Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სამოქალაქო თვითშეგნება – ერის სიყვარული, თუ საკუთარი თავის პატივისცემა?!

სამოქალაქო თვითშეგნება – ერის სიყვარული, თუ საკუთარი თავის პატივისცემა?!
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
April 09
10:57 2015

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

სამოქალაქო თვითშეგნება? – ეს მოქალაქეობრივი ვალდებულებაა ყოველი ადამიანისა რომელსაც ,,პრეტენზია” გააჩნია ,,ჰომოსაპიენსობაზე”. სამოქალაქო თვითშეგნება – ესაა პასუხისმგებლობა საზოგადოების, ერისა და საკუთარი ადამიანობის წინაშე. სწორედ ეს ფენომენი, რომელსაც სამოქალაქო შეგნების დონე ჰქვია, განაპირობებს – ერის, ქვეყნისა და ცივილიზაციის კულტურის რაობას, მის ადგილს თანამედროვე მსოფლიოში და მეტნაკლებად, ეხმიანება მის ისტორიას.

კონსტანტინე გამსახურდიამ გიორგი მეფის პირით თქვა: ,,არცერთი ერი იმაზე მეტის ღირსი არაა რაც თვითონ არ დაუმსახურებიაო”. ჰოდა, თუკი, ამ სიტყვებს ჩავუღრმავდებით, მართლაც, აღმოვაჩენთ, რომ რასაც ვთესთ იმას ვიმკით და ჩვენივე შეგნებაზე, კულტურაზე და ბრძოლისუნარიანობაზეა დამოკიდებული ჩვენი და ჩვენი ერის მომავალი…

საუკუნეების მანძილზე არ აკლდა ქართველ ერს განვითარებულობის ის მაჩვენებელი რომელსაც ,,სამოქალაქო თვითშეგნება” ჰქვია (ყოველი შემთხვევისთვის, ისტორიიდან გამომდინარე ასე ჩანს). მაგრამ დღეს… დღეს სულ სხვა სურათი გვაქვს, ჩვენდა სამწუხაროდ, სახეზე და ამ თემაზე მინდა გაგიზიაროთ ჩემი შეხედულება…

მართლაც და, დღევანდელი ქართული საზოგადოების დიდ (უმრავლესობა კი საერთო,ზოგად სურათს იძლევა) ნაწილს საგრძნობლად აკლია სამოქალაქო კულტურის დონე, რაც ასევე საგრძნობლად თვალში საცემია როგორც აქ, საქართველოში ისე უცხოეთშიც ქართველთა ქმედებიდან გამომდინარე. ერთი პერიოდი, ვფიქრობდი, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ჩვენში, სამოქალაქო კულტურის ესოდენ დაკნინება და თითქოს პასუხს მივაკვლიე კიდეც… ეს ყველაფერი 90-იან წლებს დავაბრალე და იმდროინდელ საყოველთაო არეულობასა თუ შიმშილობას, რადგან ძნელია, ამ მდგომარეობაში, მშიერ ადამინს სამოქალაქო კულტურა მოსთხოვო… თუმცა ჭეშმარიტი სიმართლე არც ესაა, რადგან ქართველ ერს არსებობის უმეტეს მანძილზე მშვიდი ცხოვრება არ ჰქონია მაგრამ მაინც გააჩნდათ უდიდესი კულტურა…

დამტვრეული მერხები და სკამები, დაჩხაპნილი კედლები, ქუჩაში მოურიდებლად დაყრილი ნაგავი, საგზაო წესების დარღვევა (როგორც მძღოლები ასევე ქვეითები), დროის შეგრძნების არქონა და ,,ანტიპუნქტუალიზმი”, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაბინძურება და მისი სკამების დახევა ან დაჩხაპვნა, – ეს, იმ ,,სიის” არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში ყოველდღიურობაა და ჩვენს გვერდით თუ ჩვენი თანამონაწილეობით (ნებსითა თუ უნებლიედ) ყოველდღე ხდება…

ყველაფერი ეს, კი, ძლიერ ჰგავს ვანდალიზმს… ნუთუ, რომელიმე ჩვენგანს არ დაუსვამს კითხვა, საკუთარი თავისთვის, რატომ უნდა დავემსგავსოთ საკუთარი ქცევით ტყიურებს, როცა ჩვენ ჩვენი საკუთარი, უმდიდრესი, ცივილიზაცია გაგვაჩნია?! საქმე საქმეზე რომ მივა, ყველანი დიდი ქართველები ვხვდებით, თავს ვდებთ ჩვენი ქართველობისთვის (სამწუხაროდ, ბოლო ხანებში, ესეც ბევრს, ფეხებზე ჰკიდია) და საქმით კი საწინააღმდეგოს ვაკეთებთ…

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

თქვენ, გაოცებულები შემომხედავთ და მკითხავთ, – რა კავშირია ქართველობის დამტკიცებასა და ნაგავის ქუჩაიში დაყრას შორისო?! ეჰ, მართლაც რომ, ასეა, და მართლაც რომ, ბოლოდროინდელი იმიჯის ,,ქართველობას” ვამტკიცებთ ჩვენი სამოქალაქო უკულტურობით. იმ იმიჯს ვამტკიცებთ, რომელიც ჩვენი თავხედური ქცევით მოვიპოვეთ საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ განვითარებულ სამყაროში.

ყველა ჩვენს თანატოლს, გული ევროპისკენ მიუწევს და გაცხარებით იზუთხავს ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს… ოცნებობს ევროპაში სწავლაზე იმიტომ რომ იქ წესრიგია, სისუფთავეა, სიმდიდრეა… იმას კი ვერავინ აცნობიერებს რომ საქართველოც შეიძლება გახდეს ისეთი მიმზიდველი თუკი, ჩვენ, მომავალი, არ გავანადგურებთ საზოგადოევრივ ქონებას, არ წავაწერთ ლექსებსა და სახელებს უნივერსიტეტის მერხებზე, კედლებსა და საპირფარეშოში. ჩვენც გავხდებით ჭეშმარიტი ქართველი ევროპელები, ძლიერი ევროპული საქართველოთი თუკი გვექნება დროის შეგრძნება და პირობითად, დილის 9 საათი და 12 საათი ერთიდაიგივე არ იქნება ჩვენთვის, თუკი შუქნიშნის მწვანე შუქზე ავტომობილებს წინ არ გადავუქროლებთ…

ბევრს გაუჩნდება კითხვა, – ეს მოგვიტანს მდიდარ საქართველოს?! –  მატერიალისტები გავხდით და იმას კი ვერ ვაცნობიერებთ რომ კულტურა ყველაზე დიდი სიმდიდრეა, თუნდაც ეკონომიკური. ბევრს პრეტენზია აქვს ,,მაგარ” უნივერსიტეტში ,,მაგარი” სპეციალობა აითვისოს და ასეთი ,,ყველაფრისმთხოვნელი” ამბიციური ახალგაზრდა ახტება და უნივერსიტეტის კედელზე თავის ტყუპ ფეხის ანაბეჭდებს ,,სპაიდერმენივით” დაამჩნევს, იმაზე კი აღარ ფიქრობს, რომ ის თანხა, რაც მის მიერ დამჩნეული უწმინდური ფეხების ანაბეჭდების მოშორებას სჭირდება, მის მიერ დამწვარი საპირფარეშოს კარებისა და ფანჯრის სახელურების აღდგენას ხმარდება, შეიძლებოდა უკეთესი წიგნების, კომპიუტრებისა და პროგრამების შეძენას მოხმარებოდა…

ახლა, კიდევ, ნაგვის დაყრას რაც შეეხება… აქ ყველა ,,ვაჟკაცობს” – სტუდენტიც, მოსწავლეც, მოზარდიცა და მოხუციც… არავინ არაფრად აგდებს ქუჩის სისუფთავეს… ან, რატომ უნდა ინაღვლონ?! ეს ქუჩა, ხომ ,,მათი საკუთრება” არაა?! მერე ნაგავი დაგროვდება და ყველა სახელმწიფოსა და მის მესვეურებს ლანძღავს… ყველას მოსწონს სისუფთავე, თუმცა იმის კულტურა არავის გააჩნია და არც შეგნება რომ ნაგავი ურნაში უნდა ჩაყარო და არა ქუჩაში… ვინმეს მიუთითებ და აქეთ მოგდებენ შარს, უკვე დაყრილია და ჩემი გადაგდებულით რა ემატება, ან რა აკლდებაო… შე, კაი დედმამიშვილო, ყველა რომ მასე ფიქრობს იმიტომაა მინაგვიანებული ყველაფერი. აბა, ყველამ რომ ურნაში ჩავაგდოთ ნაგავი, მაშინ, ხომ აღარ ვიქნებით ამ დღეში?!

არ მესმის, იმ მშობლების მშობლობა, რომლებიც შვილებს ნაყინს ყიდულობენ და მოურიდებლად აყრევინებენ ბავშვებს ძირს მის ქაღალდს… სამოქალაქო თვითშეგნება გვჭირდება, ხალხო, და სანამ ამ საჭირო განძს არ აღვიდგენთ ჩვენში, მანამ არაფერი გვეშველებაროგორც ერსა და როგორც სახელმწიფოს.

დავდივართ, ქუჩაში, ზომბის სახეებით და ელემენტარული თავაზიანი მადლობა და გამარჯობა დაგვვიწყნია ურთიერთობისას… მერე, გამოვალთ და ყველა ვყვირით – რა მინდა საქართველოში, ნეტავ გასაქცევი მომცაო! მაინტერესებს, ვის ვუტოვებთ ჩვენი და ჩვენი თანამემამულეების მიერ არეულ, სამოქალაქო უკულტურობით გაჟღენთილ ქვეყანას…დანით განზრახ დასერილ მატარებლის სკამებს, ჩამტვრეულ მინებს და ყველაფერ საზოგადოებრივს განადგურებულს, ნეტავ, ვის ვუტოვებთ?! მაშ, არ მოგვწონს არა?! არ მოგვწონს ჩვენი ნამოქმედარი და ვცდილობთ თავი სხვის ნაშენებს შევაფაროთ?

არა!!! ჩვენი ვალდებულებაა ავიმაღლოთ თვითშეგნება, ვასწავლოთ ერთმანეთს სწორად და პატივი ვცეთ პირველ რიგში საკუთარ თავსა და ჩვენს ქვეყანას. საკუთარი თავის პატივისცემა ერის სიყვარულში გამოიხატება და – პირიქით. თუ გვეყვარება ჩვენი სამშობლო, თუ ავიმაღლებთ თვითშეგნებას და ერთმანეთს ,,ვაიძულებთ”, ვიცხოვროთ სწორად, მაშინ საკუთარ თავთანაც მართლები ვიქნებით, რადგან იმ პასუხისმგებლობას შევასრულებთ რასაც სამოქალაქო შეგნება ჰქვია…

და მოდი, ნუღარ მივაწებებთ მერხების ქვეშ საღეჭ რეზინებს, ნუღარ დავწვავთ ფანჯრებს ცოდნის ტაძარში და ნუ დავყრით სიგარეტის ნამწვავებს უნივერსიტეტის შენობაში (ნუ ყოველშემთხვევაში იმ ადგილზე მაინც სადაც ,,არ მოსწიოთ” აწერია ან მისი ნიშანია), ნუ დავიწყებთ ლტოლვას სხვისი ნაშენები წესრიგისკენ, რადგან ჩვენც შეგვიძლია შევქმნათ სისუფთავე და წესრიგი და ვესწრაფოთ აქ შრომას, სწავლასა და მომავლისთვის საკუთარი ქვეყნის შენებას. მოდი, შევიგრძნოთ დრო, ვცეთ ყველაზე დიდი პატივი ჩვენივე ქვეყნის კანონს, ეთიკის ნორმებსა და ადამიანურ კულტურულ ფასეულობებს და მაშინ კი ზუსტად გვეცოდინება, რომ სამოქალაქო თვითშეგნება საკუთარი თავის პატივისცემაცაა და ერის სიყვარულიც.

4,011 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2015
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930