Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მიშა გელენავა – სტუდენტი კემბრიჯიდან

მიშა გელენავა – სტუდენტი კემბრიჯიდან
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
April 16
11:21 2015

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

ქართველი ახალგაზრდა, პერსპექტიული ფიზიკა-მათემატიკოსი, კემბრიჯის სტუდენტია. სიამოვნებით წარმოგიდგენთ მის სახელსა და გვარს.  გაგაცნობთ მიშა გელენავას, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს ფარგლებს გარეთაა და სასურველ სფეროში ცოდნას იღრმავებს. მან წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი დაამთავრა, ხოლო ამჟამად სამაგისტრო პროგრამას გადის კემბრიჯში. როგორ მოხვდა მიშა გაცვლითი პროგრამითი სასურველ უნივერსიტეტში, რა გეგმები აქვს ქართველ სტუდენტს და როდის ესტუმრება საქართველოს, ინტერვიუდან შეიტყობთ.

– მოგესალმები, მიშა. პირველ რიგში, როდესაც შენს სახელს ვახსენებთ, დიდი ინტერესი ჩნდება, თუ რა გზა გაიარე კემბრიჯამდე, ანუ როგორ გახდი სტუდენტი ყველასათვის სასურველ უნივერსიტეტში.

11157939_893477237380281_2134524875_n– კემბრიჯში მოსახვედრად სტანდარტული პროცედურა გავიარე, ონლაინ აპლიკაცია, CV, აკადემიური რეკომენდაციები. როგორც ჩანს ჩემი მონაცემები საკმარისად კარგი აღმოჩნდა და წინასწარი მიღების შესახებ წერილი მალევე მომივიდა. შემდეგ დარჩა რამდენიმე ფორმალური პროცედურა და ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდა.

– ზუსტი მეცნიერებები ასე სად შეისწავლე (ვგულისხმობ ადრეულ ასაკს, როდესაც გიყალიბდებოდა ინტერესი ) ?

– მამაჩემი სკოლაში მათემატიკას ასწავლის, დედაჩემი კი დაწყებითი კლასების მასწავლებელია. ასე რომ, ადრეული ასაკიდანვე ვისწავლე წერა-კითხვა და მერე დავინტერესდი მათემატიკით. ჯერ დედაჩემის კონპეტენციის სფეროში ვიყავი, დაახლოებით 7 წლის ასაკიდან კი, მამაჩემის. ვესწრებოდი მამაჩემს გაკვეთილებს უფროსკლასელებთან და ასე ვთქვათ მათემატიკით ვცხოვრობდი.

– საინტერესოა, წასვლამდე თუ შეგექმნა ბარიერები ( თუნდაც ფინანსების ან ენის მხრივ) ?

– როგორც ზემოთ ვახსენე, ინგლისური ენის გამოცდა გავიარე. გამოცდის შედეგი კემბრიჯის მინიმალური მოთხოვნის მიდამოებში იყო და უნივერსიტეტის რეკომენდაციით გავიარე დამატებითი ხუთკვირიანი ინტენსიური კურსი, ამისთვის ინგლისში დროზე ადრე გავემგზავრე. ამ კურსის დამსახურებით, შემდეგი სიძნელეები აღარ მქონია.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

– ვინმე ქართველი თუ სწავლობს შენს გვერდით?

– ინგლისში მყუდრო გარემოს მოწყობის ნაწილი იყო ქართველი სტუდენტების მოძებნა. სამწუხაროდ ჩემს პროფესიაზე მე ერთადერთი ქართველი ვარ, თუმცა უნივერსიტეტში რამდენიმე ქართველი სტუდენტია და შეძლებისდაგვარად ვახერხებ ურთიერთობას.

– ქართველი სტუდენტებისთვის ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება, თუ გკითხავ, როგორია სწავლების პროცესი? ჩვენთან აკადემიური წელი 2 სემესტრად იყოფა. კემბრიჯი სწავლების როგორ მიდგომას გთავაზობთ?

– კემბრიჯში 3 სემესტრია. სემესტრი საკმაოდ მოკლეა, მაგრამ ძალიან ინტენსიური. ასეთი სისტემა საშუალებას იძლევა წლის განმავლობაში მაქსიმალურად ბევრი გავიაროთ. თუმცა ეს სტუდენტების ძალიან დიდი შრომის ხარჯზე.

– შეფასების სისტემა როგორია?

– შეფასების სისტემა დამოკიდებულია ფაკულტეტზე. ჩემთან მაისამდე არანაირი შეფასება არ გვაქვს და მხოლოდ საბოლოო გამოცდების შედეგად ხდება. თუმცა თუ სტუდენტი ყოველდღიურ რეჟიმში არ იმუშავებს, ჩამორჩენის აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელია.

– დაგხვდა, ისეთი „კემბრიჯი“, როგორსაც ელოდი? ვგულიხმობ სახელს, სწავლების მეთოდებსა და გარემოს

 – არის რაღაც კემბრიჯული ნიუანსები, რაც შეუძლებელია გაიგო სანამ იქ მოხვდები, მაგრამ მთლიანობაში ეს ის კემბრიჯია.

10616488_929818110380314_7407912874925461613_n (1)

– საინტერესოა, თავისუფალი დრო თუ გრჩება? ახერხებ განტვირთვას?

– დროის დეფიციტია, მაგრამ განტვირთვა აუცილებელია და უნივერსიტეტიც ხელს უწყობს ამას. არის უამრავი სოციალური და სპორტული აქტივობა და მეც შეძლებისდაგვარად ჩართული ვარ.

– სად ცხოვრობ? შენი კემბრიჯში სწავლა-ცხოვრების ხარჯებს თავად ფარავ თუ სახელმწიფო?

– ვცხოვრობ უნივერისტეტის საცხოვრებელში. პატარა სახლია 9 ადამიანზე გათვლილი და მეზობლები სტუდენტები არიან. კემბრიჯული გადასახადები ძალიან დიდია და საკუთარი ხარჯებით ვერ გავწვდებოდი. საბედნიეროდ მივიღე დაფინანება საქართველოს განათლების სამინისტროსგან, რომელიც არამარტო სწავლის გადასახადს, არამედ ცხოვრების ხარჯებსაც ფარავს.

– რას ფიქრობ, დაუბრუნდები შენს სამშობლოს თუ რომელიმე უცხო ქვეყანას უკავშირებ მომავალს?

– ამ ეტაპზე სწავლის გაგრძელებას ვაპირებ, ისევ უცხოეთში. მომავალში დაბრუნების სურვილი მაქვს, მაგრამ ეს ჩემგან დამოუკიდებელ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

– და ბოლოს, ერთსაც გკითხავ. კიდევ როდის იგეგმება შენი ვიზიტი საქართველოში?

– შემდეგი ვიზიტი ივლისში იგეგმება. იმ დროისათვის კემბრიჯში უკვე ყველაფერი დამთავრებული იქნება.

2,055 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2015
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930