ბოლომდე ბუნდოვანი და გაურკვეველი რჩება.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

არსებობს მეორე მხარეც – ეს სიამაყეა… ხშირად, პიროვნება ყველაფერზე წინ თავმოყვარეობას აყენებს. მისი გადამეტებული თავდაჯერებულობა ეღობება თვით სიყვარულსაც კი, ავიწროვებს მას და არ აძლევს წინსვლის საშუალებას. ამ დროს, ადამიანს არ შეუძლია დაემორჩილოს გრძნობას; უკვე იმარჯვებს სიამაყე, პატივმოყვარეობა და დიდი სიყვარული ისევ გაუხსნელ, გულის მიღმა დატოვებულ საუნჯედ იქცევა.

გვიყვარდეს ერთმანეთი, რამეთუ, მხოლოდ მას შეუძლია ადამიანი აქციოს ადამიანად!

უარი ვთქვათ სიამაყეზე, რამეთუ, მას მხოლოდ „დაღუპვა“  შეუძლია ჩვენი!

959 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2015
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930