ლიდერებად იბადებიან?

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

ვინ არიან ლიდერები?

მსოფლიოს ჰყავს გამორჩეულ ხალხთა მთელი თანავარსკვლავედი. როგორც წესი, მათ ლიდერებს უწოდებენ. ასეთ პიროვნებებად შეგვიძლია მოვიაზროთ როგორც ქვეყნის მმართველები, ისე პატარა ორგანიზაციის რიგითი ხელმძღვანელები.

ლიდერებად იბადებიან თუ ლიდერები ხდებიან?

პასუხის ორივე შესაძლო ვარიანტი არ არის ლოგიკას მოკლებული.  შესაძლოა ადამიანს დაბადებიდან ჰქონდეს ლიდერობის უნარები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად იქნება ლიდერი ან პირიქით, ადამიანი, რომელსაც ეს დაბადებიდან არ მოსდევს ვერასდროს გახდება ლიდერი.

როგორ ვიქცეთ ლიდერად?

ფსიქოლოგები თანხმდებიან ერთ აზრზე და გვიზიარებენ მოსაზრებას, რომ რადგან ადამიანის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება, შესაბამისად ამავე პერიოდში უნდა მოხდეს ბავშვისთვის ისეთი თვისება-ქცევების ჩანერგვა, რომელიც მას ჩამოყალიბებულ, შემდგარ ადამიანად წარმოგვიდგენს. რა ხერხებით უნდა ვცადოთ ბავშვისთვის მოტივაციის შექნა და რა დაბრკოლებების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ?  მეტ წილად მშობლების და მასწავლებლების „ოსტატობის“ საქმეა, რამდენად შეძლებენ ბავშვის პიროვნების გამოკვეთას. ამისათვის ყველაზე კარგი და ამავდროულად მარტივი მაგალითი ის თამაშებია, რომლითაც ადრეულ ასაკში უნდა ერთობოდნენ პატარები.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

მთავარი მაინც მოტივაციაა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი – საკუთარ სურვილებში გარკვევა. არცერთი საქმე არ კეთდება დაგეგმვისა და განსჯის გარეშე.

როგორი უნდა იყოს კარგი ლიდერი?

უნდა გვახსოვდეს, რომ ნამდვილი ლიდერები კარგად იცნობენ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს. ზუსტად იციან, როგორ ეცვლებათ ხასიათი, რას უნდა ელოდნენ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთარი თავისაგან და აანალიზებდნენ, რა არის მათთვის მთვარი მოტივატორი. ძლიერი ლიდერი არ  ემორჩილება ემოციებს და ცივ გონებაზე  იღებს გადაწყვეტილებას. ეს დაუწერელი კანონია. მოტივაციის არსებობა ნებისმიერი წარმატებული კარიერისტისათვის აუცილებელი პირობაა. ლიდერების შემთხვევაში მოტივაცია თითქმის არასდროს არ განისაზღვრება მატერიალური კეთილდღეობის მხრივ.

დაიმახსოვრეთ!

ნათქვამია, რომ ვინც ადრე იწყებს მოძრაობას, ფინიშთანაც  უფრო ადრე მიდის.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები