Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ჩვენი გადაადგილების ადგილი

ჩვენი გადაადგილების ადგილი
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
April 09
11:37 2015

ავტორი: ხატია გოგრიჭიანი

თსუ-ის სტუდენტი

საქართველოში მძღოლები ხშირად არღვევენ, როგორც მოძრაობის, ასევე პარკინგის წესებს. ქუჩაში შესაძლოა ბევრჯერ გინახავთ არასწორ ადგილას გაჩერებული მაქნანები, მაგრამ ეს განსაკუთრებით მაშინ არის თვალში მოსახვედრი, როდესაც მანქანა იქ დგას სადაც წესით ეტლით მოსარგებლეთა პარკირების ადგილია განსაზღვრული. საინტერესოა, შეუძლიათ, თუ არა, ეტლით მოსიარულეებს ქალაქში სრულფასოვანი გადაადგილება. სრულფასოვანში – კინოთეატრის სტუმრობას, სააზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას, შოპინგზე წასვლას, ანუ – ყველაფერ იმას ვგულისხმობ, რისი გაკეთებაც ეტლის გარეშე მოსიარულეებს შეუძლიათ.

თბილისში არსებულ პადიეზდების უმეტესობაში არ არის გათვალისწინებული პანდუსი. მისი არ არსებობა ეტლით მოსარგებლე პირთა გადააგგილებას ართულებს. გარდა ამისა, როგორც ვიცით და ალბათ, ყოველდღე ვხედავთ, თბილისის ქუჩების ნაწილი ისეთი დაზიანებულია (მაგალითად ასფალტი ბევრგან გადათხრილია ან უსწორმასწოროდ არის დაგებული), რომ იქ არა მარტო ეტლით მოსარგებლეთა უმეტესობას გაუჭირდება გადაადგილება, არამედ, ხშირად, შეიძლება თქვენც გამხდარხართ ხის ფესვებისგან ამობურცული და უსწორმასწორო ასფალტის მსხვერპლი.

ეტლით მოსარგებლეს პრობლემა ექმნება გზაზე გადასვლის დროსაც. შუქნიშანთან, გზის გადასაკვეთად, ფეხით მოსიარულესაც კი, საკმაოდ მცირე დრო ეძლევა, რაც დაგვეთანხმებით, რომ არასაკმარისია იმ შემთხვევაში, როდესაც გადასასვლელი არც ისე პატარაა, ხოლო როგორც მოგეხსენებათ ქართველ მძღოლებს მუდამ სადღაც ეჩქრებათ და ხშირად არ უთმობენ გზას ქვეითებს.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

შემდეგი პრობლემა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსი მეტრო… ავტობუსი – შედარებით, რთული თემაა, რადგან ხშირად ხალხის დიდი რაოდენობის გამო ავტობუსში მოხვედრა საკმაოდ ძნელია. ასე რომ, ეტლით მოსიარულთათვის ავტობუსით გადაადგილება გამორიცხულია. გამორიცხულია, ასევე, იმ მთავარი მიზეზის გამო, რომ ავტობუსს არ გააჩნია პანდუსი რის გამოც ეტლით ასვლა შეუძლებელია.

ახლა, განვიხილოთ – მეტრო. მეტროში ჩასასვლელად ეტლით მოსარგებლე პირებისთვის აქაც საჭიროა პანდუსი, რაც ყველა მეტროსადგურს არ გააჩნია. მაგრამ, სადაც არის, იქაც რთულია პანდუსით სარგებლობა, რადგან მასზე ეტლით გადაადგილება შეუძლებელია. სხვათაშორის, ეს პრობლემა ქალაქში არსებულ გადასასვლელ ხიდებსაც ეხება. მერიის თანამშრომელთა განცხადებით გადასასვლელ ხიდებზე არსებული პანდუსები არ არის განკუთვნილი ეტლით მოსიარულთათვის, ის ბარგის ატანისთვის არის მიზნით შეიქმნა, ხოლო შშმ პირებისთვის პანდუსების გაკეთება გეგმით გათვალისწინებულია. ეს განცხადება მოვისმინეთ 2012 წელს, განვლილი წლების მანძილზე კი შედეგი ვერ დავინახეთ.

პანდუსები არ აკმაყოფილბს ევროპის სტანდარტებს, მეტიც, ის საერთოდ არნაირ სტანდარტს არ ერგება. ისინი ვერც ბარგის გადაადგილებისთვის გამოდგება. მერია თავისი უყურადღებო მოპყრობით პრობლემებს უქმნის ეტლით მოსიარულე პირებს და მათ ქალაქში სრულფასოვანი გადაადგილების უფლებას ართმევს. ამ თემაზე საუბრისას, აღსანიშნავია, სხვადახვა გასართობი დაწესებულება, რომლის სტუმრობის სურვილი ყველა ადამიანს აქვს. ეტლით მოსიარულთათვის კი განსაკუთრებით რთული აღმოჩნება კინოთეატრის ვიზიტი, სადაც მათი გადაადგილება არ არის გათვასიწინებული.

ეტლით მოსარგებლე პირებზე საუბრისას, კიდევ ბევრი პრობლემის წამოჭრა შეიძლება, მათ შორის არის ეტლის შესაძენად გამოყოფილი ვაუჩერი, რომელიც არასაკმარისია… და კიდევ, უამრავი ის პრობლემა, რომელიც ამ ადამიანებს გადაადგილებას და ზოგადად სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას არ აძლევს და პრობლემათა რიცხვს ზრდის.

236 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2015
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930