Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ერთი, ქუთაისური დღე

ერთი, ქუთაისური დღე
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
April 14
10:24 2015

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

ამ დღეებში, ,,წრიულით” მომიწია მგზავრობა. ვერც კი მივხვდი, ორი კარგა მოხუცებული ქალბატონი როდის ამოვიდა ავტობუსში და მათ მას მერე მივაქციე ყურადღება, რაც რუსულად ლაპარაკი შემომესმა. დარწმუნებული ვარ, ეს ქალები მინიმუმ, ბოლო 50 წელია, საქართველოში ცხოვრობენ და ქართულიც შესანიშნავად იციან, მაგრამ ერთ სიტყვას ვერ დააცდენინებ ქართულად. ვალდებულად გთვლიან, შენ ელაპარაკო, შენივე ქვეყანაში, რუსულად. ეს, რუს ქალბატონთა დაუწერელი წესია.

ერთი ქალბატონი წინ იჯდა და მეორეს აფრთხილებდა, – დამჯდარიყო, რათა ავტობუსის მოძრაობისას არ წაქცეულიყო. ამ დროს, ავტობუსში ერთი მოხუცი კაცი ამოვიდა, რომელსაც ეს საუბარი მოესმა და თვალები სიხარულით გაუბრწყინდა. ისეთი სცენა გათამაშდა, ,,ჯარისკაცის მამაში” რომ ეპიზოდია (გოდერძის მამას ქართული ლაპარაკი მოესმება). დარწმუნებული ვარ, ამ კაცმა, ჯარი რუსეთის რომელიმე მხარეში მოიხადა და მას მერეც, არა ერთხელ იყო ,,37 მანეთად გადანაფრენი და პახმელიაზე გამონასვლელი რუს ,,ვალიებთან” მოსკოვში”.

დაუჯდა  მოხუცი კაცი უკან მჯდომ ქალბატონს (დაახლოებით ერთი ასაკის იქნებოდნენ) და დაიწყეს წარსულის მოგონება.

ჩვენი ,,წრიულების” გამართულობისა და ჩემი რუსულის ცოდნის გამო ცოტა მესმოდა მათი საუბრიდან, თუმცა, შევნიშნე, რომ ქალბატონი ტიროდა და ცრემლს იწმენდდა (ეტყობა, ახალგაზრდობის ეშხი და მიმზიდველობა ენატრებოდა, მოხუც კაცს კი ძველებური დროსტარება და სიმხნევე-ცუღლუტობანი), ხოლო, რამდენიმე წუთის შემდეგ, გავიგონე ფრაზა: ,,плохая Жизнь входить”…

ჰოო… ცუდი ცხოვრება კი მოვიდა, მაგრამ მე მაინც, ჩემო პაპავ, შიმშილი და საღად აზროვნება, დღევანდელი ცხოვრება მირჩევნია, მუცელსავსეობასა და გონების ,,დამუშავებას”. ჩევნს საზოგადოებაში კიდევ ბევრია შემორჩენილი ისეთი ადამიანი, ვისაც საბჭოთა იმპერიის ნოსტალგია აქვს და ცრემლიც კი ადგება თვალზე, ,,ძმობასა” და ,,ერთობას” რომ იხსენებს. ეს ცრემლი, რაიმე რეალური სულისკვეთებისა კი არაა, არამედ, იმ დაბალი შეგნებისაა, რომელიც დირექტიული აზროვნების ხემ ნაყოფად გამოისხა.

ისხამდა ეს ხე ნაყოფს და იყო. რა გინდა?! სულო და გულო, თურმე, – წახვიდოდი და წამოხვიდოდიო, – ასე ამბობენ ადამიანები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მერე დაიბადნენ და საპენსიო ასაკში მოუსწროთ საბჭოთა გონება დამონების ნგრევამ. ჰოდა, ,,პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდითო”, შეიცვალა ,,მუქთამჭამელებო ყველა ქვეყნისა შეერთდითო” – ამ რეალობით.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

37 მანეთიან ბილეთს, მე მაინც 40 ევროიანი ბილეთი და ევროპა მირჩევნია, სადაც არავინ არ დამიშლის აზრის გამოხატვის თავისუფლებას და თუ არ ვიშრომებ არავინაც არ მაჭმევს. თუმცა არც ევროპაში თავით გადაშვება მიზიდავს მაინცდამაინც (ყველაფერს თავის დოზა აქვს) და ქართველობა სულ ყველაფერს მიჯობს. მაგრამ, ისეთი ქართველობა, ჩვენი თავის ფასი ზუსტად რომ გვეცოდინება და არც მიწაზე გავერთხმებით როცა მხოლოდ თავის დახრაა საჭირო და არც ზედმეტად გავამაყდებით.

დღეს, სტატიას წავაწყდი ინტერნეტში, დაახლოებით ასეთი სათაურით: – ,,რასიზმი ქუთაისის უნივერსიტეტში“. სინამდვილეში კი ასე მოხდა:  ჩვენმა ნიგერიელმა სტუდენტმა დედა შეაგინა ქართველ ბიჭს (ეტყობა ეს ამბავი მათთან ,,მოსული პონტია“) და მუშტი რომ მიიღო ,,რასიზმის” ყვირილი დაიწყო, სათავისოდ გამოიყენა. ეს აიტაცა, სამწუხაროდ, ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ. უბრალოდ, ფაქტია, რომ ჩვენ ყველა ქვეყანაში ჩასული ვართ და არავინ არაფერს გვაპატიებს, აქ ჩამოსულთ კი თავი უნდა დავუხაროთ და სულში ჩაფურთხება ვაპატიოთ.

მერე, საღამოს, რესტორნის წინ გავიარე… სიმღერა მესმოდა, წყვილების ცეკვას მოვკარი თვალი… ერთი სიტყვით შიგნით ბედნიერება სუფევდა… რა ჭრელია საზოგადოება… გარეთ, რამდენიმე მეტრის მოშორებით კი სიცივეში მოშივებული ადამიანები დგანან…

ხშირად დავკვირებივარ ქარვასლის ტერიტორიაზე ბიჭს, რომელიც ლიმონებს ყიდის… ალბათ, 12–15 წლის თუ იქნება… მორიდებით იკითხავს ლიმონი ხომ არ გინდათო, ,,ქალაქურშიც“ შეივლის, მაგრამ შემოთავაზებულ საჭმელს ხელს არასოდეს ჰკიდებს… ასე მითხრა, ჩემმა მეგობარმა წიგნების გამო ყიდისო… ღმერთო ჩემო, რამდენი თეთრი უნდა ,,მოუგოს“ ერთ ცალ ლიმონს?! რამხელა ღირსება, რამხელა სისუფთავეა ამ ადამიანში?! მას არ ეთაკილება არანაირი შრომა. შია და საჭმელს არ აიღებს… ჰყიდის ლიმონებს და არ ითხოვს არავისგან, უსასყიდლოდ, არაფერს… თუ კი ეტყვი რომ ლიმონი არ გსურს და ისე მისცემ ფულს, მაშინ ფულს არ აიღებს… ზის ხოლმე ცივ ქვაზე თავდახრილი, თავზე ქურთუკის ქუდი ახურავს, სახე ჩაუმალავს და ხელებს მოკლე ქურთუკში მალავს…

მისი ხელით გამოწვდილ ლიმონს სიცივის კანკალი გადასდებია ხელიდან… გალურჯებული და დამსკდარი ხელები არასოდეს არ აიღებენ დაუმსახურებელ ფულს, არასოდეს არ წასცდებათ სხვისი ფულისკენ ხელი…  ერთი ქუთაისური დღე… გაჭირვებითა და მხიარულებით, უსამართლობითა და თანაგრძნობით, მხიარულებითა და ჭირითაა გაჟღენთილი… მიდის დღეები როგორც რიონი და ქუთაისი ელოდება უკეთეს მომავალს… იმედი აქვს რომ ლიმონების გამყიდველი ბიჭი სამაგიეროს არ მიუზღავს ტკივილისთვის. ცოცხლობს იმ იმედით, რომ ,,წრიულებში“ რომელთაც დამაყრუებელი ხმა აქვთ, აღარ მოსთქვამენ ხმამაღალ გოდებას საბჭოთა ნოსტალგიაზე…

იმედი აცოცხლებს ჩვენს საზოგადოებას.

 

257 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2015
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930