Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საზოგადოება „ყურსასმენი“

საზოგადოება „ყურსასმენი“
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
April 03
08:56 2015

ავტორი: მარიამ გვარამია

თსუ-ის სტუდენტი

წინასწარმეტყველება:

სათაურს წაიკითხავთ და დამცინავ-ირონიულ-სარკაზმულ კონტექსტში გაიფიქრებთ, რომ ამან სხვაზე რა უნდა წეროს, როცა თვითონაც ამავე საზოგადოებას მიეკუთვნებაო.

იმედი:

გაგახსენდებათ, რომ თავადაც ამ საზოგადოებას მიეკუთვნებით და მიუხედავად ამისა, მაინც გააგრძელებთ კითხვას.

„ ლექციიდან  გამოვედი და გაჩერებისკენ ბრუნო მარსის  მუსიკის ჰანგების თანხლებით გავეშურე. სავარაუდოდ უცნაურად გამოვიყურები, რადგან ცალი ყურსასმენით ვუსმენ და ცალი ყელზე მაქვს ჩამოკონწიალებული (ტექნიკურად გაუმართავია). საყვარელი ყურსასმენი მაქვს, ყვითელი. უკვე საღამოა, 88-ს გასწვრივ 5 წუთი წერია და ვხვდები, რომ მომდევნო გაჩერებამდე  ფეხით ასვლას მოვასწრებ. მარტო არ ვარ, ყვითელი ყურსასმენი მაქვს.

ავედი. ავტობუსში საოცრად თბილა და თან ადგილები თავისუფალია. ბოლოსკენ გავწიე და ოთხი სკამიდან ერთ-ერთი მორცხვად დავიკავე (დანარჩენები თავისუფალია). საზოგადოების პირველი წევრი ამოვიდა. შავი ყურსასმენი. ახალგაზრდა ბიჭია, დაახლოებით 19 წლის. გავიღიმე. არ გამიღიმა.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

ისევ ახალგაზრდა ბიჭი, თეთრი ყურსასმენი. აიფონი. საზოგადოების მეორე წევრი. მესამე, მეოთხე, მეხუთე…

მეოთხე მიკროს ასახვევს ვუახლოვდებით და დასკვნაც მზად, მაქვს რომ საზოგადოების წევრები ახალგაზრდები იყვნენ, არიან და იქნებიან. ავტობუსი გაჩერდა.

შუახნის ქალი. თეთრი ყურსასმენი. არაფრისმეტყველი გამომეტყველება.

მოხუცი კაცი. შავი ყურსასმენი. ღიმილით შეხედა ჩემს საწყლად მოქანავე ცალ ყურსასმენს და მშვიდად გააგრძელა ტკბობა.

ასაკობრივი ზღვარი ნელ-ნელა იმატებს. ავტობუსიც ზემოთ იწევს. საზოგადოება უკვე „ბერდება“, თეთრი თმა შეერია და ნაოჭებიც გაუჩნდა.

ორი გაჩერება და ჩავდივარ.

უკანა კარებიდან  თეთრთმიანი, ნაოჭებიანი, ასაკის მიუხედავად სასიამოვნო გამომეტყველების ქალი ამოდის.

ჩემს წინ ჯდება. ნარინჯისფერი ყურსასმენი.

სურვილი:

საზოგადოების ნაოჭებიანი წევრების ცალი ყურსასმენი მინდა მქონდეს.

ყურსასმენი, რომელიც ერთდროულად შორია და ახლოც.

 

221 ნახვა
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2015
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930