აღდგომა, როგორც დღე სასწაული

ARIS ბლოგერი

ავტორი: ანი ბოჭორიშვილი

თსუ-ის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

IMG_0349აღდგომა, თურმე, მხოლოდ ბედნიერი ადამიანებისთვისაა დღესასწაული. იკითხავთ, ვინ მოიაზრება სიტყვაში ,,ბედნიერი’’? მასში, ამ შემთხვევაში, ამ ფართო ცნების შემადგენელი ელემენტების სულ მცირე ნაწილს მოვიაზრებ. თურმე ბედნიერებაა ისიც, რომ გყავს ლოგინად ჩავარდნილი, მოხუცი ცოლი, რომელიც ისეთი პრეტენზიული გახდა, რომ მისი ,,კაპრიზები’’ გულს გიჭამს. თქვენ წამოიდგინეთ და, ისიც კი ბედნიერებაა მოხუცი მამის ,,გარშოკი’’ რომ გაქვს გადასაქცევი და ყოველდღე ისმენ მის წუწუნს იმის შესახებ, თუ როგორ უმუხთლა ცხოვრებამ. ბედნიერი ხარ, როდესაც გყავს 5 შვილი და მათ გამოსკავებად ლობიანებითა და ცხელი ელარჯით ხელში ბაზარში სიარული გიწევს. დიახ, ძალიან ბედნიერი ხარ.

იმ შემთხვევამდე, რომელიც ბედნიერების არსის შეცნობაში დამეხმარა, ბედნიერება სულ სხვაგვარად წარმომედგინა. ერთი კვირით ადრე, ერთ-ერთი ლექტორის დავალებით, თემაც დავწერე სათურით- რა არის ბედნიერება? ამ ცნებას მაშინ თავისუფლებასთან ვაიგივებდი და ვფიქრობდი, რომ ბედნიერებაა აკეთო ის, რაც გსურს და ამ დროს სინდისის ქენჯნას არ გრძნობდე. ამ შემთხვევამ კი ბევრ რამეზე დამაფიქრა და ერთგვარი კომპასის როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ბევრისგან მსმენია, რომ აღდგომა მათი საყვარელი დღესასწაულია, ასევეა ჩეთვისაც. გაზაფხულის მოახლოებისთანავე ვიწყებ ფიქრს და იმის გამოთვლას, რამენი დრე დარჩა აღდგომამდე. დღემდე ჩემთვის სრულიად ბუნებრივად აღიქმებოდა პასქის სურნელით გაჟღენთილი, ფქვილში ამოსვრილი, თავსაფარწაკრული დედა, რომელიც მონატრებული შვილებისა და უკვე შვილიშვილების ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდება. შრომისაგან დაღლილი და სიხარულისაგან თვალებგაბრწყინებული  დედა ყოველთვის საოცარი სანახავია. აღდგომის ღამის ტაძარში გათევისა და მეორე დღეს ბიძაჩემის ძველი ,,LADA 06’’-ით სოფელში, სასაფლაოზე წასვლის გარეშეც ვერასდროს წარმომედგინა აღდგომა.

IMG_0293ბებიას ცრემლნარევი სიხარული, ჩვენი აქ ყოფნით და შემდეგ წასვლით გამოწვეული, ყოველ წელს დღესასწაულის ყველზე ორიგინალური დაბოლოებაა. წელს კი აღდომა ჩემთვის არა ჩვეულებისამებრ დღესასწაული, არამედ დღე სასწაული იყო. ამ შემთხვევის შემდეგ ამაზრზენი შესახედაობა მიიღო ყველაფერმა: მეზობლების გაუთავებელმა შემოსვლამ ჩვენს პატარა მაღაზიაში ყველის, ფქვილისა თუ თაფლის საყიდლად; მათმა ტრაბახმა პასქის მათეული რეცეპტის გენიალურობის შესახებ; დათხუპნულმა შინაურულმა სამზარეულომ, სადაც დედა ხან ქურას მიაწყდება, ხან შეშის ღუმელს, რომ მისი საქებარი ხაჭაპურები არ დაიწვას,  პასქა კი დროულად გამოიღოს ქურიდან. საშინელი სანახავი გახდა აქამდე შეუმჩნეველი მთვრალი სახეები, გატიალებული გამოხედვით.  ამ დღის შემდეგ დავფიქრდი, რომ აღდგომის რეალური არსი მხოლოდ ერთ ან ორ ადამიანს თუ ახსოვს. ტაძარში ღამის გათევაც უფრო სატრაბახო და დროის გასატარებელი ჩვულებაა, ვიდრე სულიერი საზრდოს მიღებისა.

დროა, სიტყვებს: ,,ამ დღის შემდეგ’’ აბსტრაქტული მნიშვნელობა მოვაშორო და რაღაც კონკრეტულს დავუკავშირო. წელს თბილისიდან ზესტაფონში ნათესავს გავყევი. მან გადაწყვიტა მოენახულებინა მარტოხელა ბაბუა, რომელიც თითქმის მთელი წელი არ ენახა. გზად სამი ცალი პური იყიდა და თქვა: ,,იმ კაცს წავუღებ, გაუხარდებაო’’…

IMG_0511კასპშიც მივედით, ცენტრიდან სულ რამდენიმე კილომეტრით დაშრებულ სოფელში 80 წლის მოხუცთან, რომელსაც ერთადერთი მეზობელი ჰყავს. მისივე თქმით, ცხოვრობს ,,კოხტა სახლში’’, რომლის მოვლა-პატრონობაც მისი ერთადერთი საზრუნავია. მოხუცის გულმოდგინება ეზოში შესვისთანავე იგრძნობა. შვილებისა და შვილიშვილებისაგან დავიწყებული ადამიანებთან საუბარს მონატრებულია და ძალიან უმძიმს ახლადმისული დაუპატიჟებელი სტუმრების გაშვება, არადა ღამის 12 საათია, სათქმელი კი კიდევ ბევრი აქვს. დამშვიდობებისას კიდევ ერთხელ გვანიშებს, მანქანა გავაჩეროთ, უნდა აგვიხსნას, რომ მისი ნაამბობი 140 კილო კარტოფილსა ერთ მტევანი ყურძენზე,  რომელიც 2 კილოზე მეტს იწონიდა, რეალობაა და არ ტრაბახობს.

IMG_0488ამ მოხუცის ნახვის შემდეგ, ცხოვრებაში სულ სხა ორიენტირები გაჩნდა. ნეტავ, ტელეფონი თუ აქვს, რომ აღდგომა მიულოცონ. ნეტავ, რგორორ შეხვდება აღდგომას? ამ დღესაც საკუთარ ბოსტანში მწყვეტილ მწვანე ხახვს მარილში  ჩააწებს და ასე გააჩუმებს ბობოქარ შიმშილს? არა, ალბათ საკუთარი მარაგს სულ ცოტა ლობიოს მოაკლებს. იქნებ ამ დღეს მაინც დალიოს ერთი ჭიქა სანაქებო ლეღვის არაყი….
ცოტა ხანში მივხვდი, რომ ეს ფიქრები აბსურდული იყო. მოხუცსათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას შეჭამდა ან ჩაიცვამდა, მისთვის მთავარი იყო,  ,,კოხტა სალში’’ ადამიანის ფეხის ხმა გაეგონა. აღდგომა მისთვის უფრო მოწყენილი დღე იქნება, ვიდრე მხრიაული. ალბათ მეუღლის  საფლავს გააკითხავს.  დარდს კი ისევე მდუმარედ გამოხატავს, როგორც ეს ჩვენთან გააკეთა.

IMG_1021 - კოპირებაჩვენ კი, სააღდგომო სამზადისის დროს, პულტის წითელ ღილაკს  თითს დავაჭერთ და ,,რუსთავი2-ზე’’ ჩავრთავთ ტელევიზორს. იქ წამყვანები ათასგვარ რეცეპტს გაგვიზიარებენ იმასას, თუ როგორ უნდა მვამზადოთ პასქა, შევღბოთ კვერცხები და რამდენ ლარად შევძლებთ გოჭის ყიდვას  ბაზარში. ტელეწამყვანებს არც იმის შეხსენება დაავიწყდებათ, რომ დღეს წითელი პარასკევია, მძიმე მარხვა. მაღაზიაში რძის საყიდლად შემოსული მაყვალა თუ ირინა კი იმის გარჩევას დაიწყებს, ნიგვზიანის ჭამა შეიძლება თუ არა, ისიც ხომ ზეთს შეიცავს და შემდეგ ისევ პასქის რეცეპტის საიდუმოების გამხელას განაგრძობს. აღდგომა  საზგადოების დიდი ნაწილისათვის ღრეობა იქნება, კუჭის ამოვსების კიდევ ერთი, ხალხის თვალში გამართლებული მიზეზი. მაღაზიები  მიცვალებულთა მოხსნიების დღეს დიდი რაოდენობით გაზიან წყლებს გაყიდიან. ალბათ, აფთიაქის წინ წელსაც იქნება რიგები ,,სენადეს’’, ,,ნახშირის ტაბლეტების’’, თუ სხვა საჭმლის მომნელებელი მედიკამენტების საყიდლად მისული ადამიანებისა. ედიშერ ბაბუას კი კვლავ დავივიწყებთ,  არც ის გაგვახსენდება, რატომ ვზემობთ აღდგომას და გაუაზრებლად ვიტყვით: ,,ქრისტე აღსდგა!“

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები