Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ჩემი ქალაქის “ამაოების ბაზარი”

ჩემი ქალაქის “ამაოების ბაზარი”
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
April 03
08:29 2015

ავტორი: შმაგი ბერუაშვილი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი

წარმოდგენის გამმართველს, ფარდის წინ, ბაქანზე რომ ზის და ბაზარს გადაჰყურებს, ღრმა კაეშანი იპყრობს ამ აურზაურიანი ადგილის თვალის მოვლებისას, დიდი სმა-ჭამაა გამართული, დიდი არშიყობა და პრანჭვა გრეხვა, სიცილი და ტირილი, თუთუნის მოწევა, მოღორება და აყალმაყალი… დიახ, ეს გახლავთ – “ამაოების ბაზარი”!

ღრმა ბავშვობაში, უილიამ თეკერეის ამავე სახელწოდების  რომანი რომ არ წამეკითხა, ამ სიტყვების გაგონებისას ვიფიქრებდი, ვიღაც ოცდამეერთე საუკუნის ბლოგერს, ჩემი სათქმელი უთქვამს და ის სიტუაცია აღუწერია რასაც მე ყოველდღიურად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვხვდები-მეთქი.

ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მე შმაგი ბერუაშვილი ვარ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი… და მე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობელმა მაწუხებს!

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

დიახ, როგორც მოგახსენეთ, მე სტუდენტი ვარ, ეს კი  ნიშნავს იმას,  რომ დღეში მინიმუმ ორჯერ, მე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მიწევს ანუ დღეში მინიმუმ ორჯერ, იძულებული ვარ ამაოების ბაზრის მონაწილე ვიყო . საქმე ისაა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეუძლებელია ფეხზე იდგე ადამიანურად, რადგან იქ შენს გარდა ადამიანურად დგომის სურვილით შეპყრობილი კიდევ უამრავი ადამიანია, ამდენი ადამიანური სურვილები კი  სამწუხაროდ ერთ ავტობუსში, ან სამარშუტო ტაქსში ვერ ეტევა, და ერთმანეთში ირევა ფეხზე დადგმული ფეხის და სხვა უხერხული სიტაუაციების სახით. საინტერესოა ვინ არ მდგარხართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცალ ფეხზე? ან ვის არ გაგჭირვებიათ სუნთქვა იმიტომ, რომ ათასობით ადამიანი თქვენს გაჭყლეტვას ცდილობდა? თუ კი ვინმეს ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გაქვთ, გულწრფელად გილოცავთ!

თუმცა, დარწმუნებული ვარ, შემდეგ პრობლემას, ერთხელ მაინც, შეუწუხებიხართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ეს პრობლემა არასასიამოვნო სუნია, უფრო სწორად კი საზოგადოების ის ნაწილი რომელიც ვერ ხვდება ან რაღც მიმზეზის გამო დაივიწყა, რომ ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებებლია.  ამ ადამიანთა უმეტესობა  საზოგადოებრივი ტრანსპორით მგზავრობს და ესოდენ სასიამოვნო სურნელს აფრქვევს. ჩვეულებრივ როცა მე ამ პრობელმის გადაჭრას ვცდილობ ხოლმე, უბრალოდ ფანჯრის გაღებით,  სამწუხაროდ კიდევ ერთ პრობლემას ვაწყდები ანუ  იმას რომ, ასეთ დროს ფანჯრის გაღებაც შეუძლებელია, რადგან მათი უმეტესობის საკეტი გაფუჭებულია  ან უბრალოდ სამარშუტო ტაქსის ფანჯარა არ იღება.

მოკლედ, საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, პირდაპირ გეტყვით სათქმელს ანუ იმას,  რომ აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციები  და გაკონტროლება იმის, რომ სამარშუტო ტაქსებში  10- 15 ადამინი არ იდგეს ფეხზე, ინტერეიერი იყოს სუფთა,  ტრანსპორტში არ იყოს გაფუჭებული სკამები და გაურკვევლი სახის წარწერები საზურგეებზე, თუმც ეს უკვე საზოგადოების პრობლემაა, რომელმაც ვერაფრით შეიგნო, რომ ის რაც მისი არ არის, არ უნდა გააფუჭოს და წარწერების გაკეთება სკამებზე  უბრალოდ თავის დამკვიდრების ფუჭი მცდელობაა.

ამავე დროს ყველაზე მთავარი ამ რეგულაციების შემუშავება კი არა, მაკონტროლებელი სისტემის მწყობრში მოყვანაა, რათა ხდებოდეს ზემოდ ჩამოთვილი საკითხების შესრულების მუდმივი კონტროლი. რადგან ჩვენს რეალობას ქმნის ჩვენივე ფიქრები, ფიქრი იწვევს შემდეგ ქმედებებს, ქმედება იწვევს ჩვევებს და ჩვევები გადადის ხასიათში, ხოლო ხასაითი თავად ქმნის ადამინის რეალობას, მის ყოფას და საბოლოო ჯამში გარემოს ჩვენს გარშემო.

900px-Goris_Panorama

372 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2015
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930