ვიზუალური მედიის საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი

კონკურსები

2015 წლის 28-29 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება ვიზუალური მედიის საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

ტელევიზიის სექცია:

1) საუკეთესო რეპორტაჟი

2) საუკეთესო ოპერატორი

3) საუკეთესო ტელესიუჟეტი

4) საუკეთესო სამაუწყებლო ბიზნეს-პროექტი

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker]

 

ფოტოს სექცია:

1) საუკეთესო ფოტოამბავი

2) საუკეთესო პორტრეტი

3) საუკეთესო არტ-ფოტო

4) უნიკალური კადრი

სპეციალური პრიზი

კონკურსის პირობები:

  • მონაწილის სტატუსი – სტუდენტი;
  • რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა;
  • ფესტივალში მსურველთა განაცხადი უნდა გაიგზავნოს ფესტივალის ელექტრონულ მისამართზე;
  • საკონკურსო ფოტონამუშევრების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე;
  • ვიდეონამუშევარი უნდა აიტვირთოს youTube-ზე და შესაბამისი ლინკი გამოიგზავნოს მისამართზე;
  • გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით, მონაწილეებს კი გადაეცემათ სერტიფიკატები;
  • სატელევიზიო ნამუშევრების ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს;
  • ფოტონამუშევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ცალს;
  • ყველა ნამუშევარი გამოქვეყნდება გთსუ-ს Facebook-ის გვერდზე;
  • ყველა ნამუშევრის საავტორო უფლება დაცული იქნება გთსუ-ს საიტის ადმინისტრაციის მიერ;
  • რეგისტრაციისა და ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 18 მაისი.

საკონტაქტო ტელეფონი: +(995 32) 266 15 12

ელ. ფოსტა: zoom@gttu.edu.ge

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები