Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რომელ უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზეა მოთხოვნა?

რომელ უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებზეა მოთხოვნა?
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
April 15
11:37 2015

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. აბიტურიენტთა დიდ ნაწილს, უკვე აქვს გადაწყვეტილი რომელი უნივერსიტეტის სტუდენტობა სურს, ზოგი კი ისევ ფიქრის პროცესშია მიუხედავად იმის, რომ არჩევანი გააკეთა. საგულისხმოა, რომ უნივერსიტეტების რიგითობის შეცვლა აბიტურიენტებს აპელაციამდე შეუძლიათ, რაც დამატებითი პლუსია მათთვის. განათლებისა და მეცნიერების სამინტროს სტუდენტების მსურველთ რამდენიმე სიახლეს სთავაზობს და ასაჯაროვებს, რომ უნივერსიტეტში მოხვედრის მსურველთა რიცხვი 40.000 მეტია, ხოლო თავისუფალი ადგილიც, თითქმის ამდენივე.

ხშირად საუბრობენ, რომ კერძო უნივერსიტეტების ფასები საგანგაშოა, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტები ყველას ვერ დაიტევს. აბიტურიენტები ამ ფაქტის ირგვლივ კომენტარებს აკეთებენ. უმეტეს მათგანს სწორედ კერძო უნივერსიტეტი უწერია პირველი.

10995396_892526157475389_9142508980204238391_nმაგდა საგინაშვილი საგარეჯოში ცხოვრობს. პრიორიტეტად თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკლუტეტი აირჩია. როგორც თავად ამბობს, ოთხ საგანში დადის რეპეტიტორთან, ხოლო მეოთხე, დამატებით საგნად, ლიტერატურის ჩაბარება გადაწყვიტა: 

„პრიორიტეტად თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკლუტეტი ავირჩიე და ვთვლი,რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მომწონს საზოგადოებრივი ურთიერთობები, სოციოლოგია. ჩემი ფაკულტეტი მთლიანად ჩემი სურვილების შესაბამისია. ამ უნივერსიტეტის შესახებ ყოველთვის ბევრი მსმენია და მომწონდა ამის გამოც. სექტემბრიდან  სულ ვცდილობ სიახლეები გავიგო მის შესახებ, ამიტომ გაცნობით პროგრამებზე  ვყოფილვარ. ვთვლი,რომ ფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს  მაშინ, როდესაც სამომავლო პროფესიასა და უნივერსიტეტს ირჩევ. ჩემი ფაკულტეტი თავისუფალ უნივერსიტეტში 6950 ლარი ღირს, თუმცა ცოდნის ფონდის 2900 ლარიანი გრანტი ყველა სტუდენტისთვის დიდი შეღავათია. მიმაჩნია,რომ რაც არ უნდა ძვირი იხადო სწავლაში, ეს ფული დაკარგული მაინც არასდროს იქნება“.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

11136739_892526214142050_4707070487440435393_nშოთიკო კომლაძე ქუთაისიდანაა. როგორც თავად გვიყვება, დამატებით საგნად გეოგრაფიის ჩაბარება გადაწყვიტა: „ოთხივე საგამოცდო საგანში ვემზადები: ქართული, უნარები, ინგლისური, გეოგრაფია. საქართველოს უნივერსიტეტი მიწერია პირველი,, მაგრამ შავ ზღვასაც ვფიქრობ 50% -50%- ზეა, რომელს ავირჩევ წლის ბოლოს. ჩემი მეგობრები სწავლობენ აქ და ვფლობ ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც ამ ეტაპზე ჩემთვის ყურადსაღებია. სიმართლე გითხრათ, ფაკულტეტების ძიებაში დიდი დრო არ დამიხარჯავს , ჟურნალისტიკა მაინტერესებს და  მინდა ვისწავლო ამ ფაკულტეტზე.  როდესაც სარეგისტრაციო ფორმა სვავსებდი, ლოგიკურია, ფასებს მივაქციე ყურადღება“.

11150207_892526120808726_529575484569791650_n

ნატო ამირეჯიბი თელაველია. მან პრიორიტეტი GIPA-ს სოციალურ მეცნიერებებს მიანიჭა და თავის გადაწყვეტილებაში სრულიად დარწმუნებულია. ნატო ხუთ საგანში ემზადება და ყველაფერს აკეთებს, რათა სასურველ უნივერსიტეტში მოხვდეს: „5.000 სულაც არ არის დიდი თანხა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სწავლას ეხება. GIPA-ს სწავლების მეთოდებსა და გარემოზე ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომელიც წინა წელს აბარებდა ამ უნივერსიტეტში. ვფიქრობ,  GIPA დღეს საუკეთესო უნივერსიტეტია საქართველოში“.

11156183_892526257475379_1103352713566308455_nშოთიკო ანთელიძე თბილისელია. მას აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატრო აკადემიის სტუდენტობა სურს: ვემზადები 4 საგანში და ვაბარებ 5 -ს. პირველი მიწერია აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატრო აკადემია, ფაკულტეტი – არქიტექტურა. აარქიტექტურით დავინტერესდი  14 წლიდან, კომპიუტერით ვქმნიდი პატარა არქიტექტურულ ნამუშევრებს,  ვხატავ კიდეც. როდესაც ამ უნივერსიტეტის შესახებ მითხრეს, გადავავლე თვალი, ყველაფერი განვიხილე და მივიღე გადაწყვეტილება. ფასსებს დიდ ყურადღებას ვაქცევდი მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ. მთავარია, მოვხდე იქ სადაც მინდა“. 11009174_892526167475388_30809659087730668_n

ანი მგელიაშვილი თბილისში ცხოვრობს. მას  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა აქვს გადაწყვეტილი. ამბობს, რომ: „ამდენმა უსამართლობამ მიბიძგა,  სამართალზე ვისწავლო. თსუს სამართალი მიწერია პირველი. ამ უნივერსიტეტს პიარი არ სჭირდება, მისი სახელი ისედაც ყველამ იცის. ფასებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან მთავარია ვისწავლო იქ, სადაც მინდა“.

2,268 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2015
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930